ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
საბა შუბლაძემსოფლიო
14 აგვისტო 2023, 15:29
2023-08-14
რატომ იმუქრებიან ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები გაერთიანებული სამეფოს დატოვებით?
WhatsApp და Signal აცხადებენ, რომ შესაძლოა დიდი ბრიტანეთი დატოვონ, ვინაიდან რაღაც «გარემოებები გამოიკვეთა». ეს გარემოება ონლაინ უსაფრთხოების კანონპროექტია, რომლის დამტკიცებაც შემოდგომაზე იგეგმება.
კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ბავშვების დაცვას ისახავს, აწესებს მკაცრ წესებს სოციალური მედიის კონტენტის კონტროლის შესახებ და ითვალისწინებს მაღალ ფინანსურ ჯარიმებსა და ცალკეული ადამიანების პატიმრობასაც კი, თუ კომპანიები კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც კომპანიების განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს, არის ჩანაწერი, რომ დაშიფრული [end-to-end] შეტყობინებები შეიძლება შეიძლება გაიხსნას და გადაეცეს სამართალდამცავ ორგანოებს იმავე პლატფორმებით, რომლებზეც ისინი იგზავნება, თუ ჩათვლილია, რომ არსებობს ეროვნული უსაფრთხოების დარღვევის ან ბავშვთა დაცვის რისკები. ასეთია, მაგალითად, ჭhatsapp-ით, Signal-ითა და Proton-ი გაგზავნილი შეტყობინებები.
ბავშვთა საქველმოქმედო ორგანიზაცია NSPCC-მა განაცხადა, რომ დაშიფრული შეტყობინებების აპლიკაციები არის ბავშვებზე ძალადობის ამსახველი მასალების გაზიარების «მოწინავე ხაზი».
თუმცა, მეორე მხრივ, აპლიკაციები, რომლებიც დაშიფვრას უზრუნველყოფს, არის უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუმენტი აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის.
End-to-End დაშივფრის გამო, გაგზავნილი მესიჯების წაკითხვა შეუძლიათ მხოლოდ გამგზავნს და მიმღებს. WhatsApp, Proton და Signal ამ შეტყობინებების შინაარს ვერ ხედავენ.
WhatsApp და Signal დიდი ბრიტანეთს ამ მოთხოვნის გამო ბაზრის დატოვებით დაემუქრნენ.
დიდ ბრიტანეთში შეიძლება ასევე მიიღონ ციფრული ბაზრის კანონი — Digital Markets Bill. ეს გულისხმობს, რომ ბრიტანეთის მარეგულირებელ ორგანოს შეეძლება, შეარჩიოს დიდი კომპანიები და წესები დაუდგინოს, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში — სათანადოდ დასაჯოს.
Microsoft-მა ამაზე სწრაფი რეაგირება მოახდინა — მაგალითად მაშინ, როცა ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის უწყებამ (CMA) გადაწყვიტა, დაებლოკა კომპანიის მიერ ვიდეო თამაშების გიგანტის, Activision Blizzard-ის შეძენა, განაცხადა, რომ ბიზნესის დასაწყებად ევროკავშირი უფრო მიმზიდველი ადგილია.
ამის შემდეგ CMA-მ Microsoft-თან მოლაპარაკებები განაახლა.
ასევე, დიდ ბრიტანეთში წარმოადგინეს საგამოძიებო უფლებამოსილების აქტში შესატანი შესწორება, რომლის მიხედვითაც ტექ კომპანიებს უსაფრთხოების ახალი ფუნქციების გაშვებამდე, თანაც მსოფლიოს მასშტაბით, ნებართვა ხელისფლებისგან უნდა აეღოთ. ამან ისე გააბრაზა Apple, რომ ბრიტანეთში Facetime-ისა და iMessage-ის გაუქმებით დაიმუქრა.
«აქ იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ცდილობენ, შეაკავონ დიდი ტექნოლოგიები. ეს ნაკლებად არის ეთიკური ქცევა, ეს უფრო კონკურენციის შეზღუდვას გავს». — ამბობს ტექნოლოგიების შესახებ არაერთი წიგნის ავტორი, მაიკლ მალონი.
ყოველივე ზემოთჩამოთვლილი გახდა იმის მიზეზი, რომ DeepMind-ის თანადამფუძნებელმა, ანტრეპრენერმა მუსტაფა სულეიმანმა თავისი ახალი კომპანიია InflectionAI კალიფორნიაში განათავსა და არა დიდ ბრიტანეთში.