15 000 ლარიანი საპრიზო ფონდი სტუდენტებისთვის — AI ჰაკათონი იწყება
BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი «ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში» სტარტს იღებს.
BTU-ს ორგანიზებით, სტუდენტური ჰაკათონი «ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოებაში» სტარტს იღებს.
15,000₾ საპრიზო ფონდის ჰაკათონში მონაწილეობა აქტიური სტატუსის მქონე საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან.
გუნდი ავსებს ერთგვერდიან დოკუმენტს, რომელშიც თავიანთი კონკრეტული პროექტის (AI-სა და კიბერუსაფრთხოების) აღწერას წარმოაჩენს;
პროექტების გამოგზავნის შემდეგ გუნდებს ექნებათ ინდივიდუალური გასაუბრება მენტორებთან, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდება მეორე ტურში გადასული გუნდების სია.
მეორე ტურში გადასული გუნდები კი უშუალოდ დემო დღეზე, 25 ივნისს გააკეთებენ თავიანთი პროექტების პრეზენტაციას ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე;
25 ივნისს, დემო დღეზე გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი. საპრიზო ფონდი კი შემდეგნაირად გადანაწილდება:
ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო სხვადასხვა კონკურსს, ჩემპიონატებსა და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათასობით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.
ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.
გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.
ჰაკათონი იმართება MIT — Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება ვებინარი ჰაკათონის მონაწილეებისთვის.
ჰაკათონის პარტნიორები არიან: პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერული საერთაშორისო კომპანია Webiz, ციფრული ბანკინგის პლატფორმა Space International და საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია Exadel.