ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური

გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.

კომენტარის დატოვება
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური

გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.

თუმცა, მისი განვითარება შეიძლება 1 წლით დაპაუზდეს იმ შემთხვევაში, თუ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვევენ. 

გიორგი ჩხიკვაძე ამბობს, რომ პროგრამირების სპეციფიკიდან გამომდინარე, თუნდაც 2 კვირით მასთან ჩამოშორებამ შეიძლება უკან საგრძნობლად დაგხიოს. ეს ფუჭად დაკარგული დრო იქნება, რომლის გამოყენებაც ბევრად პროდუქტიულად შეიძლებოდა.

გიორგი ჩხიკვაძე
«თუ ჯარში გამიწვევენ, ამ ჩემს ერთ წლიან მონაკვეთში მოპოვებულ უნარებს 2 კვირაში გააქრობენ, რადგან პროგრამირება ასეა მოწყობილი, თუ ფეხი არ აუწყვე და ყოველდღიურად ახალ-ახალი ტექნოლოგიების შესახებ, თუნდაც მინიმალური ცოდნა არ მიიღე, ყველაფერს ჩამორჩები და ბაზარზე არავის დასჭირდები. ერთი წელი კოდის წერის გარეშე კი ძალიან დიდი დროა». 

ის, რაზეც გიორგი ჩხიკვაძე საუბრობს, სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება: 

სავალდებულო ჯარის გავლა ყველა წვევამდელს მოუწევს, მათ შორის სტუდენტებსაც, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან. სტუდენტის სტატუსი ჯარიდან ავტომატურად დასახსნელად საკმარისი აღარ იქნება.

ასევე, წვევამდელები სამხედრო სამსახურიდან თავს ვერ დაიხსნიან სასულიერო პირის სტატუსით — გარდა მართლმადიდებლებისა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სავალდებულო ჯარის გაწვევის გადავადება ერთი წლის განმავლობაში, 10 000 ლარით განისაზღვრა და გადავადების უფლება პირს მხოლოდ ერთხელ მიეცემა.

შესაძლო ცვლილებებს კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეები არ ფიქრობენ, რომ გამართული სავალდებულო სამხედრო სამსახური მონობაა ან საჭირო არ არის. უბრალოდ, იმ გაუმართავი და საშინელი სისტემის წევრობა არ სურთ, რომელიც ქართულ ჯარში უკვე წლებია მოქმედებს. 

გაწვეულთა უდიდეს ნაწილს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და პენიტენციურ დაწესებულებებში უწევთ ისე, რომ თავდაცვას ვერც სწავლობენ — მოქმედი სავალდებულო სამხედრო სამსახური სწორედ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან დაცვის თანამშრომლად მუშაობას გულისხმობს. 

სწორედ ამას აპროტესტებს გიორგი ჩხიკვაძეც: 

«ჩემი ყოველდღიური რუტინა მხოლოდ სწავლა და განვითარებაა უკეთესი მომავლის მისაღებად. თუმცა, ამ მომავალს ახლა ძალიან დიდი საფრთხის წინაშე მიყენებენ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩაბურულშუშიანი შკოდების ნომრები დავიმახსოვრო და შლაგბაუმის გასაღების ხმარება ვისწავლო». — ამბობს გიორგი ჩხიკვაძე.

სტარტაპების ენთუზიასტებს Bnollar-იც გეცოდინებათ. ეს ბლოკჩეინზე დაფუძნებული, დეცენტრალიზებული სოციალური ქსელია, რომელიც ქართველმა ახალგაზრდებმა შექმნეს.

მისი ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, 18 წლის front-end დეველოპერი გიორგი დარასელიაა, რომელმაც dev.ge-სთან თავდაცვის კოდექსის შესაძლო ცვლილებებზე ღიად ისაუბრა და განგვიმარტა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თუნდაც 6 თვით სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლამ მასზე, როგორც სტარტაპერზე, რომელიც ჯერ ახლა იწყებს განვითარებას.

გიორგი ამბობს, რომ ის საშინელი სისტემა, რომელიც დღევანდელ ჯარში არსებობს, აუცილებლად უნდა დაინგრეს. ფიქრობს, რომ მოსახლეობას ყველაფერს ისე გვიფუთავენ, თითქოს ის სავალდებულო სამსახური, რომელიც საქართველოში არსებობს, პატრიოტიზმის მთავარი გამომჟღავნებაა და იქ არ წასვლა ღალატია. 

გიორგი დარასელია
«რეალობა ისაა, რომ სადღააც ყინვაში დგახარ და ვიღაცებს კარს უღებ, თანაც თვეში მინიმალური ანაზღაურებით, რაც მონობაა. 1 წელი ქვეყანას კიარა, ვიღაც კონკრეტული პიროვნებისთვის კარის გაღებას ემსახურები. მე, რომელსაც ასეთ პირობებში მსახურობა არ მსურს, მეუბნები, რომ მოღალატე და დეზერტირი ვარ, მაგრამ თუ 10 000 ლარს გადავიხდი ისევ პატრიოტი ვხდები. გამოდის, რომ საქართველოში პატრიოტიზმი 10 000 ლარი ღირს». 

გიორგი არ ამბობს, რომ სავალდებულო ჯარში მსახურობა იმ სახით, რომელიც რეალურად უნდა არსებობდეს, ცუდია. პირიქით, ფიქრობს, რომ სწორი პირობების შექმნის შემთხვევაში, ახალგაზრდას ჯარში წასვლის სურვილი თავად გაუჩდება.

