norussianlaw.info — ყველა ცნობა რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების შესახებ
საიტზე norussianlaw.info მიიღებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეეხება.
საიტზე norussianlaw.info მიიღებთ ყველა ინფორმაციას, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს შეეხება.
საიტზე აღიშნულია და განახლებად რეჟიმში დაემატება ინფორმაცია თბილისსა და სხვა ქალაქებში ყველა საპროტესტო აქციის დროისა და ადგილის შესახებ.
საიტზე მიიღებთ ინსტრუქციებს საპროტესტო აქციებზე დარბევისთვის სათანადო მომზადების შესახებ.
ასევე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ იურიდიული რჩევები.
გარდა ამისა, მოძრაობა «ტალღა» საიტზე წერს, რომ მათთვის მნიშნელოვანია, მიაწვდონონ ხმა დიდ კომპანიებს, ვინაიდან მათი დუმილი სისუსტედ მიაჩნიათ.
«დღეს, როცა გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ იმ გადაწყვეტილების მისაღებად საქართველოს მომავალი უნდა იყოს ევროპოლი თუ რუსული, მოქალაქეებს სისუსტედ მიგვაჩნია დიდი კომპანიების, ჩვენთვის სანდო კომპანიების დუმილი.
ის კომპანიები, რომლის მომხმარებლებიც ყოველდღიურად ვართ, ჩვენთან კომუნიკაციის დროს და რესურსს არ აკლებენ სხვა ეროვნულ სენსიტივებს, სხვა ეროვნულ საზეიმო თუ სადღესასწაულო მოვლენებს და მათ აღნიშვნას». — აღნიშნავს მოძრაობა და დიდ კომპანიებს მიმართავს, გამოხატონ პოზიცია.
«ქართულმა ოცნება» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი და 15 აპრილს პირველი მოსმენითაც მიიღო, მიუხედავად მოქალაქეების, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების პროტესტისა.
კანონს მხოლოდ პუტინის რუსეთი და კრემლის პროპაგანდისტები იწონებენ.
თბილისსა და სხვა ქალაქებში რუსული კანონის საწინააღმდეგო გამოსვლები არ წყდება. თუმცა, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მის დამტკიცებას «წინ ვერაფერი აღუდგება».
ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა — «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს.
მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ.
სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.
«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა.
კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება.
რუსული კანონი ყველას შეეხება.
რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.