ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან

წარმოგიდგენთ 5 უფასო კურსს, რომელთაც საუკეთესო სასწავლებლები და კომპანიები გთავაზობენ და რომელიც დაგეხმარებათ, Python-ს სრულყოფილად დაეუფლოთ👇

კომენტარის დატოვება
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან

წარმოგიდგენთ 5 უფასო კურსს, რომელთაც საუკეთესო სასწავლებლები და კომპანიები გთავაზობენ და რომელიც დაგეხმარებათ, Python-ს სრულყოფილად დაეუფლოთ👇

Harvard University

კურსი ითვალისწინებს თეორიულ ნაწილს, ასევე, პრაქტიკულ რჩევებსა და დავალებებს. ის გამოსადეგი იქნება დაინტერესებული როგორც გამოცდილების მქონე, ისე გამოუცდელი ადამიანებისთვის. 

კურსზე გაიგებთ: 

  • როგორ წეროთ და წაიკითხოთ კოდი, ასევე, როგორ გატესტოთ ის. 
  • ფუნქცების, არგუმენტების და მათი მნიშვნელობების, ცვლადების და ტიპების შესახებ; პირობით და ლოგიკურ გამოხატვებს; 
  • როგორ გაუმკლავდეთ გამონაკლისებს, მოვძებნოთ და გამოვასწოროთ შეცდომები და დავწეროთ მოდულური ტესტები; როგორ გამოიყენოთ მესამე მხარის ბიბლიოთეკები; რეალური სამყაროს ერთეულების მოდელირება კლასებით, ობიექტებით, მეთოდებითა და თვისებებით;
  • ისწავლით ფაილების კითხვას და წერას.

გჭირდებათ მხოლოდ ვებ ბრაუზერი. 

კურსი ინგლისურ ენაზეა და 10 კვირაზეა გაწერილი. 

კურსის აღება

FreeCodeCamp

Feecodecamp გვთავაზობს პროგრამას დამწყებთათვის, რომელთაც სურთ, იცოდნენ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. ინტერაქტიული პლატფორმა გთავაზობთ, კურსის ყველა საფეხური თანმიმდევრობით გაიაროთ, შექმნათ 5 პროექტი თითოეული მათგანისთვის და ჩააბარეთ ყველა გამოცდა. 

გადადით FreeCodeCamp-ის საიტზე

FreeCodeCamp გთავაზობთ Phyton-ის შემდეგ კურსებს (გაიარეთ თანმიმდევრობით):

Google 

ეს არის უფასო კურსი მათთვის, ვისაც აქვს პროგრამირების მცირე გამოცდილება და სურს Python-ის სწავლა.

კურიკულუმი და მასალები ნიკ პარლანტემ შექმნა — ის Google-ის engEDU-ის თანამშრომელია. Google-ში მთელი ეს მასალა წარმოადგენს ინტენსიურ 2-დღიან კურსს, ამიტომ ვიდეოები ორგანიზებულია 1-დღიან და 2-დღიან სექციებად.

კურსის აღება

Kaggle

Kaggle გაძლევთ უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ, დამოუკიდებლად ისწავლოთ მონაცემთა მეცნიერება. რესურსი შეიცავს სხვადასხვა სირთულის 17 კურსს:

  • შესავალი პროგრამირებაში;
  • პითონი — ენის შესწავლა;
  • შესავალი მანქანურ სწავლებაში;
  • Pandas — მოკლე პრაქტიკული პრობლემები მონაცემთა მეცნიერების უნარების გასაუმჯობესებლად; 
  • მანქანური სწავლება — შემდეგი დონე;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • ფუნქციის ინჟინერია;
  • შესავალი SQL-ში;
  • SQL — მოწინავე დონე;
  • შესავალი Deep Learning-ში;
  • კომპიუტერული ხედვა — შექმენით კონვოლუციური ნერვული ქსელები TensorFlow-ითა და Keras-ით.
  • Time Series;
  • მონაცემთა გასუფთავება;
  • AI ეთიკის შესავალი.
  • გეოსივრვითი ანალიზი.
  • მანქანური სწავლების ახსნის უნარი.
  • შესავალი Game AI-ში;

კურსის აღება

Cisco

უმსხვილესი IT კომპანია Cisco გთავაზობთ შესავალ კურსს Python-ში.  პროგამირების ამ ენის სწავლის დაწყება სწორედ აქედან შეგიძლიათ. 

კურსი დაყოფილია 2 ნაწილად: 

  • პირველი ნაწილი (PE1: 35 საათი) მოგამზადებთ PCEP — Entry Level Python პროგრამისტის სერტიფიკატისთვის. 
  • მეორე ნაწილი (PE2: 40 საათი) მოგამზადებთ PCAP — Certified Associate in Python Programming Certification-ისთის. 

კურსის აღება



ასევე წაიკითხეთ
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp Kids იწყება
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ზე ახალი მომხმარებლებისთვის ისევ აქციაა — იყიდეთ გამოწერა 1 აშშ დოლარად 
Coursera-ს ახალი მომხმარებლებისთვის მორიგი აქცია აქვს — 24 ნოემბრამდე Coursera Plus-ის გამოწერა $1-ად არის შესაძლებელი. 
Gita საქართველოს ბანკთან ერთად ტექნოპარკში სასწავლო პროექტს, CodeIT-ის იწყებს
Gita საქართველოს ბანკთან ერთად ტექნოპარკში სასწავლო პროექტს, CodeIT-ის იწყებს
Gita საქართველოს ბანკთან ერთად ტექნოპარკში სასწავლო პროექტს, CodeIT-ის იწყებს
როგორ შევიდეთ AI სფეროში ერთ თვეში
როგორ შევიდეთ AI სფეროში ერთ თვეში
როგორ შევიდეთ AI სფეროში ერთ თვეში
ერთ თვეში თქვენ Python-ის საფუძვლებსა და სხვა ინსტრუმენტებს აითვისებთ ხელოვნურ ინტელექტთან სამუშაოდ. და ამასთან, გაიგებთ, როგორ ეხმარება ტექნოლოგიები ჯანდაცვას, კატასტროფების ლიკვიდაციასა და გლობალურ დათბობასთან ბრძოლას. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.