ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ბრიტანეთში დაიწყეს საუბარი, კანონიერია თუ არა Netflix-ის პაროლის გაზიარება

ბრიტანეთის სამთავრობო სააგენტოს ცნობით, ონლაინ სტრიმინგის სერვისების პაროლების გაზიარება, როგორიცაა მაგალითად Netflix,  კანონს ეწინააღმდეგება.

კომენტარის დატოვება

ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა (IPO) განაცხადა, რომ პაროლის გაზიარების პრაქტიკა საავტორო უფლებების კანონს არღვევს.

თავად Netflix-ს არასდროს უთქვამს, რომ პაროლის გაზიარებას რამე სამართლებრივი ქმედება მოჰყვებოდა. 

დიდ ბრიტანეთში და მთელ მსოფლიოში პაროლის გაზიარება დანერგილი პრაქტიკაა, იმის მიუხედავად, რომ ეს მომსახურების ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება.

IPO-ს სპიკერმა თქვა, რომ პაროლის გაზიარება არის როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო დანაშაული.

«სისხლის სამართლისა და სამოქალაქო კანონმდებლობაში მთელი რიგი დებულებებია, რომლებიც პაროლის გაზიარების შემთხვევაში ამოქმედდება. გაზიარების მიზანია, მომხმარებელს საავტორო უფლებებით დაცულ ნამუშევრებზე წვდომა გადახდის გარეშე მიეცეს. ეს მიუღებელია», — ნათქვამია IPO-ს განცხადებაში.

«ეს დებულებები, გარემოებიდან გამომდინარე, შეიძლება ხელშეკრულების პირობების დარღვევას, თაღლითობას ან მეორადი საავტორო უფლებების დარღვევას მოიცავდეს. საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო ჩარევაც და მისი მეშვეობით გადაწყვეტილების მიღებაც არ არის გამორიცხული»

Netflix-მა განაცხადა, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვის ანგარიშებს სესხულობენ, ცხოვრების გამარტივება სურთ. ამიტომ, ფუნქციებს, როგორებიცაა საკუთარი პროფილის ახალ ანგარიშზე გადატანა და «ქვეანგარიშების» დამატება, 2023 წლიდან უფრო ფართოდ გაავრცელებს.

საინტერესოა, რომ IPO-ს ვარაუდით, პაროლის გაზიარებისთვის ადამიანებს, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროთ.

მაგრამ ამ ყველაფერს ლეგიტიმური სახე რომ მიეცეს, ჯერ პოლიციის გამოძიება უნდა ჩატარდეს. 

ჯერ-ჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმის თაობაზე, რომ დიდ ბრიტანეთში პოლიციის რომელიმე ძალები სტრიმინგ სერვისისის პაროლის გაზიარებისთვის გამოძიებას დაიწყებენ.

Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს ამჯერად რეკლამებით
Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს, ამჯერად რეკლამებით
თემის მიხედვით
Netflix მომხმარებლებს ახალ პაკეტს სთავაზობს, ამჯერად რეკლამებით

ასევე წაიკითხეთ
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
Google დიდი ბრიტანეთში მონაცემთა ცენტრს ააშენებს, ინვესტიცია $1 მლრდ-ია
ჩანდრეშ დესაი: Netflix-ის ტექნოლოგიური მიმოხილვა
ჩანდრეშ დესაი: Netflix-ის ტექნოლოგიური მიმოხილვა
ჩანდრეშ დესაი: Netflix-ის ტექნოლოგიური მიმოხილვა
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
რას უყურებდნენ Netflix-ზე 2023 წელს 
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
BBC: რა დაემართა NFT-ებს?
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.