ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ლილი ფულარიანი: რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს

«ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების» დამფუძნებელი, ლილი ფულარიანი, რომელიც სოფლად მცხოვრებ ქალებსა და ბავშვებს ინტერნეტთან მუშაობას ასწავლის და ციფრული უნარების გამომუშავებაში ეხმარება, რუსული კანონის მეორედ დაინიციირებაზე ამბობს, რომ წინა წლის შემდეგ არაფერი შეცვლილა და კანონს ახლაც უარყოფითად აფასებს.

კომენტარის დატოვება

ლილი ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების მთავარი მიზანი ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების გაქრობა და მისი ერთპიროვნულ მართველობად გადაქცევის დაუოკებელი სურვილია — კანონის მიღების შემთხვევაში, ნებისმიერი პროგრამა თუ ინიციატივა მთავრობის გავლითა და კონტროლით გაკეთდება. 

«ამ ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანის მობილიზება და დაშინება შეძლეს. მთავრობას სურს, მოქალაქეების უფლებები შეზღუდოს და ყველანაირი გადაწყვეტილება თავად მიიღოს». — განაცხადა ლილი ფულარიანმა.

ლილი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე აღნიშნავს, რომ რუსული კანონი მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრებას, რომლებსაც სახარბიელო პირობები არც ახლა აქვთ, კიდევ უფრო გაართულებს.

«პროგრამები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, თანასწორობის დონის გაზრდისკენ არის მიმართული — მაგალითად, ბავშებს, რომლებსაც განათლების მიღების შესაძლებლობა არ აქვთ, მაქსიმალურად ეხმარებიან. ამ პროგრამების გაქრობა იმ ადამიანების ცხოვრებას, რომელთან ყოველდღიურობა არც ახლაა სახარიბეილო, კიდევ უფრო გაართულებს». — ხსნის ლილი ფულარიანი.

«ქართულმა ოცნებამ» მეორედ დააინიციირა რუსული კანონი. მის განხილვას მსვლელობა პარლამენტში 8 აპრილს, ბიუროს სხდომაზე მიეცემა. 

ანალოგიური კანონპროექტი «ქართულმა ოცნებამ» შარშანაც დააინიციირა და პირველი მოსმენით დაამტკიცა კიდეც. თუმცა, მარტში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

ახალ კანონპროექტში ყველა ჩანაწერი უცვლელია, გარდა ერთისა —  «უცხოური გავლენის აგენტის» ნაცვლად გამოყენებული იქნება ტერმინი — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია». შინაარსი უცვლელია და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობაზე მიუთითებს. 

მმართველი პარტიის მიზანია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია, რომელთაც დაფინანსების ნაწილი საერთაშორისო წყაროებიდან აქვთ მიღებული — «უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციად» გამოაცხადონ და შესაბამის ბაზაში რეგისტრაცია დაავალდებულონ. 

სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს.

«უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაცია» შესაძლოა გაიგივდეს «უცხოელ ჯაშუშთან» და «მოღალატესთან», რაც მოახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, დააზიანებს მათ რეპუტაციას და შეაფერხებს მათ აქტივობებს.

კანონპროექტში არაფერია ნათქვამი სტარტაპების დაფინანსებაზე, თუმცა, სტარტაპ ინდუსტრია, ინოვაციური სისტემები და ტექნოლოგიები საქართველოში კვლავ ახალი და მყიფეა. შესაბამისად, ამ სფეროში ფულის დაბანდება ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაციისა და კერძო პირისითვის ისედაც სარისკოა. 

კანონპროექტის დამტკიცებამ შესაძლოა, არსებული რისკები კიდევ უფრო გაზარდოს, ბევრმა ინვესტორმა თავი შეიკავოს და მოხდეს ინვესტიციების გადინება. 

რუსული კანონი ყველას შეეხება. 

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.

თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას
თემის მიხედვით
თეონა დალაქიშვილი: რუსული კანონი მთელ IT სექტორზე მოახდენს უარყოფით გავლენას

ასევე წაიკითხეთ
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
ArtOa — ქართული პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებისთვის ახალ კარიერას ქმნის
კედლის მხატვრობას ვხვდებით ყველგან: დიდ თუ პატარა ქალაქში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დიდი შენობების ფასადებზე, კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, კომერციული ობიექტების შიდა თუ გარე ინტერიერში. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, ჩვენი სახლის ან მაგალითად, კაფეს კედელი მოვხატოთ? სად მოვძებნოთ არტისტი, რომელიც ამ რთულ და დელიკატურ სამუშაოს შეასრულებს? სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად გიორგი ინწკირველმა და მარიამ ღოღაძემ შექმნეს ArtOa.io — პირველი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც კედლის მხატვრებსა და არტ ენთუზიასტებს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი ძირითადი მომხმარებლები ის ბიზნესები, ბრენდები და ცალკეული ადამიანები იქნებიან, რომლებსაც საკუთარ სივრცეებში კედლის მხატვრობის შეტანა სურთ.
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
პოლიცია სარეკლამო სააგენტო „ლიმონში" შევიდა, დაკავებულია მისი მფლობელი
შსს-მ სარეკლამო კომპანია «ლიმონის» მფლობელი, გიორგი ოკმელაშვილი დააკავა. შსს მას 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. 
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
გური ქოიავა: ძვირფასო საერთაშორისო საზოგადოებავ, დაგვეხმარეთ ყველა შესაძლებელი გზით
ანგელოზ ინვესტორთა ქსელის, «აქსელის» ხელმძღვანელი, გური ქოიავა რუსულ კანონს ეწინააღდეგება და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, დაეხმარონ საქართველოს მათთვის შესაძლებელი ყველა გზით. 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ 
ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატთან, მარიამ ლაშხთან შეხვედრას ითხოვენ. «ქართული ოცნების» წევრი მარიამ ლაშხი, რომელმაც რუსული კანონის სასარგებლოდ ხმა უკვე სამჯერ მისცა -2023 წელს პირველი მოსმენით და 2024 წელს I და II მოსმენით, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.