ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მნიშვნელოვანი განცხადებები AI-ის შესახებ NVIDIA-ს 2023 წლის GTC კონფერენციიდან

NVIDIA GTC (GPU Technology Conference) გლობალური AI კონფერენციაა, რომელიც დეველოპერებს, ინჟინრებს, მკვლევარებს, გამომგონებლებსა და IT პროფესიონალებს ერთი მიზნის ქვეშ აერთიანებს — იზრუნონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასა და დახვეწაზე. 

კომენტარის დატოვება

ყველა AI პროგნოზი და განცხადება Nvidia-ს GTC ღონისძიებიდან:

ახალი გრაფიკული დამუშავების ერთეულის (GPU) არქიტექტურა: Nvidia-მ თავისი უახლესი GPU არქიტექტურა, სახელწოდებით Ampere GA11x გამოუშვა, რომელიც წინა თაობასთან შედარებით, 4-ჯერ გაუმჯობესებული იქნება.

ხელოვნური ინტელექტის სწავლების პლატფორმები: Nvidia-მ ახალი AI სასწავლო პლატფორმები შემოიტანა, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიისთვისაა შექმნილი, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსები და წარმოება. ეს პლატფორმები დეველოპერებსა და მკვლევრებს მძლავრ გამოთვლით რესურსებზე წვდომას სთავაზობს, მათ შორის უახლეს GPU-ებსა და სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

Omniverse პლატფორმა: Nvidia-მ თავისი ახალი Omniverse პლატფორმა გაგვაცნო, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმულაცია შექმნან და ვირტუალურ გარემოში ითანამშრომლონ.

პარტნიორობა Google Cloud-თან: Nvidia-მ Google Cloud-თან პარტნიორობაც დააანონსა. ეს პარტნიორობა მიზნად ისახავს, ბიზნესს Nvidia-ს AI ექსპერტიზისა და ტექნოლოგიების გამოყენება გაუადვილოს.

AI ჯანდაცვაში: Nvidia-მ ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვის ინდუსტრისაც მოარგო. კომპანი AI-ის სამედიცინო ვიზუალიზაციისთვისა და წამლების აღმოჩენისთვის იყენებს. ეს ჯანდაცვის პროვაიდერებს პაციენტის მოვლასა და შედეგების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ავტომატიზირებული მართვა: Nvidia-მ დამსწრე საზოგადოებას თავისი უახლესი Drive პლატფორმა გააცნო, რომელიც ავტომატიზირებული მანქანების გასაძლიერებლად შეიქმნა. ეს პლატფორმა ახალ AI პროცესორს მოიცავს, სახელწოდებით Orin, რომელიც თვითმართვად მანქანებზეა მორგებული.

AI-ზე მომუშავე რობოტები: Nvidia-მ Isaac პლატფორმა წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტების მხარდასაჭერად შეიქმნა. ეს პლატფორმა რობოტებისთვის კომპიუტერული ხედვისა და მანქანათმცოდნეობის გაფართოებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

AI განათლებისთვის: Nvidia-მ AI განათლების ინიციატივებზეც ისაუბრა. კომპანია მიზნად ისახავს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს რესურსები მიაწოდოს, რომლებიც სწავლასა და სწავლებაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებისთვის არის საჭირო.

Nvidia ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი სანტა-კლარაში მდებაროებს. კომპანიის GTC კონფერენცია ტექნოლოგიების ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.

dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
თემის მიხედვით
dev.ge-ზე ვაკანსიების სერვისი ამოქმედდა
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში
თემის მიხედვით
როგორ მოიპოვა Nvidia-მ დომინაცია AI სამყაროში

ასევე წაიკითხეთ
Gemini — AI მოდელი, რომლითაც Google-ს GPT 4-ის დაჯაბნა უნდა
Gemini — AI მოდელი, რომლითაც Google-ს GPT 4-ის დაჯაბნა უნდა
Gemini — AI მოდელი, რომლითაც Google-ს GPT 4-ის დაჯაბნა უნდა
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
iA Writer-ს ადამიანისა და ChatGPT-ის ნაწერის გარჩევა შეუძლია
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
AI-ით შექმნილი 10 ვიდეო, რომელიც აჩვენებს, რომ მალე ფილმებს სმარტფონებით გადავიღებთ
მოპარული მონაცემების გამო Nvidia-ს სასამართლოში უჩივლეს
მოპარული მონაცემების გამო Nvidia-ს სასამართლოში უჩივლეს
მოპარული მონაცემების გამო Nvidia-ს სასამართლოში უჩივლეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.