ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს

Google დესკტოპის ბრაუზერს დაამატებს «ხმამაღლა წაკითხვის» რეჟიმს, რომელიც Microsoft Edge-ში გამოყენებული ფუნქციის მსგავსი იქნება. 

კომენტარის დატოვება
Chrome „ხმამაღლა წაკითხვის“ რეჟიმს ტესტავს

Google დესკტოპის ბრაუზერს დაამატებს «ხმამაღლა წაკითხვის» რეჟიმს, რომელიც Microsoft Edge-ში გამოყენებული ფუნქციის მსგავსი იქნება. 

ეს საჭირო ფუნქცია იქნება, ამასთან, მას შეიძლება უფრო ფართო მიზნებიც ჰქონდეს.

ამ ფუნქციით, ღილაკზე დაწკაპუნებით სტატიის ან მთელი ვებ გვერდის ხმამაღლა წაკითხვაა შესაძლებელი. ეს იმ ადამიანებს ეხმარება, რომლებიც ან ეკრანს ვერ ხედავენ ან ნაჩვენები სიტყვების წაკითხვა უჭირთ. ეს ასევე პოტენციურად დაეხმარება მათ, ვისაც გრძელი ონლაინ სტატიის აუდიო ფორმით მოსმენა სურს.

ამჟამად ფუნქცია მხოლოდ ბრაუზერის სატესტო ვერსიაში, Chrome’s Canary build-შია ხელმისაწვდომი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ის საერთოდ არსებობს, პერსპექტიული ნიშანია.

ფუნქცია სტატიის წაკითხვისას სიჩქარის კონტროლს მოიცავს. სავარაუდოა, რომ მეტი ვარიანტი დაემატება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ Google მსგავსი ფუნქციის შეთავსებას Microsoft-ის Edge ბრაუზერშიც აპირებს.

მას ასევე ხმამაღალი წაკითხვის ფუნქციის ვიზუალური კომპონენტი ექნება — ფუნქცია სანიშნის მსგავსია. ეს არის მნიშვნელოვანი ნახტომი ხელმისაწვდომობის კუთხით, ვინაიდან ეკრანის წამკითხველებს არა მხოლოდ მხედველობადაქვეითებული ადამიანები იყენებენ, არამედ ისინც, რომლებსაც კითხვა შეუძლიათ, მაგრამ ისეთი პირობების გამო უჭირთ, როგორიცაა ADHD ან დისლექსია. თუ გირჩევნიათ, ეს ვიზუალური ელემენტი არ გამოიყენოთ, შეგიძლიათ, ის მთლიანად გათიშოთ.

ამ ფუნქციის გამოშვების თარიღი დადგენილი არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, მას მალე ვიხილავთ.

ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.