ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა
ჯენ ზი თაობა ონლაინ პლატფორმებს შორის ყველაზე მეტად Youtube-ს ენდობა — ასე აჩვენა გამოკითხვამ, რომელიც Business Insider-მა YouGov-თან ერთად ჩაატარა და 1800-ზე მეტი ამერიკელს ესაუბრა.
რესპონდენტების დაახლოებით მესამედი — 600-ზე მეტი ადამიანი სწორედ ჯენ ზი იყო — 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებული ადამიანები. გამოიკითხნენ 18 წლის და უფროსი ასაკის ინტერნეტ მომხმარებლები.