ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
29 მარტი 2023, 11:00
2023-03-29
აშშ-ში 3D პრინტერით შექმნილ მსოფლიოში პირველ სასტუმროს გახსნიან
მასპინძლობის სფეროს გენიოსმა ლიზ ლამბერტმა, 3D სამშენებლო სტარტაპმა Icon-მა და დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია BIG-მა ძალები გააერთიანეს, რათა აშშ-ში, ტექსასის შტატში, 3D პრინტერით აშენებული პირველი სასტუმრო გახსნან.
შესაძლოა BIG-ზე უკვე გსმენიათ, რადგან ეს კომპანია ისეთი არქიტექტურული საოცრებების შემოქმედია, როგორიცაა VM Houses and Mountain Dwellings, რომლებიც კოპენჰაგენში მდებარეობს.
ლიზ ლამბერტი მასპინძლობის სფეროს ვარსკვლავი და El Cosmico-ს დამფუძნებელია. ეს არის კემპინგი, რომელიც მარფაში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ლოკაციად ითვლება. რაც შეეხება ახალ წამოწყებას, ის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, სწორედ El Cosmico-ს ტერიტორიაზე აშენდება.
ამ დროისთვის El Cosmico მხოლოდ 21 ჰექტარზეა გაშენებული. თუმცა, ძალიან მალე 3D-პრინტერით დაბეჭდილი ტექნოლოგია ამ ტერიტორიას თითქმის გააორმაგებს და 62 ჰექტარი ფართობის უდაბნოს ოაზისად გარდაქმნის.
ტერიტორია მასიური სასტუმრო აუზითა და საცხოვრებლებით იქნება დაკომპლექტებული, სადაც სტუმრები დასვენებასა და განტვირთვას შეძლებენ.
Icon-ის კონსტრუქციის სისტემა ვულკანურ პრინტერზეა დაფუძნებული. სტარტაპი სამშენებლო მასალა ლავაკრეტს (Lavacrete) აწარმოებს, რომელიც მეცნიერების მიერ არის შემუშავებული და საფუძვლიანი ტესტირება აქვს გავლილი, რათა მისი გამძლეობა გარანტირებული იყოს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ახალი საცხოვრებლები მტკიცე და საიმედო გარანტიაა იმისა, რომ ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო, არავინ დაზარალდება. პროექტის სურათები, რომლებიც BIG-ის ვებსაიტზეა განთავსებული, კომფორტისა და სრულყოფილების შეგრძნებას ტოვებს.
BIG-ის საიტზე პროექტის ბოლო ვადად 2023 წელია მითითებული, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, როდის იქნება El Cosmico სრულად მზად.