ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ოთო ზაკალაშვილი: ამბობენ, რომ ტექში ფული მარტივად იშოვება — ასე არაა

არაერთი მითი და არასწორი წარმოდგენა არსებობს იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიებში მარტივად არის შესაძლებელი მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძებნა. თუმცა, სინამდვილეში წინსვლა და თავის დამკვიდრება სწავლასა და სისტემატურობას მოითხოვს. 

კომენტარის დატოვება

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი tech საზოგადოების, BitCamp-ის დამფუძნებელი, ოთო ზაკალაშვილი ამბობს, რომ ეს უბრალოდ ფართოდ გავრცელებული მითია.

ზაკალაშვილი დამწყებებს თავის გამოცდილებას უზიარებს და რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს:

  1. სწავლას რა შრომა, დრო და ნებისყოფაც სჭირდება, ერთი მაგდენი უნდა გათვალოთ სამსახურის პოვნაზეც.
  2. ჯუნიორები ვაკანსიებით არ აჰყავთ — უმეტესადპირადი კონტაქტებით, ამიტომ პირადი სანაცნობო ქსელის შექმნაზე თუ არ ზრუნავთ, მოგიწევთ ლოდინი და ოდესმე ალბათ გაგიმართლებთ.
  3. კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ჯუნიორ ვაკანსია, მაგრამ არსად გამოაქვეყნონ, ამიტომ თავად უნდა ეძებოთ კომპანიები და იმის მიუხედავად, რომ ვაკანსია გამოცხადებული არ აქვთ, CV მაინც გაუგზავნოთ.
  4. დღეში 1-2 ადგილას თუ აგზავნით, ჩათვალეთ, რომ დროს კარგავთ უაზრო ლოდინში. სტატისტიკური თამაში უნდა ითამაშოთ: CV-ს მინიმუმ 5-10 ადგილას უნდა აგზავნიდეთ დღეში, ყოველდღიურად, 2-3 თვის განმავლობაში, ჯამში ასობით გაგზავნა უნდა დაგიგროვდეთ.
  5. დიდი მნიშვნელობა აქვს რეზიუმეს შედგენასაც და წერილის შინაარსსაც. ცარიელ ან ძალიან მოკლე წერილებს თუ აგზავნით, მარტო რეზიუმეთი, არავინ გიპსუხებთ. ასევე, სუპერ გრძელი წერილებიც პრიბლემაა. დაბალანსებული, პრაქტიკული და სოლიდური სთორი უნდა შეკრათ საკუთარ თავზე.
  6. გაგზავნიდან უხეშად 1 თვე სჭირდება უარების ან ინტერვიუზე მოწვევის მოსვლას და 95% — ზე მეტი ან უარი იქნება, ან არ გიპსუხებენ. ამას თუ ვერ ეგუებით და ემოციურად ვერ უძლებთ, ჩათვალეთ, რომ ტყუილად წვალობთ.

«გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი, იმოქმედეთ შესაბამისად და ნელ-ნელა შედეგზე გახვალთ». — ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

ოთო ზაკალაშვილი ხსნის, რომ სხვა პროფესიებთან შედარებით პროგრამისტის შრომა უფრო დაფასებულია, თუმცა მარტივი არაფერია. 

«სხვაგან თუ წლები გჭირდება ნორმალური ხელფასის მისაღწევად, აქ 1 წელში შესაძლებელია მართლა ნორმალურ შედეგზე გასვლა და ყოველ მომდევნო წელს შემოსავლების თითქმის გაორმაგება». — ამბობს ოთო ზაკალაშვილი.

BitCamp PRO სტუდენტებს სწორედ ამ ყველაფრის გათავისებაში ეხმარება. ოთო ამბობს, რომ არ არსებობს სერვისი, რომელიც ამ პროცესს თქვენ ნაცვლად გაივლის.

«დამსაქმებელს სჭირდება ადამიანი, ვისაც ამ ყველაფრის კეთების უნარი აქვს და შეუძლია, ამ პროცესს გაუძლოს. ჩათვალეთ, რომ ფილტრია, რომელსაც ნებისყოფის გარეშე ვერ გაივლით. ვინც საპირისპიროს გეტყვით, გატყუებთ». — წერს ოთო ზაკალაშვილი.

BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის
BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის
თემის მიხედვით
BitCamp ყველა კურსს ხელმისაწვდომს გახდის
პროგრამირება ბავშვებისთვის - BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
პროგრამირება ბავშვებისთვის — BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი
თემის მიხედვით
პროგრამირება ბავშვებისთვის — BitCamp-ის ახალი ჩანაფიქრი

ასევე წაიკითხეთ
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ოქსფორდის უნივერსიტეტის 10 უფასო კურსი, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებათ
ამერიკელი Full-stack ვებ დეველოპერი და AI ენთუზიასტი, ნაიიმ შეიხი X-ზე (Twitter) აქვეყნებს უფასო კურსების სიას, რომელთაც ოქსფორდის უნივერსიტეტი გვთავაზობს. 
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
Hacks Day Georgia 2023 — კონფერენცია ნიკო კვარაცხელიას ხსოვნის პატივსაცემად
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
InTech Georgia 2023 — 22 სექტემბერს ტექ კონფერენცია გაიმართება
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
სკოლა დაიწყო: Viber შეგახსენებთ ფუნქციებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარებათ
★ ფასიანი თანამშრომლობა ახალი სასწავლო სეზონის დაწყებამდე, Rakuten Viber შეგახსენებთ მესენჯერის სასარგებლო ფუნქციებს. Viber-ის ეს ფუნქციები დაგეხმარებათ სასწავლო პროცესის ორგანიზებაში და სასარგებლო იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. Viber საქართველო არხზე ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1300-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აჩვენა, რომ აუდიტორიის 68%, ამა თუ იმ გზით იყენებს მესენჯერებს განათლებაში: ისინი იყენებენ ჯგუფურ ჩატებს ან აპლიკაციის სხვა სასარგებლო ფუნქციებს სწავლისთვის. ამავდროულად, მონაწილეთა 51%-ს მიაჩნია, რომ მყისიერი მესენჯერები მშობლებს შვილების სასწავლო პროცესში ჩართვაში ეხმარება, კიდევ 10%-ს მიაჩნია, რომ საკომუნიკაციო აპლიკაციები ამარტივებს და სწავლის პროცესს უფრო კომფორტულს ხდის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.