ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაღონისძიებები
8 დეკემბერი 2023, 09:17
2023-12-08
მონაცემების დღე: პროფესიები — DataFest Tbilisi და ფორსეტი ქუთაისში ღონისძიებაზე გიწვევთ
DataFest Tbilisi და ფორსეტი, საქართველოს ბანკთან და Lineate-თან პარტნიორობით, გიწვევთ ერთდღიან ღონისძიებაზე ქუთაისში მონაცემებისა და მასთან დაკავშირებული პროფესიების შესახებ.
მოწვეული სპიკერები თავიანთ ინსპირაციულ გამოსვლებში ისაუბრებენ მონაცემების ინდუსტრიაში უკვე არსებული პროფესიების შესახებ, თუ რა ახალი პროფესიების საჭიროება შეიძლება დადგეს მომავალში ამ მიმართულებით და როგორ იყენებენ ისინი მონაცემებს თავიანთ საქმიანობაში.
გარდა ამისა, გაიმართება პრაქტიკული ვორქშოპებიც, სადაც სპიკერები კონკრეტულ თემებს უფრო სიღრმისეულად განიხილავენ და დამსწრეებს საინტერესო ქეისებს წარუდგენენ.
ღონისძიების სპიკერები არიან:
მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
ლევან ფავლენიშვილი, ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი;
ალექსანდრა შალიბაშვილი, მონაცემთა ანალიტიკოსი და კონსულტანტი;
დავით ბუმბეიშვილი, Infogr8-ის უფროსი მონაცემთა ვიზუალიზაციის დეველოპერი;
ნინო მაჭარაშვილი, ფორსეტის თანადამფუძნებელი და დირექტორი, DataFest Tbilisi-ის დამფუძნებელი;
გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი, Skillwill-ის დირექტორი;
გუგა ბურდული, საქართველოს ბანკის უფროსი მონაცემთა მეცნიერი.
შეხვედრა გაიმართება 10 დეკემბერს, 12:00–დან 18:00 საათამდე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში და, ასევე, სესიების ნაწილი გადაიცემა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.
მონაწილეობა ღიაა დაინტერესებული ადამიანებისთვის და საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, თუმცა სარეგისტრაციო ფორმა დაიხურება ადგილების ამოწურვისთანავე. დარეგისტრირებულ ადამიანებს ორგანიზატორებისგან მიუვათ დეტალური ინსტრუქცია ღონისძიებაში ფიზიკურად თუ ონლაინ დასწრების შესახებ.
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის აღმოფხვრის როგორც საქართველოს საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, ისე, ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს.
მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.