DataReportal: სოციალური მედიის სტატისტიკა საქართველოში 2023 წელს
2023 წლის იანვარში საქართველოში სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს 3,05 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა — ამის შესახებ DataReportal-ის 2023 წლის ანგარიშში წერია.
2023 წლის იანვარში საქართველოში სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებს 3,05 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა — ამის შესახებ DataReportal-ის 2023 წლის ანგარიშში წერია.
DataReportal-ის ცნობით, საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებელთა რაოდენობა 2023 წლის დასაწყისში მთლიანი მოსახლეობის 81,7%-ს შეადგენდა. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლები შეიძლება არ იყვნენ უნიკალური იუზერები.
ამავდროულად, ცნობილია, რომ 2023 წლის დასაწყისში საქართველოში სოციალურ მედიას 18 წელზე უფროსი ასაკის 2,90 მილიონი მომხმარებელი იყენებდა.
უფრო ფართოდ, 2023 წლის იანვარში მინიმუმ ერთ სოციალურ მედია პლატფორმას საქართველოს ინტერნეტ მომხმარებელთა მთლიანი ბაზის 107% (მიუხედავად ასაკისა) იყენებდა.
იმპ პერიოდში საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებელთა 53,3% ქალი იყო, ხოლო 46,7% მამაკაცი
Meta-ს სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ 2023 წლის დასაწყისში Facebook-ს საქართველოში 2,60 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, Facebook-ის რეკლამის პოტენციალი საქართველოში 2022-2023 წლებში 100 000-ით (-3,7%-ით) შემცირდა.
Facebook-ის სარეკლამო წვდომა საქართველოში 2023 წლის დასაწყისში მთლიანი მოსახლეობის 69,6%-ის ეკვივალენტური იყო.
Facebook თავისი პლატფორმის გამოყენებას 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ამიტომ აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2023 წელს პლატფორმს სარგებლობის უფლების მქონე აუდიტორიის 85,5% იყენებდა.
დამატებითი კონტექსტისთვის, Facebook-ის სარეკლამო წვდომა საქართველოში 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის 91,1%-ის ეკვივალენტური იყო (განურჩევლად ასაკისა).
2023 წლის დასაწყისში საქართველოში Facebook-ის აუდიტორიის 53,8% ქალი იყო, ხოლო 46,2% მამაკაცი.
Meta-ს სარეკლამო ინსტრუმენტებში გამოქვეყნებული რიცხვები მიუთითებს, რომ Instagram-ს საქართველოში 2023 წლის დასაწყისში 1,30 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
Instagram 13 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის თავისი პლატფორმის გამოყენებას ზღუდავს, ამიტომ სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ საქართველოში 2023 წელს Instagram-ით «დასაშვები» აუდიტორიის 42,7% სარგებლობდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ Instagram-ის რეკლამის წვდომა საქართველოში 2023 წლის დასაწყისში ადგილობრივი ინტერნეტ მომხმარებელთა ბაზის 45,5%-ს შეადგენდა.
2023 წლის დასაწყისში საქართველოში Instagram-ის აუდიტორიის 58,0% ქალი იყო, ხოლო 42,0% მამაკაცი.
Meta-ს სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ 2023 წლის დასაწყისში Facebook Messenger-ს საქართველოში 2,20 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა.
კომპანია ვარაუდობს, რომ Facebook Messenger-ის სარეკლამო წვდომა საქართველოში წლის დასაწყისში მთლიანი მოსახლეობის 58,9%-ის ექვივალენტური იყო.
2023 წლის დასაწყისში საქართველოში Facebook Messenger-ის აუდიტორიის 54,2% იყო, ხოლო 45,8% მამაკაცი.
DataReportal-ზე დაყრდნობით, Facebook Messenger-ის პოტენციური რეკლამის პოტენციალი საქართველოში 2022-2023 წლებში 100 ათასით (-4,3 პროცენტით) შემცირდა.
LinkedIn-ის სარეკლამო რესურსებში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ 2023 წლის დასაწყისში LinkedIn-ს საქართველოში 540.0 ათასი «წევრი» ჰყავდა.
თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ LinkedIn აუდიტორიის მონაცემებს არა ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებლებზე დაყრდნობით, არამედ მთლიან დარეგისტრირებულ წევრებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
შედეგად, LinkedIn-ის ეს მაჩვენებლები სხვა სოციალური მედიის პლატფორმების მაჩვენებლებს არ უნდა შევადაროთ.
LinkedIn ვარაუდობს, რომ პლატფორმის აუდიტორია საქართველოში 2023 წლის დასაწყისში მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ის ექვივალენტური იყო.
LinkedIn თავისი პლატფორმის გამოყენებას 18 წელზე უმცროსი ასაკის ადამიანებისთვის ზღუდავს, ამიტომ სასარგებლოა იმის ცოდნა, რომ საქართველოში LinkedIn-ს «დასაშვები» აუდიტორიის 19,2% იყენებდა.
2023 წლის დასაწყისში, საქართველოში LinkedIn-ის აუდიტორიის 58,3 პროცენტი ქალი იყო, ხოლო 41,7 პროცენტი მამაკაცი.