ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

პირველი თაობის Iphone აუქციონზე $63 000 დოლარად გაიყიდა

კარენ გრინმა 2007 წელს საჩუქრად Iphone მიიღო, მაგრამ გააკეთა ის, რასაც უმეტესობა არ აკეთებს — საჩუქარი არ გახსნა.

გრინის პირველი თაობის iPhone 19 თებერვალს, აუქციონზე 63 356  დოლარად გაიყიდა.

კომენტარის დატოვება

8GB-იანი ორიგინალი ტელეფონი $599 დოლარი ღირდა. გამოდის, რომ აუქციონზე დასახელებული ფასი მის თავდაპირველ ღირებულებას 100-ჯერ აღემატება.

იმავეს თქვენი ძველი Iphone-სგან არ ელოდოთ — მთავარი მოთხოვნაა, რომ ტელეფონი ორიგინალ შეფუთვაში, გაუხსნელ მდგომარეობაში იდოს.

«2007 წლის ორიგინალი, პირველი გამოშვებული მოდელის აღმოჩენა, ჯერ კიდევ სრულიად ახალი, ხელუხლებელი ქარხნული ბეჭდით, ნამდვილად გასაოცარია». — განუცხადა LCG Auctions-ის წარმომადგენელმა, მარკ მონტერომ BBC News-ს.

LCG Auctions-მა აუქციონი გამართა, რომელიც $2,500 დოლარით  2 თებერვალს გაიხსნა და 27 შეთავაზების შემდეგ კვირას დაიხურა.

როგორც გრინი ამბობს, მეგობრებმა 8 GB-იანი ტელეფონი საჩუქრად 2007 წელს გადასცეს, როდესაც მან ახალი სამსახური დაიწყო. მას კი ახალი ტელეფონი უკვე შეძენილი ჰქონდა, ამიტომ საჩუქარი გაუხსნელად შეინახა.

«ეს Iphone-ია და არასდროს მოძველდება». — გაიფიქრა მან.

ცნობილია, რომ Iphone-ის ერთგული ენთუზიასტები ორიგინალ პროდუქტებში დიდ თანხებს იხდიან. გასულ წელს Apple-ის ადრეული კომპიუტერის პროტოტიპი 1970-იანი წლებიდან 677 000 დოლარად გაიყიდა.

პირველი თაობის iPhone-ები, მსგავს, ხელუხლებელ მდგომარეობაში, ადრეც გაიყიდა — ერთი აგვისტოში — 35, 414 აშშ დოლარად, ხოლო მეორე ოქტომბერში — 39 339 აშშ დოლარად.

გრინმა Business Insider-ს განუცხადა, რომ Iphone-ის შენახვას კიდევ დიდხანს აპირებდა. თუმცა, საკუთარი ბიზნესის დასაფინანსებლად ფული დასჭირდა. 

Apple აპლიკაციების კონკურენტი მაღაზიების iPhone-ზე დამატებას გეგმავს
Apple აპლიკაციების კონკურენტი მაღაზიების iPhone-ზე დამატებას გეგმავს
თემის მიხედვით
Apple აპლიკაციების კონკურენტი მაღაზიების iPhone-ზე დამატებას გეგმავს
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს
თემის მიხედვით
EU: Apple-ს 2024 წლის 28 დეკემბრამდე აქვს ვადა, iPhone Lightning პორტი USB-C-ით შეცვალოს

ასევე წაიკითხეთ
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
Samsung — ყველაზე პოპულარული სმარტფონი Viber-ის ქართველ მომხმარებლებს შორის
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა
10 გამოგონება სამეცნიერო ფანტასტიკიდან, რომელიც რეალობად იქცა
21-ე საუკუნის ადამიანების რეალობა ძალიან უცნაურია. ჩვენ გავიზარდეთ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებზე, სადაც ადამიანები იყენებდნენ ვიდეო ზარებს, მფრინავ მანქანებს, კოსმოსურ სადგურებს, მფრინავ სკეიტბორდებს. ახლა კი, ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ან ძალიან ახლო მომავალია. სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ავტორები და მოყვარულები ყოველთვის ფიქრობდნენ დიდ იდეებზე და ტექნოლოგიურ მომავალზე. ზოგიერთის მოლოდინები გამართლდა და სამეცნიერო ფანტასტიკიდან დოკუმენტალისტიკაში გადაინაცვლა.   გთავაზობთ 10 გამოგონებას სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრიდან, რომლებიც რეალობად იქცა!
ყველა მონაცემი, რომელსაც Apple თქვენ შესახებ აგროვებს და მათი შეზღუდვის გზები
ყველა მონაცემი, რომელსაც Apple თქვენ შესახებ აგროვებს და მათი შეზღუდვის გზები
ყველა მონაცემი, რომელსაც Apple თქვენ შესახებ აგროვებს და მათი შეზღუდვის გზები
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
AirDrop-ის სახიფათო მხიარულება
«აუ, ნახე ვიღაცამ AirDrop-ით რა ჩამიგდო.» — თუ Iphone-ის მომხმარებელი ხართ ან გყავთ მეგობრები, რომლებიც ამ ტელეფონს იყენებენ, ალბათ ეს ფრაზა ერთხელ მაინც გაგიგიათ. მეტროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხშირია შემთხვევები, როდესაც უცხო ადამიანები ერთმანეთს AirDrop-ით სხვადასხვა მასალას უზიარებენ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი გასართობი რიგ საფრთხეებთანაა დაკავშირებული.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.