ჯო ბაიდენმა 25 აპრილს, დილით ხელახალი არჩევის კამპანია დაანანონსა, რასაც რესპუბლიკურმა ეროვნულმა კომიტეტმა (RNC) რეკლამით უპასუხა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათებისგან შედგება.
ჯო ბაიდენმა 25 აპრილს, დილით ხელახალი არჩევის კამპანია დაანანონსა, რასაც რესპუბლიკურმა ეროვნულმა კომიტეტმა (RNC) რეკლამით უპასუხა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათებისგან შედგება.
რეკლამა სტილისტურ სურათებს შეიცავს. ისინი იმ შესაძლო მოვლენებს ასახავს, რომლებიც 2024 წელს, ბაიდენის არჩევის შემთხვევაში მოხდება. რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ ეს კრიზისების სერიას გამოიწვევს. გვთავაზობენ სურათებს, სადაც ტაივანს ჩინეთის ავიაცია ბომბავს.
კადრის ზედა მარცხენა მხარეს წარწერაა: «შექმნილია AI-ის მიერ». ხოლო YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: «ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შეხედულება ქვეყნის შესაძლო მომავალზე, თუ ჯო ბაიდენი 2024 წელს ხელახლა აირჩევა».
გაურკვეველია, რესპუბლიკელებმა სურათების შესაქმნელად რომელი ინსტუმენტი გამოიყენეს. მაღალი დონის AI გამოსახულების გენერატორები, როგორიცაა Midjourney და DALL-E პოლიტიკური სურათების შექმნას ზღუდავს.
რეკლამამ სხვა კითხვებიც გააჩინა, რომლებიც რთული და შემაშფოთებელია. ბევრმა ექსპერტმა თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფეიქი შეიძლება პოლიტიკური დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენონ, მაგრამ რა მოხდება, თუ ეს დეზინფორმაცია თავად პოლიტიკოსებისგან მოდის? როგორ გავავლოთ ზღვარი დეზინფორმაციასა და რეგულარულ კამპანიას შორის? მაგალითად, RNC-ს შეეძლო რეკლამა ბაიდენის ასაკის შესახებ გაეკეთებინა და პრეზიდენტი უნარშეზღუდულის ეტლში ჩაესვა, რამაც შეიძლება ზოგიერთი მნახველი შეცდომაში შეიყვანოს.
თუ პოლიტიკოსები deepfakes მიესამლებიან, მათ ასეთი კონტენტის ონლაინ გაზიარების დიდი შანსი ექნებათ. 2020 წელს Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა Meta-მ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტი, რომელიც დეზინფორმაციას შეიცავდა, აკრძალა. თუმცა კომპანიამ არ უპასუხა კითხვას, რამდენად ვრცელდება ეს წესი პოლიტიკოსებზე, რომლებიც ფაქტების გადამოწმებისგან უკვე განთავისუფლებულნი არიან.
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT