დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის
Google მომავალ თვეში იმ ანგარიშების წაშლის პროცესს დაიწყებს, რომლებიც ორი წელია უმოქმედოა.
Google მომავალ თვეში იმ ანგარიშების წაშლის პროცესს დაიწყებს, რომლებიც ორი წელია უმოქმედოა.
Google-მა მაისში არააქტიურ ანგარიშებთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლა გადაწყვიტა, რათა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შეაჩეროს — ანგარიშების გაწმენდა ამ გეგმის ნაწილია.
კომპანიის განცხადების მიხედვით, მომხმარებლები მრავალჯერად შეტყობინებებს მიიღებენ, მათ შორის სარეზერვო ელფოსტაზე (თუ ის დაყენებულია).
რატომ ხურავს Google უმოქმედო ანგარიშებს?
Google-ის პროდუქტის მენეჯმენტის ვიცე-პრეზიდენტმა, რუთ კრიჩელმა მაისში ბლოგ-პოსტში განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკის მიზანი ანგარიშების კომპრომეტირების თავიდან აცილებაა.
კრიჩელი წერს, რომ ანგარიშები, რომლებიც «ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში» არ გამოუყენებიათ, უფრო სავარაუდოა, რომ კომპრომეტირებული იყოს.
Google-ის შიდა ანალიზმა აჩვენა, რომ «მიტოვებული ანგარიშები» მინიმუმ 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აქტიური ანგარიშები, რომლებსაც ორეტაპიანი ვერიფიკაცია აქვთ. ანგარიშები ასევე ხშირად «ძველ ან ხელახლა გამოყენებულ» პაროლებს იყენებენ, რომლებიც შესაძლოა გატეხილი იყოს, რაც მათ უფრო დაუცველს ხდის.
როგორ შეგიძლიათ, Gmail-ის ანგარიში აღადგინოთ?
მომხმარებლები ანგარიშზე ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შევიდნენ, რათა Google-ის ახალი პოლიტიკის წესები დააკმაყოფილონ და თავიანთი ანგარიშები შეინარჩუნონ.
შესვლისას მომხმარებლებს, თავიანთი ანგარიშების შესანარჩუნებლად, შეუძლიათ მოქმედებების ფართო სპექტრი გამოიყენონ. ელფოსტის წაკითხვა ან გაგზავნა, Google Drive-ის გამოყენება, Google ძიების გამოყენება ან YouTube-ზე ვიდეოს ყურება ანგარიშის შესანარჩუნებლად საკმარისია.
კომპანიამ განაცხადა, რომ Google-ის ანგარიშები, რომლებიც გამოწერებისთვის საკონტაქტო ელფოსტად გამოიყენება, ასევე აქტიური დარჩება.
როგორ შეგიძლია მონაცემების შენახვა?
მომხმარებლებს შეუძლიათ, მონაცემები გადმოწერონ და ექსპორტი გაუკეთონ მანამ, სანამ მათი ანგარიშები უმოქმედო გახდება.
Google მომხმარებლებს ამის გაკეთებას Takeout ფუნქციის მეშვეობით სთავაზობს. Takeout ფუნქციით მომხმარებლებს შეუძლიათ, აირჩიონ, მონაცემების რა ნაწილის ექსპორტი სურთ, მათ შორის, Google Calendar-იდან, Chrome-ის პარამეტრებიდან და ფაილებიდან Google Drive-ში.
მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ Inactive Account Manager გამოიყენონ, რათა მონაცემების ბედი გადაწყვიტონ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიში დროებით გაუქმდება ან მთლიანად წაიშლება.
რომელ ანგარიშებს არ ემუქრება საფრთხე?
ახალი პოლიტიკის მიხედვით, იმ ანგარიშების გარდა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიური იყო, წაშლისაგან სხვა ანგარიშებიც დაცულია.
განახლება მხოლოდ პერსონალურ Google ანგარიშებზე გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიშებს, რომლებიც სკოლასთან ან ბიზნესთან არის დაკავშირებული, წაშლის საფრთხე არ ემუქრებათ.
Google-ის ბლოგ-პოსტში ნათქვამია, რომ ანგარიშები, რომლებიც YouTube-ზეა მიბმული, არ წაიშლება.