ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა არის, როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ VPN

VPN (Virtual Private Network), იგივე ვირტუალური პირადი ქსელი ქმნის უსაფრთხო სივრცეს თქვენსა და ინტერნეტს შორის. ის გთავაზობთ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის დამატებით შრეებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დამალოთ თქვენი ქმედებები და ადგილმდებარეობა ინტერნეტით სარგებლობისას, რათა თავიდან აირიდოთ თვალთვალის ალბათობა; თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე, უსაფრთხოდ, ანონიმურად და სიჩქარის შემცირების გარეშე მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ინტერნეტში. VPN-ის გამოყენებას არ სჭირდება მაღალი ტექნოლოგიური ცოდნა. არსებობს უამრავი VPN დამწყებთათვის, რომლებიც ნებისმიერ მოწყობილობას ერგება. 

1 კომენტარი
რა არის, როგორ მუშაობს და როგორ გამოვიყენოთ VPN

VPN (Virtual Private Network), იგივე ვირტუალური პირადი ქსელი ქმნის უსაფრთხო სივრცეს თქვენსა და ინტერნეტს შორის. ის გთავაზობთ უსაფრთხოებისა და ანონიმურობის დამატებით შრეებს, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, დამალოთ თქვენი ქმედებები და ადგილმდებარეობა ინტერნეტით სარგებლობისას, რათა თავიდან აირიდოთ თვალთვალის ალბათობა; თავისუფლად, შეზღუდვების გარეშე, უსაფრთხოდ, ანონიმურად და სიჩქარის შემცირების გარეშე მოძებნოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია ინტერნეტში. VPN-ის გამოყენებას არ სჭირდება მაღალი ტექნოლოგიური ცოდნა. არსებობს უამრავი VPN დამწყებთათვის, რომლებიც ნებისმიერ მოწყობილობას ერგება. 

რას მალავს VPN?

VPN-ის გამოყენება მალავს თქვენს ნამდვილ IP მისამართს და შიფრავს თქვენს ინტერნეტთან კავშირს. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, თუ როგორ მუშაობს ეს პრინციპი რეალურ ცხოვრებაში:

  • თქვენი ძებნის ისტორია პირადულია — VPN მალავს ძებნისა და დათვალიერების ისტორიას თქვენი ინტერნეტ სერვისის პროვაიდერისგან. გასათვალისწინებელია, რომ თქვენს ინტერნეტ პროვაიდერს შეუძლია ნახოს თქვენი დაშიფრული «გადაადგილება», რომელიც VPN-ის სერვერს ეგზავნება.
  • შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ონლაინ ლოკაცია — თქვენი IP მისამართი გასცემს ინფორმაციას თქვენი ფიზიკური ლოკაციის შესახებ. VPN-ის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სერვერებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაშია და დაფაროთ თქვენი რეალური ადგილსამყოფელი.
  • თქვენი ინტერნეტ აქტივობები ანონიმურია — VPN, რომელსაც არ სჭირდება შესვლა, უზრუნველყოფს თქვენი ინტერნეტ აქტივობების კონფიდენციალურობას.

VPN-ის გამოყენების სარგებელი  

იცავს თქვენს ონლაინ კონფიდენციალურობას

თუ თქვენი საბანკო დეტალები ვინმეს ონლაინ გაუგზავნეთ, ან იყენებთ საჯარო WiFi ქსელებს, საფრთხე იმისა, რომ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას ჰაკერები მარტივად გაამჟღავნებენ, დიდია.

ხარისხიანი VPN გამოიყენებს დაშიფვრის ყველაზე დახვეწილ მეთოდებს თქვენი მონაცემების დასაცავად. ის ასევე უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ვებსაიტი, რომელიც იღებს თქვენს პირად მონაცემებს ვერ შეძლებს თქვენი მოწყობილობის თვალთვალს, რაც შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ ანონიმურობას გინარჩუნებთ.

აუმჯობესებს თქვენს ინტერნეტ კავშირსა და სისწრაფეს

ზოგჯერ თქვენმა ინტერნეტ პროვაიდერმა, შესაძლოა, განზრახ შეანელოს კავშირი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს თქვენს მიერ მონაცემების ლიმიტის  გადაჭარბება. ზოგიერთი ინტერნეტ პროვაიდერი ამას იყენებს იმისთვის, რომ თქვენ განაახლოთ ინტერნეტ კავშირი. ეს პრაქტიკა ჩახშობის სახელითაა ცნობილი.

რადგანაც VPN თქვენს აქტივობას კონფიდენციალურს ხდის, ინტერნეტ პროვაიდერიც ვერ ახერხებს მის დანახვას. შესაბამისად, პროვაიდერი ვერ შეამცირებს თქვენს გამტარუნარიანობას და თქვენც მაღალი სიჩქარის ინტერნეტით ისარგებლებთ.

