ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

10 ყველაზე ცუდი მიმართულება IT სფეროში მუშაობის დასაწყებად

IT-სფეროში მუშაობამ შეიძლება დიდი ხელფასი ან ახალგაზრდა კომპანიის კაპიტალში წილი მოიტანოს. მაცდურად გამოყურება, მაგრამ არა ყველასთვის - layoffs.fyi-ის მონაცემების თანახმად, 2022 წელს მსოფლიოში 150 ათასი IT-თანამშრომელი გაათავისუფლეს. 

კომენტარის დატოვება

Business Insider-მა კარიერული ქოუჩებისა და IT-სპეციალისტების გამოკითხვა ჩაატარა, ასევე, Blind, Fishbowl და Reddit ფორუმებიდან ინფორმაცია შეაგროვა. შედეგად გამოცემის ჟურნალისტებმა IT-სფეროში კარიერის დასაწყებად ყველაზე წარუმატებელი პროფესიების სია შეადგინეს. 

გამოცემის ვერსიის თანახმად, ტოპ 10 სწორედ ასე გამოიყურება:

  1. ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი — პროფესიის მთავარ მინუსს წარმოადგენს ურთიერთობა რთულ კლიენტებთან, დაბალი ხელფასი რიგით თანამშრომლებში, ასევე განვითარების შეზღუდული შესაძლებლობები. 
  2. კლიენტებთან მუშაობის სპეციალისტი — ამ სფეროში დასაქმებულები ასევე უჩივიან რთულ კლიენტებს, ერთფეროვან დავალებებს, სწრაფ ტემპს, ასევე რამდენიმე კლიენტთან ერთდროულად მუშაობის აუცილებლობას. 
  3. სოცქსელების კოორდინატორი — პროფესიის მინუსად დაასახელეს მუშაობის მონოტონურობა, ხელფასის ზრდის ხანგრძლივი მოლოდინი, სტრესის მაღალი დონე და კარიერული ზრდის არარსებობა. რამდენიმე სპეციალისტმა ასევე მიუთითა, რომ მათ სხვა სფეროების დავალებების შესრულებაც უწევთ. 
  4. IT-რეკრუტერი — პროფესიის უარყოფით მხარედ დაასახელეს სტრესი; ბაზრის არაპროგნოზირებადობა, განმცხადებლების რთული ქცევა და თავად კომპანიების მოთხოვნების არასტაბილურობა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მიზნების მიღწევას. 
  5. ქსელის ინჟინერი — სპეციალობის მინუსი გახდა დაბალი საწყისი ხელფასი, ღამით და შაბათ-კვირას მუშაობის აუცილებლობა, რთული კლიენტები, ასევე მაღალი ფიზიკური დატვირთვა. 
  6. კონტენტის მოდერატორი — სამუშაოს მთავარ მინუსს წარმოადგენს აუცილებლობა, ნახო ძალადობის შემცველი კონტენტი, რაც პროვოცირებს ფსიქიკურ აშლილობას; არაა პროფესიული ზრდისა და შტატგარეშე მუშაობის შესაძლებლობა. 
  7. პროექტის მენეჯერი — პროფესიის ნაკლად დაასახელეს მაღალი პასუხისმგებლობა იმ პირობებში, როდესაც საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებისას გავლენა მცირეა; სამუშაო უკავშირდება რთულ კლიენტებსა და ეჭვებს საკუთარი მუშაობის მნიშვნელობაზე. 
  8. ზედამხედველი Amazon-ში — თანამშრომლები დღეში მინიმუმ რვა საათის განმავლობაში უწყვეტად უყურებენ საწყობის მუშების მუშაობას, რაც ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობაზე — მათ უჩნდებათ თავის ტკივილი, ასევე მხედველობის პრობლემები. გარდა ამისა, ბევრი უჩივის ხისტ გეგმასა და სამუშაოს მკაცრ ტრეკინგს. 
  9. კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსი — ამ სფეროში დასაქმებულები დიდ დროს უთმობენ ჟურნალების დათვალიერებას და მუდმივად ებრძვიან კიბერთავდასხმებს. ამავე დროს, კომპანიის სხვა თანამშრომლები კიბერუსაფრთხოების ანალიტიკოსებს უსარგებლოებად მიიჩნევენ. 
  10. მონაცემთა შეყვანის სპეციალისტი — ამ სფეროს მინუსებად დასახელდა შედარებით დაბალი ხელფასი, მაღალი დატვირთვა და ამონაცენის ერთფროვნება. სამუშაო ტოვებს დროისა და ღირებული უნარების კარგვის შეგრძნებას.
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე
თემის მიხედვით
ექნება თუ არა გავლენა დიდ კომპანიებში შემცირებებს ქართულ IT ბაზარზე

ასევე წაიკითხეთ
Flexup — ქართული პლატფორმა დღიური სამუშაოებისთვის
Flexup — ქართული პლატფორმა დღიური სამუშაოებისთვის
Flexup — ქართული პლატფორმა დღიური სამუშაოებისთვის
Flexup — ინოვაციური აპლიკაცია ქართულ ბაზარზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენივე პირობებით მარტივად გამოიმუშაოთ დამატებითი თანხა. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მობილური აპლიკაციის საშუალებით თავისთვის სასურველი დავალება შეარჩიოს და წარადგინოს კანდიდატურა დღიური საქმიანობისთვის. სტარტაპმა 2022 წელს GITA-ს 150 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. 
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
რა პრობლემებს შეუქმნის IT-ში მომუშავე ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახური
გიორგი ჩხიკვაძე 20 წლის სტუდენტია, რომელიც პროგრამირების სფეროში მუშაობს და ცდილობს ყოველდღიურად განვითარდეს. მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაფერი გააკეთა, რათა სასურველი შედეგი მიეღო. ამ დროის მანძილზე, არაერთი სამსახური იშოვა, გამოცდილება დააგროვა. თუმცა, ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისი შრომის, ენერგიისა და დროის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა.
როგორ არ
როგორ არ "გადავწვათ" თანამშრომლები — 12 რჩევა GitLab-ის ტოპმენეჯერისგან
როგორ არ "გადავწვათ" თანამშრომლები — 12 რჩევა GitLab-ის ტოპმენეჯერისგან
როგორ მუშაობს Awork - დასაქმების ახალი პლატფორმა
როგორ მუშაობს Awork - დასაქმების ახალი პლატფორმა
როგორ მუშაობს Awork - დასაქმების ახალი პლატფორმა
Awork დასაქმების პირველი ქართული პლატფორმაა. კომპანიის გუნდი ამბობს, რომ Awork, ერთი მხრივ, სამუშაოს მაძიებელს ინოვაციურ და განსხვავებულ სერვისს სთავაზობს, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნესს პერსონალის უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად დაქირავებაში ეხმარება.  2022 წლის დეკემბერში კომპანია GITA-ს 150 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.