ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Apple Vision Pro — Apple-ს შეუძლია სივრცითი ფოტოები iPhone Ultra-ზე გადაიტანოს

გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის მომავალ iPhone Ultra ან Pro Max მოდელს სივრცითი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეეძლება, რომელთა ხილვაც Apple Vision Pro ყურსასმენით შეგეძლებათ. 

კომენტარის დატოვება

Apple Vision Pro-ს ერთ-ერთი მახასიათებელია ის, რომ მასში Apple-ის სამგანზომილებიანი კამერა შედის, რომელსაც სივრცითი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეუძლია (მათი ნახვა ყურსასმენის საშუალებით შეიძლება). თუ ჭორებს დავუჯერებთ, ამ სურათების გადაღება შესაძლებელი ახლა უკვე iPhone-ზეც იქნება.

MacRumors-ის თანახმად, Apple მომხმარებლებს iPhone Ultra-ს ახალ ვერსიას Vision Pro-ის გამოშვების შემდეგ შესთავაზებს. მოდელი «ბაზარს იმის გადახედვაში დაეხმარება, თუ რა სახის ფოტოები და ვიდეოები უნდა გადაიღოს მობილურმა ტელეფონმა», რათა სივრცითი მრავალფეროვნება სრულყოფილად ასახოს. 

Apple Vision Pro ყურსასმენს გარედან უამრავი სენსორი აქვს, რათა მრავალი განსხვავებული მონაცემთა წერტილი ასახოს. 

იმის გამო, რომ სივრცითი ფოტოგრაფია და ვიდეოგრაფია რამდენიმე გამოსახულების სენსორს ეყრდნობა, რომლებიც ერთმანეთისგან დაშორებულია, Vision Pro-ის სენსორები ამ ამოცანის შესრულებისთვის იდეალურია.

მიუხედავად იმისა, რომ iPhone-ის ამჟამინდელი Pro მოდელები, როგორიცაა, მაგალითად, iPhone 14 Pro Max, სიღრმისეულ რუქასა და მრავალ კამერას შეიცავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთი ფუნქცია მიმდინარე თაობის კონფიგურაციებთან ერთად არსებობდეს. უკანა სენსორებსა და ლინზებს შორის შედარებით მცირე მანძილი ნიშნავს, რომ სტერეოსკოპიული ეფექტის მიღწევა შეუძლებელია.

იმისთვის, რომ მომავალმა iPhone Ultra-მ სივრცითი ფოტოგრაფია რეალური გახადოს, Apple-ს საკმარისი განცალკევების მისაღებად, iPhone-ის უკანა მხარეს დამატებითი სენსორების დამატება მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი თაობის iPhone-ები სივრცითი ფოტოგრაფიისთვის არ გამოდგება, მომხმარებლებს მათზე წვდომა Vision Pro-ში, iCloud-ის საშუალებით, მაინც შეეძლებათ. Apple-ის მტკიცებით, კადრების ნახვა შესაძლებელი იქნება რეალური ზომით, პანორამებით, რომელიც მომხმარებლის თავში ფართოვდება.

Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
თემის მიხედვით
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
თემის მიხედვით
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელზეც Meta-ს არ უმუშავია 
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე
თემის მიხედვით
Meta და LG ერთად მუშაობენ Apple Vision Pro-ის ახალ კონკურენტზე

ასევე წაიკითხეთ
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
"დამიძახეთ Apple-ის ფანი” — Huawei-ის დამფუძნებელი, რენ ჟენფეი აშშ-ის ტექნოლოგიური გიგანტით აღფრთოვანებულია
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
ჟურნალისტმა დათვალა, რამდენს იშოვიდა, iPhone-ის ნაცვლად Apple-ის აქციები რომ ეყიდა
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
18 სექტემბერს iOS 17 გამოვა — ნახეთ, რა სიახლეები ელოდებათ iPhone-ის მომხმარებლებს
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
iPhone 15 და ახალი Watch — ამბები Apple-ის ღონისძიებიდან
Apple-ის ყოველწლიური ღონისძიება შედგა — კომპანიამ ახალი პროდუქტები წარადგინა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.