ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

YouTube მომხმარებლებს ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას სთავაზობს

YouTube ელექტრონული კომერციას აძლიერებს და ვაჭრობის ფუნქციებს ამატებს. ციფრული რეკლამის შემოსავლის შემცირებიდან გამომდინარე, პლატფორმა შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას ცდილობს.

კომენტარის დატოვება

YouTube-მ Shorts-ს ახალი — ვაჭრობის ფუნქცია დაამატა.

Shorts, თავის მხრივ, რამდენიმეწამიანი ვიდეოებია, რომლებიც Youtube-ზე 2020 წელს, TikTok-სთვის კონკურენციის გაწევის მიზნით ჩაეშვა.

ახლა Shorts-ზე ვაჭრობის ფუნქციის გაჩენა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, შეიძინონ პროდუქტები ვიდეოს ყურებასთან ერთად.

YouTube-ის Shorts-ს ამ ეტაპისთვის 1.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, რითაც TikTok-ის 1 მილიარდ მომხმარებელს აჭარბებს.

YouTube ასევე გამოცდის საკომისიოს გადახდის ახალ სქემებს იმ ინფლუენსერებისთვის, რომლებიც თავიანთ პროდუქტებს ვიდეოში განთავსებული ბმულებით ყიდიან. კომპანია ცდილობს, შეინარჩუნოს იუთუბერები, რათა მათ არ დატოვონ პლატფორმა კონკურენტი კომპანიების სწრაფად ზრდიდან გამომდინარე.

«ჩვენი მიზანია, ვფოკუსირდეთ მონეტიზაციის საუკეთესო საშუალებებზე კრეატორებისთვის ბაზარზე» — აცხადებს Youtube-ის ვაჭრობის გენერალური მენეჯერი, მაიკლ მარტინი Financial Times-თან საუბარში. 

YouTube-ს სავაჭრო ფუნქციების გაფართოება იმის გამო გადაწყდა, რომ ტექნოლოგიური ჯგუფები ჩქარობენ, გაამრავლონ თავიანთი შემოსავლის წყაროები ეკონომიკის გაუარესებისა და ციფრული მარკეტინგის ბაზარზე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე.

სოციალურ ქსელში კომერცია Meta-სა და TikTok-ზე რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. მომხმარებლებს ამ პლატფორმებზე ამა თუ იმ პროდუქტის შეძენა შეუძლიათ. ტექნოლოგიური კომპანიები ფიქრობენ, რომ ყიდვა-გაყიდვის ეს ფორმა ვაჭრობის მომავალია. 

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის ბაზარი,  2025 წლისთვის გლობალურად, 2 ტრილიონი დოლარით გაიზრდება. ამ დროისთვის სოციალურ ქსელებში კომერცია ყველაზე წარმატებით ჩინეთში მუშაობს, სადაც, მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია McKinsey-ს ცნობით, მომხმარებლებმა 325 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯეს.

ამ ეტაპზე YouTube მუშაობს ე.წ. «შვილობილი მარკეტინგის» მოდელზე, რომლის მიხედვითაც, იუთუბერები, რომლებიც პროდუქტებს ყიდიან, საკომისიოს მიიღებენ. 

კერძოდ, YouTube თავის კრეატორებს რეკლამების განთავსებისგან მიღებული შემოსავლის 45%-ს გადაუხდის. ეს შეთანხმება ძალაში მომავალი წლის დასაწყისში შევა.

სოციალური კომერციის ბაზარზე წარმატებას ძირითადად სწორედ კრეატორებთან და მათ გამომწერებთან კავშირი განაპირობებს. 

ჩინეთში პოპულარულმა ინფლუენსერმა Austin Li-მ მხოლოდ ერთი live-ით Taobao-ს 1 მილიარდი დოლარი ღირებულების საქონელი გაყიდა.

პირდაპირ ეთერში ვაჭრობა YouTube-მაც სცადა — მაყურებლებს შეეძლოთ პროდუქციის შეძენა პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას. თუმცა იუთუბის შემთხვევაში, ამ რეჟიმში დასავლელი მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა. მსგავსი მიდგომა აღმოსავლეთშია პოპულარული — ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში. 

მაიკლ მარტინის თქმით, პირდაპირ ეთერში ვაჭრობის მასშტაბების გაზრდას გარკვეული დრო დასჭირდება. 

ასევე წაიკითხეთ
რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?
რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?
რატომ გადადიან სტრიმერები Twitch-იდან YouTube-ზე?
ბოლო პერიოდში, პლატფორმა Twitch-ის ბევრმა სტრიმერმა YouTube-ზე გადაინაცვლა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, Twitch სტრიმების (პირდაპირი ტრანსლაციის) ერთ-ერთი დომინანტური პლატოფრმაა. ყველაზე დიდი სტრიმერები Twitch-ზე გახდნენ პოპულარულები, მათ შორისაა: xQc, Amouranth, Ninja და Pokimane. პირველი ცნობილი სტრიმერი, რომელმაც 2019 წელს Twitch-იდან YouTube-ზე გადაინაცვლა, CourageJD იყო.
Super App TNET-სგან — მრავალი საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
Super App TNET-სგან — მრავალი საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
Super App TNET-სგან — მრავალი საჭირო სერვისი ერთ სივრცეში
TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში, რომელიც 10 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა
YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა
YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა
CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი
CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი
CryptoZoo - იუთუბერი ლოგან პოლის თაღლითობა თუ წარუმატებელი პროექტი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.