ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ

ბოლო წლებში საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლის შესაძლებლობები გაიზარდა. შესაბამის ფაკულტეტს საქართველოში უკვე ბევრი უნივერსიტეტი გვთავაზობს. ჩვენ ისინი შევკრიბეთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩამონათვალი თქვენთვის სასურველი სასწავლებლის არჩევაში მცირედით მაინც დაგეხმარებათ.

კომენტარის დატოვება
ყველა უნივერსიტეტი საქართველოში, სადაც IT ტექნოლოგიების სწავლა შეგიძლიათ

ბოლო წლებში საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლის შესაძლებლობები გაიზარდა. შესაბამის ფაკულტეტს საქართველოში უკვე ბევრი უნივერსიტეტი გვთავაზობს. ჩვენ ისინი შევკრიბეთ და ვიმედოვნებთ, რომ ჩამონათვალი თქვენთვის სასურველი სასწავლებლის არჩევაში მცირედით მაინც დაგეხმარებათ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — თსუ

თსუ სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტს სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. 

საბაკალავრო პროგრამის მიზანია გამოუშვას კურსდამთავრებულები, რომლებიც:

  • იქნებიან კომპიუტერული მეცნიერების პროდუქტიული, პასუხისმგებელიანი სპეციალისტები, რომლებიც კვლევების და პროექტების ჩატარებას, პროგრამების შექმნას, განვითარებას ან მხარდაჭერას კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა სფეროში შეძლებენ.
  • შეძლებენ ინფორმატიკის სფეროში კომპიუტერული მეცნიერების ეთიკისა და სოციალურ პრობლემების გააზრებას, როგორც პროფესიონალი, თავისი მოვალეობის შესრულებისას;
  • გააგრძელებენ კომპიუტერულ მეცნიერებაში ახალი ტექნოლოგიების შესწავლას უნივერსიტეტის შემდგომი პროფესიული თვითგანათლების გზით.

თსუ-ს აქვს კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაც. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი — სტუ

საქართველოში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს ტექნიკური უნივერსიტეტიც გვთავაზობს, რომელიც შემდეგი საბაკალავრო პროგრამებისგან შედგება:

  • ინფორმატიკა (ქართულენოვანი, რუსულენოვანი); 
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი); 
  • კომპიუტერული ინჟინერია;
  • ბიოსამედიცინო ინჟინერია (ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი); 
  • მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტინჟინერინგი; 
  • ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

საბაკალავრო პროგრამებზე მოთხოვნა მზარდია. უნივერსიტეტი სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ლაბორატორიასაც სთავაზობს, სადაც ახალგაზრდებს თავიანთ პროექტებზე მუშაობა დამოუკიდებლად ან მეთვალყურესთან ერთად შეუძლიათ. სახელოსნოში შესაძლებელია ცოდნის გაღრმავება ელექტრონიკასა და რობოტიკაში.

სტუ გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამებსაც, სადაც ამ პროფესიებში არსებული ცოდნის გაღრმავება შეგიძლიათ. 

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სფეროების საწყისებისა და საფუძვლების სწავლაში ეხმარება. თავისუფალ უნივერსიტეტს, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო, სადოქტორო და პროფესიული პროგრამები აქვს. 2022 წლის მონაცემებით, თავისუფალ უნივერსიტეტში ჯამში 2 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი — BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტია, რომელიც საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გარდა, მსურველებს არაერთ მოკლე და გრძელვადიან პროგრამას სთავაზობს. სასწავლებელში არაერთ პროექტს, აქტივობასა თუ პროგრამას ახორციელებენ და საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიის სფეროს განვითარებაზე ზრუნავენ.

ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. იგივე ტენდენცია მოკლე კურსებზეც შეინიშნება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — IBSU

IBSU საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე სთავაზობს. პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებს საფუძვლიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მისცეს კომპიუტერული მეცნიერების ფუნდამენტურ და თანამედროვე მიმართულებებში, როგორიცაა, მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერების მათემატიკური საფუძვლები, ალგორითმები, მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული სისტემები და სხვა. 

