Bnollar — ქართველი ახალგაზრდები ბლოკჩეინზე დაფუძნებულ სოც. ქსელს ქმნიან
Bnollar ქართველი ახალგაზრდების სტარტაპია — სოციალური ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული.
Bnollar ქართველი ახალგაზრდების სტარტაპია — სოციალური ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული.
Bnollar ქართველი ახალგაზრდების სტარტაპია — სოციალური ქსელი, რომელიც ბლოკჩეინზე იქნება დაფუძნებული.
18 წლის front-end დეველოპერის, Bnollar-ის დამფუძნებლის, გიორგი დარასელიას თქმით, იდეაზე მუშაობა დაახლოებით 9 თვეა, მიმდინარეობს.
«მინდოდა ჩემი სტარტაპის დაწყება. წამოიწია WEB3-ისა და NFT-ის საკითხები და ვიფიქრე — რატომაც არა? მოდი, სოციალურ ქსელს შევქმნი. „მოხალისეობრივად“ შევკრიბე დაახლოებით 20-წევრიანი გუნდი. მათ შორის, დიზაინერი, დეველოპერი, ბლოკჩეინ დეველოპერი. ასე დავიწყეთ ამ ყველაფრის კეთება 8-9 თვის წინ.» — ამბობს გიორგი დარასელია.
მუშაობის პროცესის დასაწყისში შეიქმნა იმ კონკრეტული მახასიათებლების ტიპები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს სოციალურ ქსელს, მათ შორის, ნიუს ფიდი, ფოტოების ატვირთვა, პოსტები, ჩატი და ა.შ.
გიორგი ყვება, რომ მათ გაითვალისწინეს, მათ შორის, Facebook-ის პრობლემები, როცა ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მისი მომხმარებლების ინფორმაცია მოიპარეს. ამიტომ, გადაწყვიტეს, შექმნან ისეთი სოციალური ქსელი, რომლის გატეხვის შესაძლებლობაც ჰაკერებს არ ექნებათ.
«ეს იქნება დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი. სერვერები საერთოდ არ გვექნება. ჰეშირებული ინფორმაცია გავა ბლოკებით. შენს პროფილს ვერ გატეხავენ, რაღაც ინფორმაციას შენგან ვერ გაიგებენ. ბლოკჩეინი — ეს არის მონაცემთა ბაზა, რომელიც აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია. ბლოკჩეინში დაუშვებელია ყველანაირი მესამე პირის ჩარევა, ანუ შენსა და მეორე პირს შორის მესამე პირი არ ერევა». — ამბობს დარასელია.
გიორგი ხსნის, რომ Bnollar-ში არსებული ნებისმიერი Text ID — იქნება ეს მეილი, პაროლი, ჩატი თუ რაიმე სხვა, ჰეშში დაკონვერტირდება.
«წარმოიდგინეთ, გაქვთ რაღაც ფურცელი,სადაც აკეთებთ რაღაც ჩანაწერებს. როდესაც ამ ფურცელზე ადგილი აღარ იქნება, გაკეთდება „ელექტრონული ანაბეჭდი“ — ჰეში, ამის შემდეგ გაიხსნება ახალი ფურცელი (ბლოკი), რომელიც წინა ბლოკთან იქნება დაკავშირებული და თუ ჰაკერი ამ ბლოკს მისწვდება, ინფორმაციის ნაცვლად დაინახავს, შემთხვევითობის პრინციპით დაგენერირებულ ჰეშ-კოდს (ასოებს, ციფრებს, სიმბოლოებს), რისი წაკითხვაც შეუძლებელია. თუ ჰაკერი მაინც ცდის ამ ბლოკში რაიმე ცვლილების შეტანას, ან რამე მსგავსს, მოხდება ბლოკებს შორის ჰეშის იდენტიფიცირება, რაც ჰაკერისთვის ცუდი შედეგით დასრულდება, რადგან იდენტიფიცირების დროს, აღმოჩნდება ერთი ახალი ბლოკი, რომლის ინფორმაცია არ ემთხვევა დანარჩენ ბლოკებში არსებულ ინფორმაციას და ეს ბლოკი ავტომატურად წაიშლება».
გიორგი დარასელიას თქმით, სოციალური ქსელი შეითავსებს NFT მარკეტის ფუნქციასაც, სადაც გამარტივებული იქნება NFT-ით ვაჭრობის
პროცესი. «Opensea-ზე, მაგალითად, ჯერ რომ განათავსო შენი აითემები, მერე ეს გაყიდო, შემოსული ფული გაანაღდო, ეს საკმაოდ რთული პროცესია და ბევრმა არ იცის. ჩვენთან ეს ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად». — ამბობს გიორგი დარასელია.
გიორგი ამბობს, რომ Bnollar-ის სამიზნე აუდიტორია, საწყის ეტაპზე, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები იქნებიან, თუმცა, მიზანი უფრო ფართო მასებზე გასვლა და ნებისმიერი ინტერესის მომხმარებლის მოზიდვაა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის მზად არის საიტის front-end დეველოპმენტი, ჩაშვებულია საიტის ტოკენი და კრიპტოვალუტა. იწყება მუშაობა back-end დეველოპმენტზე. მზადდება სარეგისტრაციო პანელი, ჩატები, პოსტები და ა.შ. იწყება ბლოკჩეინ დეველოპმენტიც.
გიორგი დარასელია სოციალური ქსელის გაშვებას 2023 წლის განმავლობაში გეგმავს.