ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რატომ გაიფიცა ჰოლივუდი ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ

1980 წლის შემდეგ პირველად ჰოლივუდი გაფიცულია. მსახიობები და სცენარისტები ეწინააღმდეგებიან ხელოვნურ ინტელექტს,  რომელიც, სტუდიების აზრით, სტრიმინგის მომავალი და ფულის დაზოგვის შესაძლებლობაა. პროტესტი უკვე 2 თვეზე მეტია, გრძელდება. 

კომენტარის დატოვება

კინო და სტრიმინგ სტუდიები დიდი ხანია, AI-ს იყენებდნენ, მაგალითად, დაბერების ეფექტისთვის. ხელოვნური ინტელექტი ასევე გამოიყენებოდა იმისთვის, რომ მსახიობებს საშუალება ჰქონოდათ, ეთამაშათ საკუთარი თავის ახალგაზრდა ვერსიები. 

თუმცა, ახლა, როგორც გაფიცულები ამბობენ, სტუდიებს სურთ, ფლობდნენ მსახიობების ციფრულ შესაძლებლობებს და მათ სამუშაოსთვის არ გადაუხადონ. 

გაფიცულთა ყველა მხარე აღიარებს, რომ ტექნოლოგიის კიდევ უფრო ფართო გამოყენება გარდაუვალია. ამიტომაც, ცდილობენ, ოპტიმალური იურიდიული გამოსავალი მოძებნონ. 

კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტმა, ფრენ დრეშერმა განაცხადა, რომ «ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს შემოქმედებითი პროფესიებს მიმართ» და რომ «ყველა მსახიობი და შემსრულებლები იმსახურებს კონტრაქტს, რომელიც იცავს მათ იდენტობისა და ნიჭის გამოყენებისგან თანხმობისა და ანაზღაურების გარეშე».

«თუ ახლა ერთად არ დავდგებით, გავუბედურდებით — ჩვენ ყველანი ვიქნებით მანქანებით ჩანაცვლების საფრთხის წინაშე».  — თქვა დრეშერმა.

გაფიცულია მწერალთა გილდიაც. მისი პრეზიდენტის, მაიკლ ვინშიპის თქმით: 

«ხელონვური ინტელექტი შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მას ბევრი იყენებს ჩვენ წინააღმდეგ. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს მას ჩვენ წინააღმდეგ. ისინი ასევე არღვევენ საავტორო უფლებებს და ახდენენ პლაგიატს». 

მისივე თქმით, ეს გაფიცვა განსხვავებულია ჰოლივუდის ყველა სხვა წინა გაფიცვისგან. ვინშიპს სჯერა, რომ ისინი აუცილებლად გაიმარჯვებენ, თუმცა, ამას დრო დასჭირდება. 

ამერიკის მწერალთა გილდიას SAG-AFTRA შეუერთდა. ის ჰოლივუდის სცენარისტებს წარმოადგენს და ორ თვეზე მეტია, გაფიცულია კონტრაქტის მოთხოვნით, რომელიც ცალსახად მოითხოვს ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას მწერლებისა და მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების დასაცავად. 

მწერალმა და რეჟისორმა, ჩარლი კაუფმანმა განაცხადა, რომ სტუდიები მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ და რომ ყველაზე მეტი ფული «ნაგვით» იშოვება. 

«ეს საცდურია როგორც სტუდიებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ნაგავს ქმნის, ვინაიდან მათ არ სჭირდებათ ჩაღრმავება ან ფიქრი იმაზე, რასაც აკეთებენ». — თქვა მან. — «თუ ერთხელ დანებდებით და ხელოვნურ ინტელექტს მისცემთ საშუალებას, სცენარი დაგიწეროთ, უკან დასაბრუნებელი გზა აღარ იქნება და ვითარება უიმედო გახდება, ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ვერ შექმნის ადამიანობის მომენტებს». 

ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც ადამიანს ჰბაძავს, ბოლო წლებში ბევრად უფრო ეფექტური გახდა სურათებისა და ტექსტის შესაქმნელად.

ტექნოლოგია, რომელიც იმეორებს ინდივიდების სახეებსა და ხმებს, სულ უფრო პოპულარული ხდება ჰოლივუდში

ბევრი შიშობს, რომ მკაცრი რეგულაციების გარეშე, მათი საქმიანობა საბოლოოდ ჩანაცვლდება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებით.  

The Economist: ხელოვნური ინტელექტი ხმების კლონირებას შესაძლებელს ხდის
The Economist: ხელოვნური ინტელექტი ხმების კლონირებას შესაძლებელს ხდის
თემის მიხედვით
The Economist: ხელოვნური ინტელექტი ხმების კლონირებას შესაძლებელს ხდის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის
თემის მიხედვით
თორნიკე ქარჩხაძე სან დიეგოს უნივერსიტეტში AI-ს მუსიკის წერას ასწავლის

ასევე წაიკითხეთ
ჰოლივუდის მწერლების გაფიცვა შესაძლოა მალე დასრულდეს
ჰოლივუდის მწერლების გაფიცვა შესაძლოა მალე დასრულდეს
ჰოლივუდის მწერლების გაფიცვა შესაძლოა მალე დასრულდეს
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.  კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  წარმოგიდგენთ მათ 👇
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
ევროკომისიის პრეზიდენტი: გვჭირდება დიალოგი მათთან, ვინც ავითარებს და ნერგავს AI-ს 
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
გაიცანით Ernie — ჩინეთის პასუხი ChatGPT-ს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.