დაგეხმარებათ ფულის დაზოგვაში

ელექტრონული კომერციის პლატფორმები და ონლაინ მაღაზიები, მდებარეობიდან გამომდინარე, ადამიანებს სხვადასხვა ფასებს უჩვენებს. ეს ეხება ფრენების დაჯავშნას. საცხოვრებლის პოვნას, ტანსაცმლის შეძენას და კონკრეტულ სერვისებზე რეგისტრაციასაც კი.

VPN დაგეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო ფასები ონლაინ. თქვენ უბრალოდ უნდა მიუთითოთ ქვეყანა, სადაც ფასები დაბალია.

ფუნქციები, რომლებიც ყველა VPN-ს უნდა ჰქონდეს

მაღალი სიჩქარე

VPN-ის გამოყენებამ შეიძლება, შეანელოს თქვენი კავშირი, რადგან მონაცემები დაშიფრულია და სხვა სერვერზე გადადის. ზოგიერთ VPN-ზე განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია, ზოგიერთი მათგანი კი სიჩქარის სერიოზულ შემცირებას იწვევს. თქვენი VPN დიდად სარგებლიანი ვერ იქნება თუ ის ძლიერად ანელებს ინტერ სიჩქარეს. სწორედ ამიტომ, უნდა შეარჩიოთ სერვისი შეუზღუდავი გამტარობითა და სწრაფი სერვერით.

ძლიერი დაშიფვრა და მაღალი ხარისხის უსაფრთხოების პროტოკოლები

VPN-ის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კავშირის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მოძებნეთ სერვისი ინდუსტრიის სტანდარტული 256-ბიტიანი AES დაშიფვრითა და ულტრა უსაფრთხო პროტოკოლებით, როგორიცაა OpenVPN და IKEv2.

კონფიდენციალურობის სანდო პოლიტიკა

მნიშვნელოვანია, აირჩიოთ პროვაიდერი კონფიდენციალურობის მკაცრი პოლიტიკით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ კომპანიამ შეინახოს და მესამე მხარეს გაუზიაროს თქვენი მონაცემები. დარწმუნდით, რომ პროვაიდერი დაფუძნებულია 5/9/14 Eyes ალიანსის გარეთ (ეს არის ქვეყნების ჯგუფები, რომლებიც ავრცელებენ თვალთვალით შეგროვებულ მონაცემებს). თუ არ ხართ დარწმუნებული, თუ სად არის თქვენი პროვაიდერი, ყურადღებით წაიკითხეთ კონფიდენციალურობის ხელშეკრულება.

მრავალი მოწყობილობისა და სინქრონული პლატფორმების (Cross-Platform) თავსებადობა

საჭიროა, თქვენი ყველა მოწყობილობა იყოს დაცული, ამიტომ მოძებნეთ პროვაიდერი, რომელიც საშუალებას აძლევს რამდენიმე მოწყობილობას, ერთდოულად დაუკავშირდეს VPN-ს. აუცილებლად შეამოწმეთ, რამდენად ერგება თქვენი შერჩეული VPN თქვენს ხელთ არსებულ მოწყობილობებს.

მომხმარებლების დადებითი გამოცდილება

ნუ დახარჯავთ ფულს ნელი, არასათანადო ან არაკომფორტული მომხმარებლის ინტერფეისზე. მოიძიეთ საკმარისი ინფორმაცია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენს პროვაიდერს მაღალი შეფასებები აქვს. ამის საუკეთესო გზა მომხმარებლების მიმოხილვების კითხვაა.

მომხმარებელთა საიმედო მხარდაჭერა

თუ რამე არასწორად მიდის, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში იქნება ჯგუფი, რომელიც სწრაფად შეძლებს თქვენს დახმარებას. მოძებნეთ ისეთი პროვაიდერი, რომელსაც 24/7-ზე აქვს პირდაპირი მიმოწერის ან ელ.ფოსტის მხარდაჭერა. თუ პროვაიდერს პრობლემის შემთხვევაში დარეკვის ფუნქცია აქვს, მაშინ ის საუკეთესო არჩევანია.

ფასი

როდესაც მომსახურების საფასურს იხდით, უნდა დარწმუნდეთ, რომ სერვისი კონკრეტულ თანხად გიღირთ. ეს არ ნიშნავს, რომ აირჩიოთ ყველაზე იაფი ან ხელმისაწვდომი ვარიანტი. საუკეთესო გამოსავალია მოძებნოთ სერვერი, რომელიც ყველა ზემოთ ხსენებულ ფუნქციას აერთიანებს მისაღებ ფასად.

