ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

RightsCon სამიტზე Freedom House თავისუფალი და ღია ინტერნეტის დაცვისთვის იბრძოლებს

ინტერნეტი უფრო ფრაგმენტულია, ვიდრე ოდესმე. უცხოური ვებსაიტების ბლოკებიდან დაწყებული მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების შეზღუდვით დამთავრებული, მთავრობები გლობალურ ინტერნეტს ამუშავებენ, რათა ისეთი ონლაინ სივრცეები შექმნან, რომელთა კონტროლიც შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

ინტერნეტის თავისუფლების სხვა დამცველებთან ერთად, Freedom House ამ საგანგაშო ტენდენციასთან საბრძოლველად და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისადმი მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მუშაობს — თავისი კვლევის, პროგრამული ინიციატივებისა და ადვოკატირების ძალისხმევის მეშვეობით. სწორედ ამიტომ სან ხოსეში, კოსტა რიკაში, RightsCon სამიტზე მიემგზავრებიან, რომელსაც ციფრული უფლებადამცველი ორგანიზაცია, Access Now მასპინძლობს.

მრავალმხრივი თანამშრომლობა, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოება, მთავრობები და კერძო სექტორია გაერთიანებულია, გლობალური ინტერნეტის დაცვისთვის გადამწყვეტია. თავად ინტერნეტიც ძირითადად თანამშრომლობის ამ ფორმით შეიქმნა, სადაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები უსაფრთხოების სტანდარტებისა და სხვა პროტოკოლების ჰარმონიზაციის მიზნით შეიკრიბნენ.

 RightsCon ამ ფასეულობების ამსახველია — ციფრული სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად და პოზიტიური ზრდის შესაძლებლობების გამოსაყენებლად ერთობლივი გარემოს შექმნას ცდილობს. პანელები, ვორქშოფები და საუბრები — Freedom House გეგმავს კოალიციები გააღრმაოს, რომლებიც ინტერნეტის თავისუფლების ყველაზე მწვავე საფრთხეების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

კონფიდენციალურობის მტკიცე სტანდარტები და მონაცემთა დაცვის ძლიერი კანონები ადამიანის უფლებების ონლაინ დასაცავად აუცილებელია. თუმცა, ბევრი მთავრობა მონაცემთა დაცვას იმისთვის იყენებს, რომ სახელმწიფო მეთვალყურეობა გაზარდოს, გადაწყვეტილების მიღება პოლიტიზებულ მარეგულირებლებს გადასცეს და არასათანადო შეზღუდვები დააწესოს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მონაცემთა გადინება ეროვნულ საზღვრებში, რაც ქსელის დაზიანებას იწვევს.

Freedom House 7 ივნისს, 10:15 საათზე (CST) პირად სესიას, «Pitch Perfect: მონაცემთა დაცვის კანონების ჰარმონიზაცია და თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დასაცავად», უმასპინძლებს. პანელში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები, რომლებსაც ასეთი კანონმდებლობის ანალიზის, დანერგვისა და ადვოკატირების გამოცდილება აქვთ — მათ შორის ინტერნეტ თავისუფლების ფონდის წარმომადგენელი და დამოუკიდებელი ექსპერტი ედუარდო ბერტონი, Freedom House-ის წარმომადგენელი, ალი ფანკი და Global Network Initiative-ის წარმომადგენელი, კრის შიჰი, როგორც მოდერატორი. ისინი ერთად შეისწავლიან, თუ როგორ შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და პოლიტიკის შემქმნელებს ერთად ჰარმონიული მუშაობა.

2022 წელს Freedom on the Net-ის მოხსენებამ დაადგინა, რომ მთავრობებმა რეკორდული რაოდენობის ვებსაიტები დაბლოკეს, რომლებიც პოლიტიკურ, სოციალურ ან რელიგიურ კონტენტს გვთავაზობენ. რამდენიმე მთავრობა უფრო შორს წავიდა,და სოციალური მედიის პლატფორმები სრულად დაბლოკა ან ინტერნეტ კავშირი შეწყვიტა, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. ამ საკითხის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, ალი ფანკი Cloudflare-ს 8 ივნისს, 15:15 საათზე შეუერთდება —  (CST) ონლაინ RightsCon დისკუსიისთვის, «ინტერნეტის ბლოკირება და შედეგები ადამიანის უფლებებზე».

ციფრული უსაფრთხოების გაძლიერება უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის

აქტივისტები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები ციფრული რეპრესიების ყოველდღიური სამიზნეები არიან. RightsCon-ში, Freedom House-ის ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის მექანიზმი ამ საფრთხეებისგან  უფლებადამცველების დაცვაზე Internews-სთან ერთად მუშაობს, რათა SaferJourno წარადგინოს — სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა დავიცვათ კონკრეტული პიროვნების ციფრული უსაფრთხოება. Freedom House და Internews ასევე ცალკეულ ჩარჩოს განიხილავენ — ეს არის ღირებული ელემენტი, რომელიც რისკის ქვეშ მყოფ პირებს უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის უსაფრთხოდ გაგრძელებაში დაეხმარება.

FH: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია თუმცა პროსამთავრობო ანგარიშები მანიპულირებენ
FH: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, თუმცა, პროსამთავრობო ანგარიშები მანიპულირებენ
თემის მიხედვით
FH: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, თუმცა, პროსამთავრობო ანგარიშები მანიპულირებენ
ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში
ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში
თემის მიხედვით
ინტერნეტ-ტექნოლოგიების პირველი ნაბიჯები საქართველოში

ასევე წაიკითხეთ
20 ივნისს თბილისში სამიტი LEADx 2024 გაიმართება
20 ივნისს თბილისში სამიტი LEADx 2024 გაიმართება
20 ივნისს თბილისში სამიტი LEADx 2024 გაიმართება
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.