FH: საქართველოში ინტერნეტი თავისუფალია, თუმცა, პროსამთავრობო ანგარიშები მანიპულირებენ
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაღალი დონეა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების მაღალი დონეა.
საქართველო მაქსიმალური 100 ქულიდან 78-ით შეფასდა.
ანგარიშში, რომელიც 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ არის დაბლოკილი სოციალური მედიის საიტები, არ იბლოკება პოლიტიკური კონტენტი, არ მიღებულა ახალი კანონი, რომელიც გააუარესებდა ინტერნეტის თავისუფლად მოხმარებას, არ დაუკავებიათ, უძალადიათ ან მოუკლავთ ბლოგერი, არ ყოფილა ტექნიკური თავდასხმები მედიის, ხელისუფლების ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების ვებ გვერდებზე.
თუმცა, Freedom House მიუთითებს, რომ საქართველოს სოციალურ ქსელებში ელისუფლების მიმართ დადებითად განწყობილი ანგარიშები ონლაინ დისკუსიებში მანიპულაციურ აზრებს ავრცელებენ.