ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
26 დეკემბერი 2023, 11:46
2023-12-26
2023 წელს საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ Mastercard ლიდერობს
2023 წელს საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ ლიდერი Mastercard-ია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 180 368 ერთეული სწორედ Mastercard-ია.
2023 წელს საქართველოს ბაზარზე სადებეტო ბარათების მხრივ ლიდერი Mastercard-ია.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 180 368 ერთეული სწორედ Mastercard-ია.
გაშვებული სადებეტო Visa ბარათების რაოდენობა არის — 2 529 212 ერთეული.
რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს — აქ პირიქით, ლიდერი Visa-ა.
კერძოდ, 2023 წლის ნოემბრისთვის საქართველოში მოქმედი საკრედიტო ბარათებიდან 71 797 ერთეული არის Mastercard, 135 419 ერთეული — Visa.
რაც შეეხება სხვა ბარათებს — 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში გაშვებულია 471 251 ერთეული ლოკალური და 975 159 სხვა ტიპის სადებეტო ბარათი.
ასევე, 217 372 ლოკალური და 133 420 სხვა ტიპის საკრედიტო ბარათი.
სებ: თაღლითები ყალბი სარეკლამო შეტყობინებებით ფიშინგს მიმართავენ, გამოიჩინეთ სიფრთხილე
საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გამოვლინდა შემთხვევები, როცა თაღლითები სხვადასხვა მეთოდით: ყალბი რეკლამებით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით — მომხმარებლებს უბიძგებენ, ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის სმარტფონებში გადმოწერონ და დააინსტალირონ აპლიკაცია. ეს აპლიკაცია თაღლითებს ამ მოწყობილობისა და სხვადასხვა აპლიკაციიის, მათ შორის, მობილური ბანკის და SMS შეტყობინებების დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას აძლევს.
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით Visa-ს საერთაშორისო გადახდების პლატფორმა VDA დაინერგება
Visa-სა და თიბისის პარტნიორობით საქართველოში საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Visa Direct to Account დაინერგება. თანამშრომლობის ხელშეკრულებას თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და Visa VDA-ის ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (CEMEA) რეგიონის ხელმძღვანელმა ივან პონომაროვმა მოაწერეს ხელი.