ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

12 ოქტომბერს თბილისში ბრიტანულ-ქართული ფინტექ ფორუმი გაიმართება

12 ოქტომბერს, REPUBLIC-ში (რესპუბლიკის მოედანი 6) ბრიტანულ-ქართული ფინტექ ფორუმი გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სამომავლო ტენდენციებისა და ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და მოპოვებაა.

კომენტარის დატოვება

ფორუმზე, რომელსაც ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტი და ბრიტანეთის საელჩო მასპინძლობს, დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან გამორჩეული ექსპერტები შეიკრიბებიან, რომლებიც თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და განვითარებაზე ისაუბრებენ.

ფორუმს სამეწარმეო და გავლენაზე ორიენტირებული მენეჯერი, კოლინ დონოჰი გახსნის. მასთან ერთად სცენაზე დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი წარსდგება. 

ფინტექსა და ინოვაციებზე ლაურენ ჯონსი, ნათია გავარდაშვილი, გიორგი კინწურაშვილი და სხვა პროფესიონალები ისაუბრებენ. 

აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვლენ GITA-ს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ციფრული ბანკის, Paysera-ს დამფუძნებელი, მიხეილ ქუმსიშვილი. 

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმზე საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ფინტექ ლანდშაფტზე საინტერესო და საჭირო ინფორმაციას გაიგებთ, ამასთან ერთად, სამომავლო ტენდენციებსა და შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა შეგექმნებათ. რაც მთავარია, ბრიტანელ და ქართველ ფინტექ ექსპერტებთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა გექნებათ.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: DataFest Tbilisi, FIA, საქართველოს ეროვნული ბანკი, TBC ბანკი, საქართველოს ბანკი და Grant Thornton.

ფორუმზე დასწრების სურვილის შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ლინკზე

How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 
თემის მიხედვით
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება 

ასევე წაიკითხეთ
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
საქართველოში 500 Global-ის აქსელერატორის პროგრამის მე-5 დემო დღე ახლოვდება
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო
Technovation Girls 2024-ზე რეგისტრაცია დაიწყო. თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, მაშინ პროექტი შენთვისაა.
1 კომენტარი
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
100-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს გვერდი აუარა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.