ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ევროკავშირი ფრენების დროს ზარების მიღება-განხორციელებას დაუშვებს

მგზავრები ფრენების დროს მობილური ტელეფონის სრულად გამოყენებას შეძლებენ. 

კომენტარის დატოვება
ევროკავშირი ფრენების დროს ზარების მიღება-განხორციელებას დაუშვებს

მგზავრები ფრენების დროს მობილური ტელეფონის სრულად გამოყენებას შეძლებენ. 

ევროკომისიის დადგენილებით, გარდა ამისა, ავიაკომპანიებს თვითმფრინავებისთვის 5G ტექნოლოგიის მიწოდებაც შეუძლიათ.

ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს ტელეფონის თვითმფრინავის რეჟიმზე გადაყვანა აღარ მოუწევთ, თუმცა, ამ ყველაფრის განხორციელების სპეციფიკა გაურკვეველია.

2023 წლის 30 ივნისი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბოლო ვადაა, 5G სიხშირის ზოლები ხელმისაწვდომი გახადონ.

ეს ნიშნავს, რომ მგზავრებს ფრენის დროს ტელეფონის ყველა მახასიათებლის გამოყენება შეეძლებათ — როგორც ზარების წარმართვა, ისე მონაცემებით დატვირთული აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც მუსიკისა და ვიდეოს სტრიმინგს ახდენენ.

ევოკავშირის კომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში, ტიერი ბრეტონმა თქვა, რომ გეგმა  მგზავრების ინოვაციურ მომსახურებას უზრუნველყოფს, ხოლო ევროპულ კომპანიებს განვითარებაში დაეხმარება.

«ცა აღარ არის ლიმიტი, როდესაც საქმე შესაძლებლობებს ეხება». —  განაცხადა მან.

თვითმფრინავის რეჟიმის დასასრული?

ევროკავშირის კომისიამ სიხშირის გარკვეული დიაპაზონი თვითმფრინავებისთვის 2008 წლიდან დაჯავშნა. 

ეს სერვისი ნელი იყო, რადგან ეყრდნობოდა აღჭურვილობას, რომელიც ადამიანს ინტერნეტზე თვითმფრინავსა და მიწას შორის სატელიტის საშუალებით აკავშირებდა. 

ახალ სისტემას შეეძლება 5G-ის მიერ მოწოდებული ჩამოტვირთვის ბევრად უფრო სწრაფი სიჩქარით სარგებლობა, რომელიც მობილური ქსელის EE-ს მიხედვით, შეიძლება 100 Mbps-ზე მეტი იყოს — რაც ფილმის გადმოტვირთვას სულ რამდენიმე წუთში უზრუნველყოფს.

დაი უიტინგემმა, დიდი ბრიტანეთის ფრენების უსაფრთხოების კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, განაცხადა, რომ ფრენის რეჟიმი მნიშვნელოვანი იყო, რადგან არ იცოდნენ, მობილური მოწყობილობები თვითმფრინავებზე  როგორ იმოქმედებდა.

«არსებობდა შიში, რომ მათ შეეძლოთ ფრენის ავტომატური მართვის სისტემებში ჩარევა. რაც გამოცდილებით იქნა აღმოჩენილი, ფრენის სისტემებში ჩარევის რისკი ძალიან მცირეა. რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ ფრენის შემდეგ, მოწყობილობები  ფრენის რეჟიმზე უნდა ყოფილიყო». — თქვა მან. 

აშშ-ში შიშობდნენ, რომ 5G სიხშირეებს შეიძლებოდა ფრენებისთვის ხელი შეეშალათ და პოტენციურად სიმაღლის მცდარი გაზომვები გამოეწვიათ.

მაგრამ უიტინგემმა განაცხადა, რომ ეს დიდი ბრიტანეთისთვისა და ევროკავშირისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

«ჩვენ 5G სიხშირეების განსხვავებული ნაკრები გვაქვს. ასევე, უფრო დაბალი ენერგიის პარამეტრები, ვიდრე ის, რაც აშშ-შია დაშვებული. მოგზაურ საზოგადოებას  5G სურს. მარეგულირებლები ამ შესაძლებლობას აუცილებლად მისცემენ მათ, მაგრამ მანამდე იქნება ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება იმის უზრუნველსაყოფად, რომ რასაც ისინი აკეთებენ უსაფრთხოა». — ამბობს დაი უიტინგემი. 



ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
რა წერია ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ AI აქტში
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
ევროკავშირმა TikTok-ის მორიგი გამოძიება დაიწყო
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
Google Chrome-ის ინკოგნიტო ბრაუზერის მილიარდობით ჩანაწერს წაშლის
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.