ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Android 14-ის დებიუტი: სიახლეები Google-ის მობილურ ოპერატიულ სისტემაში

Google-მა თავისი მობილური ოპერაციული სისტემის უახლესი ვერსიის, Android 14-ის გამოშვება დააანონსა. Android-ის ხალი ვერსია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციურ ფუნქციებს გვპირდება.

კომენტარის დატოვება

წინა ვერსიამ, Android 13-მა, ყურადღება სივრცითი აუდიოთი, შეტყობინებების აპლიკაციითა და მოწყობილობებს შორის კოპირების/ჩასმის შესაძლებლობებით მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მახასიათებელლის დებიუტი, რომელიც თავდაპირველად Android 14-ისთვის შეიქმნა, Android 13-ში შედგა. 

წინ გადადგმული ნაბიჯი პერსონალიზაციისა და გამოსახულების ხარისხში

Android მომხმარებლის პერსონალიზაციას ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა და ახალი ვერსია ამ ეთოსს კიდევ უფრო აძლიერებს. მაგალითად, Android 14 მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ეკრანის ფონები მარტივად და უპრობლემოდ შეცვალონ. გამორჩეული თვისება გენერაციული AI ფონებია, რომლის დებიუტიც Pixel 8/8 Pro-ზე შედგა. მოწყობილობა ხელოვნურ ინტელექტს გამორჩეული ფონის შესაქმნელად. იყენებს. მომხმარებლებს, რომლებიც დახვეწილი დიზაინისკენ არიან მიდრეკილები, Android 14 დახვეწილ მონოქრომატულ ფონებს სთავაზობს.

ჯანმრთელობა, მონაცემთა უსაფრთხოება და მომხმარებლის კონტროლი

Health Connect-ით, Android 14 ჯანმრთელობისა და ფიტნეს კონტროლს გვთავაზობს, რაც მომხმარებლებს მათ მდგომარეობაზე ყოვლისმომცველ ხედვას აძლევს. ფუნქცია ჯანმრთელობის პოპულარულ პლატფორმებთან ინტეგრირდება, როგორიცაა Oura, Peloton და Whoop.

გამჭვირვალობის გაძლიერების მიზნით, Android 14-ის მონაცემთა გაზიარების განახლებები მომხმარებლებს აპლიკაციების შესახებ ინფრომაციას აწვდის და პოტენციურად მათ მონაცემებსაც აზიარებს, როგორიცაა, მაგალითად, მდებარეობის ინფორმაცია. გარდა ამისა, Android 14-მა უსაფრთხოების განვითარებაზეც იზრუნა — მოწყობილობებს ექვსნიშნა PIN დაემატა და ამიერიდან მის მოსახსნელად «enter”-ის გამოყენება საჭირო აღარ იქნება.

გაძლიერებული ხელმისაწვდომობა

მომხმარებელთა ბაზის მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინებით, Android 14-ს ფუნქციები შემოაქვს, რომლებიც ხედვის პრობლემების მქონეებზე და სმენადაქვეითებულ პირებზეა მორგებული. განახლებული ხელსაწყო (ლუპა) მასშტაბირების კონტროლს უზრუნველყოფს, ხოლო შრიფტის რეგულირებადი ზომები ეკრანზე წაკითხვას ამარტივებს.

ამასთან ერთად, ახალი ოპერატიული სისტემა სმენის აპარატებთან ურთიერთქმედებას ამარტივებს და «Flash შეტყობინებები» შემოაქვს. ის მომხმარებლებს შემომავალ შეტყობინებებზე ვიზუალურად აფრთხილებს.

მხარდაჭერილი მოწყობილობები

Android 14 Pixel მოწყობილობებისთვის 4 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია. Google-მა განაცხადა, რომ განახლებული ოპერატიული სისტემა non-Pixel მოწყობილობებს «ამ წლის ბოლოს» დაემატება.

Android 14-ზე შესაძლოა სატელიტური შეტყობინებების გაგზავნა გახდეს შესაძლებელი 
Android 14-ზე შესაძლოა სატელიტური შეტყობინებების გაგზავნა გახდეს შესაძლებელი 
თემის მიხედვით
Android 14-ზე შესაძლოა სატელიტური შეტყობინებების გაგზავნა გახდეს შესაძლებელი 
Tasteit app — ქართული გაცნობის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გაეშვა
Tasteit app — ქართული გაცნობის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გაეშვა
თემის მიხედვით
Tasteit app — ქართული გაცნობის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გაეშვა

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.