ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
16 აპრილი 2024, 13:38
2024-04-16
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მონაცემების ანალიტიკა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. თანამედროვე ორგანიზაციებს ინდივიდუალური მიდგომები და პრიორიტეტები აქვთ, რაც მონაცემთა ანალიტიკას ღირებულ უნარად აქცევს.
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მიხედვით, მონაცემების მეცნიერებზე მოთხოვნა, სულ მცირე, 2032 წლამდე გაგრძელდება.
მონაცემთა ანალიზი უაღრესად ტრანსფერული უნარი და ფუნქციაა, რომელიც ყველა ინდუსტრიაში, გლობალურად საჭიროა. თქვენ შეგიძლიათ სექტორების ფართო სპექტრში იმუშაოთ, დაწყებული ჯანდაცვით, ფინანსებით, ელექტრონული კომერციით, მარკეტინგით და, დამთავრებული ტექნოლოგიებით.
ახლა მონაცემთა ანალიზის შესასწავლად შესანიშნავი დროა — ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის აჩქარებისა და წინსვლის გამო. მიუხედავად იმისა, რომ კვალიფიკაციის ამაღლებას ცდილობთ, შეიძლება ამ მომენტში კონკრეტულ კურსში ინვესტირებისთვის საკმარისი ფული არ გქონდეთ. თუმცა, არსებობს რამდენიმე უფასო ონლაინ კურსი, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ:
OpenCourseWare ონლაინ პლატფორმაა, რომელიც კურსებს მსოფლიოს მრავალი წამყვანი უნივერსიტეტიდან მასპინძლობს, მათ შორის Ivy League სკოლებიდან — სრულიად უფასოდ, Creative Commons ლიცენზიის გამოყენებით. ერთ-ერთ ასეთ კურსს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი გთავაზობთ. MIT-ის მაღალი ხარისხის ლექციები და კურსის მასალები აქვს, თუ როგორ უნდა დავამუშავოთ და გავაანალიზოთ მონაცემები.
ამ უფასო ონლაინ კურსს, რომელიც Coursera-ს მეშვეობითაა უზრუნველყოფილი, დამატებითი უპირატესობა გააჩნია — ეს არის პროფესიული სერტიფიკატი. Google-ის კარიერული სერთიფიკატები დამსაქმებლების მიერ მთელს მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და მისი მიღება თქვენი კარიერული განვითარების შესანიშნავი გზაა. გაფართოებული ვერსია ასწავლის Python-ს, მანქანათმცოდნეობას, Jupyter Notebook-სა და Tableau-ს პროგრამულ უზრუნველყოფას — ეს ყველაფერი შეგიძლიათ თქვენი რეზიუმეს უნარების განყოფილებაში დაამატოთ, რითაც დაქირავების შანსებს გააუმჯობესებთ.
ეს კურსი მონაცემთა ანალიზის სწავლის პროცესს დამწყებთათვის ამარტივებს და შესანიშნავი შესავალი და საწყისი წერტილია შემდგომი ნაბიჯებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ზემოთ ნახსენები კვალიფიკაციის კურსი. როგორც Coursera-ს მეშვეობით შემოთავაზებული Google Career-ის ყველა სერტიფიკატის შემთხვევაში, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, კურსის ღირებულების დასაფარად ფინანსურ დახმარებას მიმართოთ.
ჰარვარდის უნივერსიტეტი edX-თან თანამშრომლობს, რათა სტუდენტებისთვის უფასო კურსები edX პლატფორმაზე უზრუნველყოს. თქვენ მთელი ტრენინგის ღირებულების გადახდა გიწევთ, თუ სერთიფიკატით გსურთ, თუმცა დააწკაპუნეთ თითოეულ მოდულზე (კურსზე) edX-ის სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, ის შესაძლებლობას მოგცემთ, კურსის მასალები უფასოდ ისწავლოთ. სერთიფიკატის მისაღებად განახლება დაგჭირდებათ.
Amazon Web Services (AWS) უამრავ ონლაინ სერთიფიკატსა და მუდმივი პროფესიული განვითარების ტრენინგებს გთავაზობთ. რომლებიც სპეციფიკურ ტექნიკურ კარიერულ გზებზეა მორგებული. ამ სასწავლო გზებიდან ერთ-ერთი მათი მონაცემთა ანალიტიკის ტრენინგია. ისინი ამას უფასო ვირტუალური ვებინარებითა და ინდივიდუალური კურსებით უზრუნველყოფენ, რომელთა შესწავლაც დამოუკიდებლად ან მონაცემთა ანალიტიკის სასწავლო გეგმის ფარგლებში შეგიძლიათ.
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.