რაც შეეხება მაგისტრატურას, ამ შემთხვევაში ლექციები მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, რაც პროფესიის დაუფლების საშუალებას არა მხოლოდ ქართულად მოსაუბრეს, არამედ საქართველოში ჩამოსულ უცხოელსაც აძლევს.

IBSU-ის სტატისტიკის მიხედვით, ქართულენოვან და ინგლისურენოვან პროგრამებზე 2019 წელს 72 სტუდენტი მიიღეს, 2020 წელს — 59, 2021 წელს — 110, ხოლო 2022 წელს — რეკორდული 143.

ევროპის უნივერსიტეტი

ევროპის უნივერსიტეტი ავტორიზებული, სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მქონე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიური, უმაღლესი განათლების პროგრამებს ახორციელებს. ერთ-ერთი მათგანი ინფორმატიკაა, რომელიც უნივერსიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ფაკულტეტის ძირითადი მიზანი და ამოცანა, სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი და ხელმისაწვდომი განათლების მიცემა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნების შესაბამისი, მომავალზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებაა.

ფაკულტეტი ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებს ატარებს, რაც უზრუნველყოფს ურთიერთობების გამყარებას ადგლობრივ  და უცხოელ პარტნიორებთან. ასევე უზრუნველყოფს სტუდენტური ცხოვრების მუდმივად აქტიურ რეჟიმში ყოფნას.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი)

დაინტერესებულ პირებს კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც სთავაზობს, რომლის პოპულარობაც ყოველწლიურად იზრდება.

პროგრამის მიზანია, სტუდენტს თანამედროვე კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის შესაბამისი განათლება მისცეს, თეორიული და გამოყენებითი ხასიათის პრობლემების გადასაჭრელად კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი მისცეს და ლოგიკური აზროვნების, კრიტიკული გააზრებისა და ანალიზის, მონაცემების საფუძველზე სწორი დასკვნების გაკეთების უნარი განუვითაროს.

უნივერსიტეტის თქმით, სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფერო თითქმის შეუზღუდავია, რასაც ისევ ტექნოლოგიების თანამედროვე როლი განაპირობებს. პროგრამის კურს­დამთავრებულს საშუალება აქვს სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში, როგორც კომპიუტერული მეცნიერების სამაგისტრო პროგრამით, ასევე მრავალი დარგთაშორის სამაგისტრო პროგრამითაც.

საქართველოს უნივერსიტეტი

ინფორმატიკის ფაკულტეტს საქართველოს უნივერსიტეტშიც შეხვდებით. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს შეიძინონ და განივითარონ თანამედროვე კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვებები, როგორებიცაა: კომპიუტერის პროგრამულ და აპარატურულ ნაწილებთან მუშაობა, პროგრამული კოდის შექმნის, კომპიუტერული ქსელის დაგეგმარებისა და მართვის, მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, ვებ-გვერდების შექმნის, საინფორმაციო ტექნოლოგიებში სერვისისა და უსაფრთხოების მართვის ამოცანების გადაწყვეტის უნარები.

ინფორმატიკის პროგრამაზე სტუდენტები შეისწავლიან უმაღლესი მათემატიკისა და ფიზიკის საფუძვლებს, თანამედროვე დაპროგრამირების ენებს (C++, C#, Java), ოპერაციულ სისტემებს (Windows, Linux, IOS), საოფისე სისტემებს, კომპიუტერის არქიტექტურას, კომპიუტერულ ქსელებს (Cisco, MikroTik), მონაცემთა ბაზების სისტემებს (Oracle, MS SQL), ვებ-ტექნოლოგიის, გეოინფორმაციული სისტემების, საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის მენეჯმენტის, კომპიუტერული თამაშების, მობილური აპლიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებს.

