ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

OpenAI Axel Springer-ს ახალი ამბების კონტენტის გამოსაყენებლად ათობით მილიონს გადაუხდის

ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI Axel Springer SE-ს ათეულობით მილიონ ევროს გადაუხდის, რათა მედია გიგანტის ახალი ამბების, სტატიებისა და კონტენტის გამოყენების უფლება მიიღოს, რასაც ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნისთვის გამოიყენებს.

კომენტარის დატოვება

გარიგებაში უშუალოდ ჩართული პირის ცნობით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა მოითხოვა, OpenAI-მ ბერლინში დაფუძნებულ საინფორმაციო გამომცემელთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

კომპანიების განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების თანახმად, სან-ფრანცისკოში დაფუძნებული OpenAI Axel Springer-ის პუბლიკაციებიდან სტატიებსა და სხვა კონტენტს მიიღებს, რათა თავისი AI მოდელები განავითაროს.

OpenAI-ის პარტნიორობა Axel Springer-თან შეიძლება ითქვა, რომ იმ დავის ნაწილია, რომელიც ახალი ამბების გამომცემლებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს — ისინი ვერ თანხმდებიან, როგორ შეიძლება მათი შინაარსის გამოყენება ხელოვნური ინტელექტის სისტემების სწავლებისთვის.

OpenAI-სა და მის კონკურენტებს მონაცემთა დიდი რაოდენობა სჭირდებათ, რათა სასაუბრო ჩათბოტები გააძლიერონ. გამომცემლები, ავტორები და მხატვრები ამტკიცებენ, რომ მათი ნამუშევრები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც ამ კომპანიების მფლობელებს მილიარდელებად აქცევს.

OpenAI-მ გარიგების ფინანსურ პირობებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

Microsoft Corp.-ის მხარდაჭერილმა სტარტაპმა ახალი ამბების გამომცემლებთან სხვა შეთანხმემებიც დადო. ივლისში, Associated Press-მა განაცხადა, რომ OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად ახალი ამბების არქივის ლიცენზიას მისცემდა. იმავე თვეში OpenAI-მ 5 მილიონი დოლარი გამოუყო American Journalism Project-ს, ორგანიზაციას, რომელიც ადგილობრივ გამომცემლებს მხარს უჭერს, რათა AI ახალი ამბების საშუალებებში გამოიყენონ.

როგორც ცნობილია, Axel Springer-ის ახალი ამბების შინაარსი ChatGPT-ში პასუხების გენერირებისთვის იქნება გამოყენებული. პასუხები ბმულების სახით იქნება, რომლებიც მომხმარებლებს კითხვის შესაბამის სტატიებზე მისცემს წვდომას — «გამჭვირვალობისა და დამატებითი ინფორმაციისთვის».

«ჩვენ გვინდა ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული ჟურნალისტიკის შესაძლებლობები გამოვიკვლიოთ — ხარისხი და სოციალური რელევანტურობა გავზარდოთ და ჟურნალისტიკის ბიზნეს მოდელი ახალ ეტაპზე ავიყვანოთ». — თქვა Axel Springer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მათიას დოპფნერმა განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გამომცემელი სტარტაპებთან პარტნიორობაში ან მათი ტექნოლოგიის გამოყენებაში რისკებს ხედავს. ზოგიერთმა ევროპულმა მედიამ, მათ შორის როგორიცაა Radio France, OpenAI-ის ინსტრუმენტები მონაცემთა შეგროვების შეშფოთების გამო დაბლოკა. საფრანგეთის Le Figaro-მ განაცხადა, რომ გენერაციულ AI-ის ისტორიების დასაწერად არასდროს გამოიყენებს.

iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
თემის მიხედვით
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
თემის მიხედვით
თუ რეგულაციები ძალიან მკაცრი იქნება, Open AI-მ შესაძლოა EU დატოვოს
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება
თემის მიხედვით
BookTok-ს ბესტსელერების შექმნა შეუძლია — ByteDance გამომცემელი ხდება

ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.  ავტორი: დევიდ სვინი, MIT
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
Amazon Games-მა ევროპაში პირველი სტუდია ბუქარესტში გახსნა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
AI-ის დამსახურებით, Nvidia-ს მოგება 600%-ით გაიზარდა
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.