რატომ არ "კვდება" ფლოპი დისკები?
დღეს ფლოპ დისკებს მხოლოდ ის კომპანიები და ბიზნესები იყენებენ, რომლებიც ვერ ახერხებენ აღჭურვილობის განახლებას.
დღეს ფლოპ დისკებს მხოლოდ ის კომპანიები და ბიზნესები იყენებენ, რომლებიც ვერ ახერხებენ აღჭურვილობის განახლებას.
დავით ნიაზაშვილი, სატვირთო ავიაკომპანია Geosky-ის ტექნიკური მენეჯერი განახლებებისთვის ისევ ფლოპ დისკებს იყენებს.
განახლებები მოიცავს ცვლილებებს ასაფრენ ბილიკებსა და სანავიგაციო საშუალებებში. იგი ყოველ 28 დღეში ქვეყნდება. განრიგი 2029 წლამდე დადგენილია.
გაურკვეველია, აშშ ახლაც თუ იყენებს ფლოპი დისკებს. 2019 წლამდე მათ უფრო ძველი, 8-დიუმიანი ფლოპი დისკები გამოიყენეს ბირთვულ არსენალში.
კომერციული თვითმფრინავების სახეობა, მათ შორის 747-ისა და 767-ის ახალი ვარიანტები ასევე იყენებენ ფლოპი დისკებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია დისკებიდან USB-ზე, SD ბარათებზე ან უსადენო გადაცემაზე გადასვლა, მაგრამ ეს ათასობით დოლარი დაჯდება. გარდა ამისა, ფლოპი დისკები შეიძლება ძალიან ძველი მეთოდი იყოს, მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კარგად მუშაობს.
ფლოპი დისკების გამოყენება შეიძლება არასოდეს შეწყვიტონ.
პერსკი დღეში დაახლოებით 1000 ცალ დისკს ყიდის, ძირითადად 3,5 დიუმიანებს. მისი თქმით, 25 წლის წინ თითო დისკების შეფუთვას 0.07 დოლარად ყიდდა. ახლა კი ყველაზე პოპულარული სახეობის ერთი ცალი დისკის ფასი 1 დოლარია.
პერსკი ამბობს, რომ უძველესი, 8 დიუმიანი დისკი ძალიან ცოტა დარჩა და თითო 5 დოლარი ღირს. რაც შეეხება 3.5 დიუმიან დისკს — ზუსტად ვერ ამბობს, რამდენი დარჩა.
პერსკი ახლა 73 წლისაა და კიდევ 5 წელი აპირებს მუშაობის გაგრძელებას. მან იცის, რომ არავინაა ისეთი სულელი, მისი კომპანია იყიდოს.