ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბრიტანული მარეგულირებელი მენსტრუაციის აპების მონაცემების უსაფრთხოებას გადახედავს

ბრიტანეთის საინფორმაციო კომისრის ოფისი (ICO) მენსტრუალური ციკლის აღმრიცხველ აპლიკაციებს შეამოწმებს — შეშფოთების საფუძველი მომხმარებლების ინფორმაციაა. 

კომენტარის დატოვება

აპლიკაციები სწორედ მომხმარებლების მიერ მიმწოდებელი ინფორმაციის საფუძველზე მუშაობს და მიზნად ისახავს ქალების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარებას, ასევე, დაფეხმძიმების საუკეთესო დროის გამოთვლას.

მაგრამ ICO აცხადებს, რომ მათ კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც, ბევრი მომხმარებელი წუხს იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა მათი გაზიარებული მონაცემები და რამდენად გამჭვირვალედ მოქმედებენ აპლიკაციების დეველოპერები.

რეგულატორის განცხადებით, ქალების მესამედი მენსტრუაციის ან ფერტილურობის ციკლის თვალყურის დევნებისთვის აპლიკაციებს იყენებს. 

ხოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა დაახლოებით 59% მონაცემთა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს, ხოლო 57% მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის უსაფრთხოება აღელვებს. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ აპლიკაციების მომხმარებლების 50%-ზე მეტ ქალთან რეკლამები გაიზარდა. 17%-ს ეს არ მოეწონა. 

ICO-ს მარეგულირებელი პოლიტიკის კომისრის მოადგილემ ემილი კინიმ თქვა, რომ რესპონდენტთა შიში გასაგებია «წარმოუდგენლად მგრძნობიარე და პირადი ინფორმაციის გათვალისწინებით». 

«როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა აპლიკაციების შემთხვევაში, ჩვენ მოველით, რომ ამ შემთხვევაშიც, კომპანიები დაიცვან თავიანთი მომხმარებლების კონფიდენციალურობას. გადახედვა მიზნად ისახავს, ვნახოთ აპლიკაციების მუშაობის როგორც კარგი, ასევე ცუდი.» — თქვა მან.

ICO ასევე მოიკვლევს, არის თუ არა აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა ზედმეტად რთული და მომხმარებლებისთვის გაუგებარი. 

ასევე, შეამოწმებს, ითხოვენ თუ არა აპლიკაციები არასაჭირო მონაცემებს და იღებენ თუ არა მომხმარებლები მათთვის არასასურველ ტარგეტირებულ რეკლამებს. 

მოვლისა და ჯანმრთელობის მიმოხილვის ორგანიზაციის მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, პერიოდის ტრეკერების უმეტესობა მონაცემებს მესამე მხარეებს უზიარებს. 

ამ კვლევის თანახმად, შესწავლილი 25 აპლიკაციიდან მხოლოდ ერთი ინახავდა ყველა მგრძნობიარე მონაცემს მომხმარებლის საკუთრებაში არსებულ მობილურ ტელეფონზე ან მოწყობილობაზე. 

ICO მოუწოდებს აპლიკაციის მომხმარებლებს, საზოგადოებას გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ვებსაიტზე განთავსებულ კითხვებს უპასუხონ. 

ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
თემის მიხედვით
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
2023 წელს მომხმარებლები აპლიკაციებზე რეკორდული რაოდენობით ფულს ხარჯავენ
2023 წელს მომხმარებლები აპლიკაციებზე რეკორდული რაოდენობით ფულს ხარჯავენ
თემის მიხედვით
2023 წელს მომხმარებლები აპლიკაციებზე რეკორდული რაოდენობით ფულს ხარჯავენ

ასევე წაიკითხეთ
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
EU-მა TikTok რეკორდული თანხით, 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა 
ForSet  — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
ForSet — ორგანიზაცია, რომელიც საყოველთაო სიკეთის იდეას ეფუძნება
მონაცემები, დიზაინი და ტექნოლოგიები — თანამედროვეობის ეს სამი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ქართულ ორგანიზაციაში, ForSet-ში ერთიანდება და საბოლოოდ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და კრეატიულ პროდუქტებად გარდაიქმნება. 
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
ბარბი აპლიკაციები თქვენს პერსონალურ ინფორმაციას იპარავს 
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
როგორ მართავს ორ ტექ.სტარტაპს გრეის ჰოპერის გამარჯვებული, თამარ ბოსიკაშვილი
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.