გიორგი დარასელია
«შესაბამისი პირობები უნდა შექმნან, ხელფასი გაზარდონ. თავადაც აქვთ ნათქვამი, ხელფასები რომ გავზარდოთ, რიგი დაგვიდგებაო, მაგრამ ამას არ აკეთებენ. ამ ცვლილებების შემთხვევაში, შესაძლებელია, სახელმწიფოს კარგი ჯარი მართლაც ჰყავდეს». 

გიორგი დარასელია თავის საქმიანობაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არ სურს სავალდებულო სამსახურმა იმ მიზნების მიღწევაში შეუშალოს ხელი, რომელზე მუშაობაც ჯერ ახალი დაწყებული აქვს და საკმაოდ წარმატებითაც მიდის. 

მისი აზრით, სახელმწიფოსთვის ის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ თავისი პროექტი გლობალურ ბაზარზე გაიტანოს, საქართველო ტექნოლოგიურ რუკაზე კიდევ უფრო დაამკვიდროს, ვიდრე 1 წლით უბრალოდ მოცდეს.

გიორგი დარასელია
«ტექნოლოგიური სტარტაპი მაქვს, რომელსაც გუნდთან ერთად უკვე 1 წელია ვაკეთებ, ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს. არსებობს იმის შანსი, რომ ჯარში წაყვანის გამო, სტარტაპი ბოლომდე ვეღარ მივიყვანოთ და მთელი ნაშრომი უბრალოდ წყალში ჩაგვეყაროს. საერთოდ არ მინდა, ასეთმა სამსახურმა ჩემი გეგმების მიღწევაში ხელი შემიშალოს». 

სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდები ექვემდებარებიან. სტარტაპერთა გარკვეული ნაწილი კი ამ დიაპაზონს «აკმაყოფილებს». ნიჭიერი, წარმატებული, ამბიციური ადამიანების გაწვევამ კი ჯერ კიდევ ახლადგანვითარებული სტარტაპ კულტურა შეიძლება საგრძნობლად შეარყიოს. ამიტომ გიორგი დარასელია ყველას, ვისაც ქვეყნისთვის კარგი უნდა, მოუწოდებს, რომ 11 მარტს, პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციაზე გამოვიდეს და პროტესტი ღიად გამოხატოს.

თავდაცვის კოდექსის ახალ, შესაძლო ცვლილებებზე საქართველოში ყველაზე დიდი IT საზოგადოების, BitCamp-ის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილიც გვესაუბრა. 

მისი აზრით, მთავრობა მორალურად არასწორ ნაბიჯს დგამს, რაც მონობის ტოლფასია.

ოთო ზაკალაშვილი
«როგორი პატრიოტული პათოსითაც არ უნდა შეფუთონ, ეს მაინც მონობაა. ქვეყანაში ჯარისკაცი რომ ფასდებოდეს და მთავრობა მათ ასე უღირსად არ ექცეოდეს, მსურველების რიგი დაუდგებოდათ, რომლებსაც მართლა უნდათ ჯარში ყოფნა. ამის ნაცვლად, პატრიოტიზმის სახელით მონობას გვასაღებენ, ახალგაზრდები სადღაც შლაგბაუმთან უნდა დააყენონ და მნიშვნელოვანი დრო დააკარგვინონ»

მისი თქმით, 1 წელი ნებისმიერი დამწყები პროგრამისტისთვის არის დრო, რომლის განმავლობაშიც, მას თავისუფლად შეუძლია, სოლიდური კარიერა დაიწყოს და სწორად განვითარდეს. 

«წარმოუდგენელია, უბრალოდ ამორალურია. ახალგაზრდებს ართმევენ დროს, რომლის პროდუქტიულად გამოყენებაც შეუძლიათ» — ამბობს ზაკალაშვილი.

როგორც ოთო ზაკალაშვილი განმარტავს, ცვლილება IT სფეროში დასაქმებული ადამიანისთვისაც დამღუპველი აღმოჩნდება.

ოთო ზაკალაშვილი
«ეს მათზე ძალიან ცუდად აისახება. ერთწლიანი წყვეტა ექნებათ, კარიერულად სამ-ოთხწლიან წყვეტას ნიშნავს, რაც მათ უკან დახევას გამოიწვევს ან კარიერას მთლიანად დაუნგრევს. ჩვეულ რიტმში დაბრუნება ურთულესი იქნება». 

ოთო ზალაკაშვილი პოლიტიკური პარტია გირჩის წევრიცაა. გირჩი წლების განმავლობაში გასცემდა ცნობებს «ბიბლიური თავისუფლების» სასულიერო პირობის შესახებ, რაც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდებაში ეხმარებოდათ. 

გირჩმა პარლამენტში ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა, რომლის მიხედვითაც, სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი უნდა იყოს. თუმცა, ქართული ოცნების დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. 

ახლა, 11 მარტს, გირჩი საპროტესტო აქციას აანონსებს. ის საკანონმდებლო ცვლილებების პლენარულ სესიაზე განხილვის პარალელურად გაიმართება.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა


ასევე წაიკითხეთ
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
5 ევროპული ქვეყანა, რომელშიც საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალია
Insider Monkey-მ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ სიახლეებსა და მდგომარეობას რეგულარულად მიმოიხილავს, ევროპის 5 ქვეყანა დაასახელა, სადაც დასაქმებულებს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.