სსიპ — სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტს შეხვდებით. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამა საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე, კომპიუტერული ტექნოლოგიების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზეა ორიენტირებული. ამ სპეციალობით ბაკალავრიატში სწავლების ძირითადი მიზნებია:

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მოდელირების ისეთი სპეციალისტების მომზადება, რომლებსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნებათ თანამედროვე კომპიუტერებისა და უახლესი ინფორმაციული ტექნოლოგიების ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში გამოყენების პრაქტიკული უნარი.

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა 2020 წელს შემუშავდა მსოფლიოს წამყვანი სასწავლო დაწესებულებებისა და საქართველოს უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და საერთაშორისო ABET აკრედიტაციის სტანდარტების გათვალისწინებით.

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის მიზანია, სტუდენტები პროფესიული კარიერისთვის მოამზადოს. პროგრამა სტუდენტებს მაღალი ხარისხის საგანამანათლებლო პროცესს, საკონსულტაციო სერვისებას და მხარდაჭერის მექანიზმებს სთავაზობს, რითაც მათ კომპიუტერული მეცნიერების სწრაფად განვითარებად და კომპლექსურ დარგში წარმატების მიღწევისათვის საჭირო ცოდნითა და უნარით უზრუნველყოფს.

კურსდამთავრებულს აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები კომპიუტერული მეცნიერების დარგში იმისთვის, რომ შეძლოს მაღალ პროფესიულ დონეზე საქმიანობა და ამით წვლილი შეიტანოს როგორც პროფესიული, ასევე ფართო საზოგადოების განვითარებაში; 

კავკასიის უნივერსიტეტი

კავკასიის უნივერსიტეტი აბიტურიენტებს კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტს სთავაზობს. პროგრამაში ზოგადსაგანმანათლებლო და კომპიუტერული მეცნიერების საბაზო საგნებთან ერთად წარმოდგენილია 3 მიმართულება/სპეციალიზაცია: პროგრამირება; ქსელები და სისტემები; კომპიუტერული თამაშები. პროგრამაში ასევე მოცემულია ბიზნესის მართვის საინტერესო საგნები.

მიღებული მრავალმხრივი ცოდნის შედეგად სტუდენტებს საშუალება ექნებათ არამარტო სწორად და ეფექტურად შექმნან ორგანიზაციის მიერ შეკვეთილი პროდუქტი, არამედ საინტერესო შეთავაზებები კლიენტის ბიზნესის სპეციფიკის გათვალისწინებით თავადაც გააკეთონ

პროგრამაში წარმოდგენილი ზოგადი განათლების საგნები სტუდენტების ინტელექტის ამაღლებასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ემსახურება. 

CU-ს აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაც. 

აშკარაა, რომ ტექნოლოგიების როლის ზრდასთან ერთად ამ პროფესიის დაუფლების გზებიც ეტაპობრივად იზრდება — ნათელია, რომ სტუდენტებს შესაბამის ფაკულტეტს უკვე თითქმის ყველა ქართული უნივერსიტეტი სთავაზობს. აბიტურიენტებს მხოლოდ მათი მოძებნა და მოთხოვნების შესაბამისად არჩევა ევალებათ.

მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება - რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
თემის მიხედვით
მოკლე კურსები თუ საუნივერსიტეტო განათლება — რა გვჭირდება IT-ში წარმატებისთვის
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები
თემის მიხედვით
გაიზარდა თუ არა მოთხოვნა ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე — უნივერსიტეტების პასუხები


ასევე წაიკითხეთ
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი «ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში» სტარტს იღებს.
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო კონფერენცია Digital Dragons 2024-ზე გაიმარჯვა
ისტორიაში პირველად ქართულმა ვიდეოთამაშმა საერთაშორისო, პრესტიჟულ კონფერენციაზე Digital Dragons 2024 გაიმარჯვა.
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
კურსი „ინგლისური ენა IT-სპეციალისტებისთვის“: გამოთქმა, წერა, რბილი უნარები და არა მხოლოდ
არიზონას უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსი IT-სპეციალისტებისთვის დაგეხმარებათ, თქვენი არსებული ცოდნა ტექნოლოგიური სფეროს მოთხოვნებს მოარგოთ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.