რეჯეფ თაიფ ერდოღანი ილონ მასკს თურქეთში Tesla-ს ქარხნის აშენებას სთხოვს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, Anadolu იტყობინება.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ილონ მასკს სთხოვა, თურქეთში Tesla-ს ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ სახელმწიფო მედია, Anadolu იტყობინება.
ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება. სწორედ ნიუ იორკში შეხვდა მასკი თურქეთის პრეზიდენტს.
მილიარდერი ბიზნესმენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდება. შეხვედრა კალიფორნიაში შედგება. მასკმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ მათი მოლაპარაკებები ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე იქნება ფოკუსირებული.
აგვისტოში Tesla-მ გამოთქვა ინტერესი ინდოეთში ქარხნის აშენებაზე, რომელიც აწარმოებდა დაბალფასიან ელექტრო მანქანას (EV).
Tesla-ს ამჟამად ექვსი ქარხანა აქვს და მეშვიდეს მექსიკის ჩრდილოეთ ნუევო ლეონის შტატში აშენებს, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის მიზნის ნაწილია, რათა თავისი გლობალური გზა გააფართოვოს.
მასკმა მაისში განაცხადა, რომ ავტომწარმოებელი სავარაუდოდ ამ წლის ბოლომდე შეარჩევს ადგილს ახალი ქარხნისთვის.
Tesla-ს აქციების ფასი 2023 წელს 123% გაიზარდა და ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ მან თავისი 5 მილიონიანი მანქანა გამოუშვა.