ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

YouTube-მა რეკლამის მბლოკავი (ads blocker) აკრძალა

YouTube რეკლამის მბლოკავების დასაძლევად ძალისხმევას ზრდის. კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერის, კრისტოფერ ლოუტონის თქმით, პლატფორმამ გლობალურად დაიწყო მომხმარებლების იძულება, დაუშვან რეკლამები ან YouTube Premium გამოიყენონ.

კომენტარის დატოვება

როცა YouTube-ზე ვიდეოს რთავთ, ჩნდება შეტყობინება, რომელშიც ნათქვამია, რომ «ვიდეოს ჩართვა შეუძლებელია, რადგან რეკლამის მბლოკავი გამორთული არ არის».

ის ასევე რეკლამის დაშვების ან YouTube Premium-ის შეძენის მოთხოვნას შეიცავს. შეიძლება მსგავსი შეტყობინება მიიღოთ, მაგრამ ვიდეოს ყურება მაინც შეძლოთ, თუმცა იშვიათად.

YouTube-მა დაადასტურა, რომ აკრძალვა ივნისშიც არსებობდა, მაგრამ ლოუტონმა ეს იმ დროისთვის მხოლოდ «მცირე ექსპერიმენტად» აღწერა. ახლა YouTube-მა მასშტაბები გააფართოვა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ძალიან ბევრმა მომხმარებელმა, რომელიც რეკლამის მბლოკავს იყენებს, YouTube-ზე ვიდეოების ყურება ვერ შეძლო. 

ლოუტონი ამტკიცებს, რომ «რეკლამის მბლოკავების გამოყენება» პლატფორმის მომსახურების პირობებს არღვევს და ამბობს, რომ «რეკლამები შემქმნელთა მრავალფეროვან ეკოსისტემას გლობალურად უჭერს მხარს».

YouTube-მა წელს რეკლამასთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება შეიტანა. მაისში კომპანიამ სატელევიზიო აპლიკაციაში 30 წამიანი რეკლამები დაამატა და მოგვიანებით უფრო გრძელი, მაგრამ ნაკლებად ხშირი სარეკლამო შესვენებების ექსპერიმენტი დაიწყო.

YouTube იმედოვნებს, რომ ხანგრძლივი სარეკლამო შესვენებები უფრო მეტ მომხმარებელს უბიძგებს, რომ ურეკლამო YouTube Premium შეიძინონ — მაგრამ ფასის 2 დოლარამდე ზრდამ და იაფინი გეგმის, Premium Lite-ის გაუქმებამ შესაძლოა ეს ვარიანტი ნაკლებად მიმზიდველი გახადოს. 

YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი Creator Music გამოუშვა
YouTube-მა კომერციული მუსიკისთვის ლიცენზირებული რესურსი, Creator Music გამოუშვა
თემის მიხედვით

YouTube მომხმარებლებს ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას სთავაზობს

ასევე წაიკითხეთ
YouTube-მა ახალი ინსტრუმენტები დაამატა, რათა ვიდეოდან მარტივად ამოჭრათ Shorts

ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა

YouTube Premium და YouTube Music უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია

დეკემბერში Google უმოქმედო ანგარიშებს წაშლის

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.