ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
19 დეკემბერი 2023, 12:59
2023-12-19
Adobe უარს ამბობს Figma-ს $20 მილიარდად შეძენაზე
გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მარეგულირებლების მხრიდან მზარდი ზეწოლის შემდეგ, Adobe-მ და Figma-მ ერთობლივად განაცხადეს, რომ ორივე კომპანია შერწყმის შეთანხმებას წყვეტს, რომლის მიხედვითაც Adobe-ს Figma-ს პროდუქტის დიზაინის პლატფორმა 20 მილიარდ აშშ დოლარად უნდა შეეძინა.
შეთანხმების შეწყვეტისთვის Adobe ვალდებულია, Figma-ს გადაუხადოს საკომისიო — 1 მილიარდი აშშ დოლარი ნაღდი ფულით.
«Adobe და Figma მარეგულირებელ დასკვნებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი წინსვლა, თუნდაც უერთმანეთოდ ჩვენსავე ინტერესებში შედის». — თქვა Adobe-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, შანტანუ ნარაიენმა.
«მიუხედავად იმისა, რომ Adobe-მ და Figma-მ ერთმანეთის ხედვა გაიზიარეს და გადაწყვიტეს, რომ კრეატიულობისა და პროდუქტიულობის მომავალი განესაზღვრათ, ეს კოლაბორაცია ვერ შედგება. თუმცა, ჩვენ კარგად ვართ ბაზარზე პოზიციონირებულნი იმისათვის, რომ ჩვენი უზარმაზარი ბაზრის შესაძლებლობები გამოვიყენოთ და მისია — შევცვალოთ სამყარო პერსონალიზებული ციფრული გამოცდილების მეშვეობით — წარმატებით შევასრულოთ».
მარეგულირებლებმა დიზაინის პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე Adobe-ის მონოპოლიის შექმნის მცდელობა დაინახეს. Figma-ს სწრაფად მზარდი პროდუქტის დიზაინის პლატფორმის შეძენით, რომელიც ახლა უფრო პოპულარულია, ვიდრე Adobe-ის კონკურენტი XD აპლიკაცია, მარეგულირებლები წუხდნენ, რომ Adobe ინოვაციას დააზიანებდა, რადგან Figma-ს დამოუკიდებლად განვითარების უფლებას წაართმევდა.
14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში Adobe-მ გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) მიერ შემოთავაზებული საშუალებები უარყო, რათა სიღრმისეული ანტიმონოპოლიური გამოძიების შემდეგ შერწყმა დაემტკიცებინა. ხელისუფლებას Adobe-ს აქტივების, წყაროს კოდისა და ინჟინრების განკარგვა სურდა, რათა «კონკურენციის პირობები აღედგინა». მოსალოდნელი იყო, რომ CMA-ს დროებით გადაწყვეტილებას გარიგების დაბლოკვის შესახებ ორივე მხარე 21 დეკემბერს განიხილავდა — გადაწყვეტილების მიღების საბოლოო ვადა, შესყიდვის ან დაბლოკვის შესახებ, 25 თებერვალი იყო.
გარიგება ანალოგიურად განიხილებოდა ევროკომისიის მიერ და Bloomberg-მა 2023 წლის თებერვალში განაცხადა, რომ მსგავსი გამოძიებისთვის იუსტიციის სამინისტროც ემზადებოდა. Adobe-ის ოფიციალური განცხადების შემდეგ, ევროკომისიის გამოძიება, ცხადია, შეწყდა.
ზეწოლის მატებასთან ერთად, Adobe-ს ძალიან მცირედი შანსი ჰქონდა, რომ გარიგება წინ წაეწია და Figma-ს ყველა აქტივი მიეღო, რომლის მოპოვების იმედიც ჰქონდა.
«ეს ის შედეგი არ არის, რომლის იმედიც გვქონდა». — თქვა Figma-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, დილან ფილდმა განცხადებაში. «მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში მარეგულირებელებთან გატარებული ათასობით საათი დეტალურად აღწერს ჩვენს ბიზნესებს, ჩვენს პროდუქტებსა და ბაზრებს შორის განსხვავებას, მარეგულირებელი ორგანოების მიერ გარიგების დამტკიცებას აღარ ველით».
დღეს, 21 მაისს ევროპულმა საბჭომ მიიღო ხელოვნური ინტელექტის აქტი — კანონი, რომელიც «მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის წესების ჰარმონიზაციას». ევროპული საბჭო აცხადებს, რომ აქტი მიჰყვება რისკებზე დაფუძნებულ მიდგომას — რაც უფრო მაღალია საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების რისკი, მით უფრო მკაცრია წესები. ეს არის პირველი კანონმდებლობა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, დააწესოს ხელოვნური ინტელექტის რეგულირების გლობალური სტანდარტი.