ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა

2022 წის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. 

კომენტარის დატოვება
პეისერა - საქართველოში პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცა

2022 წის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს პეისერა საქართველოზე პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. 

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ «პეისერა საქართველოს» ბიზნესმოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.

ციფრული მოდელის გათვალისწინებით, «პეისერა საქართველოს» მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება დისტანციურად ფილიალებისა და სერვის ცენტრების გარეშე.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, «პეისერა საქართველოს» საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან 4 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება.

საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება, სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.

მიმდინარე ეტაპზე ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი მოცემულია ცხრილში: 

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით.

ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, პეისერა საქართველოს დირექტორი ირაკლი ვეკუა, ის ფლობს კომპანიის 40%-იან წილსაც. 

კიდევ ერთი 40%-იანი წილის მფლობელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილია, დარჩენილი 20%-ის კი — ივანე თევდორაშვილი. 

საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, მოქმედებს სრულად ციფრული ბანკი Space, რომელსაც არ აქვს ფილიალები და მხოლოდ აპლიკაციის სახით არსებობს. თუმცა, Space TBC ბანკის პროექტია. 



ასევე წაიკითხეთ
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ციფრული ლარის საპილოტე პროექტის გასაშვებად ემზადება
ვაკანსიები Space-ისგან — ნახეთ, ვის ეძებს პირველი ქართული ციფრული ბანკი 
ვაკანსიები Space-ისგან — ნახეთ, ვის ეძებს პირველი ქართული ციფრული ბანკი 
ვაკანსიები Space-ისგან — ნახეთ, ვის ეძებს პირველი ქართული ციფრული ბანკი 
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
DGEL — რა არის ციფრული ვალუტა, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს? — ახსნილი
საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრულ ვალუტაზე მუშაობს. სებ ცდილობს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე არსებული პრაქტიკა საქართველოშიც დაამკვიდროს. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC) ქვეყნების მიერ გამოშვებული ვალუტის ციფრული ფორმაა და არ არის მიბმული ფიზიკურ საქონელთან.  ჩვენ ვეცდებით, აგიხსნათ, რა არის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, როგორია მისი მუშაობის მექანიზმი, რას გეგმავს საქართველოს ეროვნული ბანკი და რა გამოცდილებები არსებობს მსოფლიოში. 
ეროვნული ბანკი: საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა
ეროვნული ბანკი: საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა
ეროვნული ბანკი: საქართველოში რეპო ბაზრის ახალი E-bond პლატფორმა დაინერგა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.