ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ გავხდეთ მონაცემთა ანალიტიკოსები 6 თვეში 2024 წელს?

მონაცემთა ანალიტიკოსი — ეს არის ბიზნესის სამყაროს დეტექტივი. ის დიდი მოცულობის ინფორმაციას იკვლევს, რათა ფარული სიუჟეტები გამოავლინოს და კომპანიებს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს. 2024 წელს მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია კვლავ საკვანძოა, რაც მონაცემთა მოცულობის ფეთქებად ზრდას, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და მანქანურ სწავლებას უკავშირდება, ასევე ბიზნეს-ანალიტიკაზე კომპანიების ფოკუსის გაძლიერებას.

გიყვებით, როგორ შეხვიდეთ სფეროში 6 თვეში და დაზოგოთ $200.

კომენტარის დატოვება

რა არის Google Data Analytics-ის პროფესიული სერტიფიცირება

ისწავლით Google-ის თანამშრომლებისგან. მათ დიდი ცოდნა აქვთ. 

  • სწავლის დროს სრული წარმოდგენა შეგექმნებათ უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსების მიერ ყოველდღიურ მუშაობაში გამოყენებული პრაქტიკებსა და პროცესების შესახებ;
  • შეისწავლით საკვანძო ანალიტიკურ უნარებსა (წმენდა, ანალიტიკა და მონაცემების ვიზუალიზაცია) და ინსტრუმენტებს (ელექტრონული ცხრილები, SQL, R პროგრამირება, Tableau);
  • გაიგებთ, როგორ გაწმინდოთ და დაალაგოთ მონაცემები ანალიზისთვის.
  • ასევე, შეასრულოთ გამოთვლები ელექტრონული ცხრილების გამოყენებით, SQL და R პროგრამირებით.
  • ისწავლით, როგორ გამოსახოთ ვიზუალურად და წარადგინოთ მიღებული მონაცემები ინფორმაციულ პანელებზე, პრეზენტაციებსა და ვიზუალიზაციის ხშირად გამოყენებად პლატფორმებზე.

ექსპერტული სწავლებისა და პრაქტიკული პროექტების გარდა, თქვენ თემატურ კვლევას ჩაატარებთ, რომლის გაზიარებასაც შემდგომ პოტენციურ დამსაქმებლებთან შეძლებთ, რათა თქვენი უნარების დემონსტრირება შეძლოთ.

კურსდამთავრებულთა 75% პოზიტიური კარიერული შედეგების შესახებ აცხადებს (როგორიცაა ახალი სამუშაო, დაწინაურება) სწავლების დასრულებიდან ექვსი თვის განმავლობაში (2022 წლის აშშ-ის პროგრამის კურსდამთავრებულთა გამოკითხვაზე დაფუძნებით).

სწავლების პროგრამა

Google Data Analytics პროფესიული სერტიფიცირების სასწავლო პროგრამა შედგება 8 კურსისგან:

  1. საფუძვლები: მონაცემები, მონაცემები ყველგან (22 საათი);
  2. დასვით კითხვები, რათა გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოთ (21 საათი);
  3. მოამზადეთ მონაცემები კვლევისთვის (25 საათი);
  4. მონაცემების დამუშავება ჭუჭყიანიდან სუფთამდე (23 საათი);
  5. გაანალიზეთ მონაცემები, რათა პასუხები გასცეთ კითხვებს (26 საათი);
  6. მონაცემების გაზიარება ვიზუალიზაციის ხელოვნების საშუალებით (24 საათი);
  7. მონაცემთა ანალიზი R პროგრამირების გამოყენებით (36 საათი);
  8. Google Data Analytics Capstone: ჩაატარეთ თემატური კვლევა (9 საათი);

დეტალები

სწავლის ფასი:  პირველი 7 დღე უფასოა, შემდეგ — თვეში $59 ღირს. კურსის გავლის შემდეგ არ დაგავიწყდეთ გამოწერის გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას კვლავ ჩამოგაჭრიან და  მის უკან დაბრუნებას ვერ შეძლებთ.

შეგიძლიათ, გააფორმოთ Coursera Plus-ის წლიური გამოწერა და წელიწადში $199-ად ($399-ის ნაცვლად) შეუზღუდავი წვდომა გქონდეთ კურსებზე, პროექტებზე კონსულტაციებით, სპეციალიზაციებსა და პროფესიულ სერტიფიცირებაზე.

ხანგრძლივობა: დაახლოებით 6 თვე (კვირაში 10-საათიანი მეცადინეობის შემთხვევაში)

ენა: ინგლისური

რეიტინგი: Coursera-ზე კურსმა 4.8 დააგროვა, მას ხმა 120 ათასზე მეტმა სტუდენტმა მისცა.

გამოხმაურებები

Scott H.
ეს არის კარგად შემუშავებული გზა მონაცემთა ანალიტიკის სამყაროში. სასერტიფიკატო პროგრამაში ნასწავლი ინსტრუმენტების გამოყენებით შევქმენი სამუშაო ნიმუშების პორტფოლიო, რომელიც აჩვენებდა ჩემს, როგორც ანალიტიკოსის შესაძლებლობებს, და სწავლის დასრულების შემდეგ დავიწყე სრულ განაკვეთზე მუშაობა, როგორც მონაცემთა ანალიტიკოსმა. 
Rakshith S.
Google-ის მონაცემთა მეცნიერების პროფესიული სერტიფიცირების კურსები იდეალურია დამწყებთათვის. უსაზღვროდ მიხარია, რომ Coursera აღმოვაჩინე და მადლობელი ვარ Google-ის ასეთი შესანიშნავი პროგრამის შექმნისთვის. იმდენი უნარი შევიძინე!

Mariia S.

Mariia S.

ამერიკაში სხვა ქვეყნის დიპლომით ჩასვლის შემდეგ, მივხვდი, რომ პროფესიული მიზნების მისაღწევად დამატებითი ტრენინგების გავლა მომიწევდა. Google -ის მონაცემთა ანალიტიკის პროფესიული სერტიფიცირების პროგრამა ავირჩიე, რადგან ვიცოდი, რომ ეს დამეხმარებოდა იმ ცოდნის მოპოვებაში, რაც დამეხმარებოდა მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციის მოპოვებასა და ამ სფეროში წარმატებული სამუშაოსთვის. მადლობა Google-ს და Coursera-ს ამ შესაძლებლობისთვის!

ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
თემის მიხედვით
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 

ასევე წაიკითხეთ
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
7 კურსი ახალი ჰობის ასათვისებლად
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა. აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
ChatGPT-ში მონაცემთა ანალიზი საგრძნობლად გაუმჯობესდა
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის  მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
5 უფასო კურსი, რომელიც მონაცემთა მეცნიერებისთვის მათემატიკის დაუფლებაში დაგეხმარებათ
თუ თქვენ მონაცემთა მეცნიერებას სწავლობთ, მათემატიკაში კარგი საფუძვლის შექმნა თქვენს სასწავლო მოგზაურობას უფრო მარტივსა და ეფექტიანს გახდის. 
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მონაცემების ანალიტიკა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. თანამედროვე ორგანიზაციებს ინდივიდუალური მიდგომები და პრიორიტეტები აქვთ, რაც მონაცემთა ანალიტიკას ღირებულ უნარად აქცევს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.