ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
6 იანვარი 2024, 11:00
2024-01-06
iPhone-ების მწარმოებელი ტაივანური კომპანია Foxconn გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს
iPhone-ების მწარმოებელი ტაივანური კომპანია Foxconn გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებს. კომპანიის განცხადების თანახმად, აიფონების გაყიდვები გასული წლის მესამე 3 კვარტალში 5,4%-ით შემცირდა, ამასთან, კლების ტენდენცია იყო 2023 წლის ბოლო 3 კვარტალში და ასე გაგრძელდება 2024 წლის პირველ 3 თვეშიც.
გარდა ამისა, Foxconn-ის განცხადებით, მხოლოდ დეკემბრის თვეში ვარდნამ 27% შეადგინა.
Apple-ის უახლესი პროდუქტი, iPhone 15 2023 წლის სექტემბერში გამოვიდა, საკვანძო ბაზრებზე რეაქცია კი შერეული იყო: აშშ-ში განახლების ციკლი წარმატებული გამოდგა, ჩინეთში — პირიქით, წარყმატებელი.
ჩინეთი კვლავაც რჩება მთავარ გამოწვევად აიფონების გაყიდვის კუთხით — ქვეყანამ აკრძალა Apple-ის პროდუქციის გაყიდვა ჩინურ სააგენტოებსა და სამთავრობო კომპანიებზე და გააფართოვა ადგილობრივი გიგანტი, ჰუავეი.
გარდა ამისა, Foxconn ჩინური მარეგულირებელი უწყებების გამოძიების ობიექტიც იყო, რამაც შეარყია ინვესტორების რწმენა Apple-ის მიმართ. კომპანიის აქციების ფასი 2024 წლის პირველ დღეებში 5%-ით დაეცა.