2022 წლის დეკემბრის მონაცემებით ევროპაში საუკეთესო VPN სამეული ასეთია:

ExpressVPN

ExpressVPN ნიღბავს თქვენს IP მისამართს და ნიღბავს თქვენს მონაცემებს ნებისმიერ ქსელში, თუნდაც საჯარო Wi-Fi-ზე. მას გააჩნია ადვილად გამოყენებადი აპლიკაციები ყველა მოწყობილობისთვის  — Mac, Windows, Android, iOS, Linux და სხვა. ExpressVPN ხსნის ცენზურას, რათა მიაწოდოს მომხმარებელს შეუზღუდავი წვდომა ვიდეოზე, მუსიკაზე, სოციალურ მედიაზე და სხვ. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ExpressVpn სწრაფი პრემიუმ სერვისია. მისი ინსტალაცია რამდენიმე მარტივ ნაბიჯს მოითხოვს და შემდეგ გარანტირებულ მყისიერ მხარდაჭერას გთავაზობთ პირდაპირი მიმოწერის სერვისის საშუალებით. კომპანიას აქვს მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა და იყენებს ყველაზე ძლიერ დაშიფვრის სისტემას. მომხმარებლის არც ერთი მონაცემი არ ინახება მყარ დისკზე.  შეგიძლიათ სცადოთ ExpressVPN უფასოდ 30 დღის განმავლობაში, თანხის დაბრუნების გარანტიით.

CyberGhost

CyberGhost VPN დაგეხმარებათ თქვენი IP მისამართის დამალვითა და მონაცემების დაშიფვრით. ამ სერვისს შეუძლია დაიცვას თქვენი Windows, Mac, Android და Linux მოწყობილობები, ასევე, სათამაშო კონსოლები, ჭკვიანი ტელევიზორები და როუტერები. CyberGhost VPN საშუალებას გაძლევთ დაიცვათ 7-მდე მოწყობილობა.

CyberGhost-ს აქვს 5900-ზე მეტი სერვერი, რაც მის მაღალ სიჩქარეს განაპირობებს. მას აქვს მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა. CyberGhost-ს აქვს 45 დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია. ამასთან, შეგიძლიათ ისარგებლოთ სრულიად უფასოდ პირველი 24 საათის განმავლობაში.

Private Internet Access (PIA)

PIA ძალიან მარტივი გამოსაყენებელია და მის ინსტალაციას სულ რაღაც ერთი დაწკაპუნება და რამდენიმე წამი სჭირდება. მას აქვს სამხედრო დონის დაშიფვრა და მკაცრი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პროვაიდერად აქცევს.

მომუშავე სერვერის სწრაფად მოსაძებნად ყოველთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფს, რომელიც 24/7-ზე შეძლებს თქვენს დახმარებას. ასევე, ხელმისაწვდომია 30-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მისი შემოწმება.

***

მიუხედავად მაღალი დაცულობისა, როდესაც საქმე ჩვენს პირად ინფორმაციასა და კონფიდენციალურობას ეხება, მაქსიმალურად უნდა დავიზღვიოთ თავი. უნდა ვიცოდეთ თუ როგორ შევამოწმოთ VPN გაჟონვა, რათა ავირიდოთ საფრთხე.

აქტიური გაჟონვის შესამოწმებლად, უბრალოდ დაუკავშირდით VPN სერვერს და შეამოწმეთ ვები. თქვენ ამოწმებთ, თუ როგორ მუშაობს VPN, როდესაც კავშირი აქტიური და სტაბილურია.

თქვენ ასევე შეგიძლიათ შეფერხებების სიმულაცია, რათა ნახოთ, რამდენად კარგად მუშაობს VPN, თუ ქსელის კავშირი შემცირდება. მაგალითად:

  • დაუკავშირდით VPN სერვერს და ჩატვირთეთ net თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში.
  • გამორთეთ და ჩართეთ თქვენი ინტერნეტ კავშირთან წვდომა VPN-ის მუშაობისას
  • ჩატვირთეთ რამდენიმე სატესტო ვებსაიტი VPN-თან დაკავშირებისას. ამან შეიძლება გამოავლინოს ხანმოკლე გაჟონვა.

ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ვხვდებით ბევრ  VPN-თან, IPV6-ის გაჟონვაა. ძალიან ცოტაა ისეთი VPN სერვისი, რომელიც Ipv6-ს უჭერს მხარს, შესაბამისად, ისინი შეეცდებიან მის დაბლოკვას.

IPv6 — ინტერნეტ პროტოკოლის ვერსია 6 არის IP-ის უახლესი ვერსია, საკომუნიკაციო პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერების იდენტიფიკაციისა და მდებარეობის სისტემას ქველებში და ასევე ამოწმებს ინტერნეტში გადაადგილებას.

15 აპლიკაცია რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ
თემის მიხედვით
15 აპლიკაცია, რომელიც 2023 წელს ცხოვრებას გაგიმარტივებთ


ასევე წაიკითხეთ
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება საპროტესტო აქციაზე — რჩევები
«ქართული ოცნება» პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს. უკვე დაიწყო საპარლამენტო განხილვები, პარალელურად კი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  ჩვენ მოკლედ გეტყვით, როგორ დაიცვათ ციფრული უსაფრთხოება, როცა ადგილზე ათასობით ადამიანია, ამასთან, შესაბამისი სამსახურები ყველა მხრიდან გითვალთვალებენ. 
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს
განხილვა
0

ProtonVPN-ზე რას იტყვით?