Microsoft-მა Twitter სარეკლამო პლატფორმიდან მოხსნა
Microsoft-მა ახლახან დააანონსა, რომ 2023 წლის 25 აპრილიდან Multi-platform Smart Campaigns Twitter-ის მხარდამჭერი აღარ იქნება.
Microsoft-მა ახლახან დააანონსა, რომ 2023 წლის 25 აპრილიდან Multi-platform Smart Campaigns Twitter-ის მხარდამჭერი აღარ იქნება.
Microsoft Advertising-ის მომხმარებლებმა ელფოსტა მიიღეს, სადაც აცნობეს, რომ ციფრული მარკეტინგის ცენტრი (DMC) Twitter-ის მხარდაჭერას წყვეტს. შესაბამისად, ისინი Twitter-ის ანგარიშებზე სოციალური მედიის მართვის (Digital Marketing Center’s-ის) ინსტრუმენტებით წვდომას ვეღარ შეძლებენ. მომხმარებლები Microsoft Advertising პლატფორმაზე ვერც ძველ ტვიტებსა და ჩართულობას ნახავენ.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, მნიშვნელოვან მარკეტინგულ და სარეკლამო კონფერენციაზე გამოჩნდა, რათა ბრენდები პლატფორმაზე მოეზიდა. Twitter-მა თავისი უმსხვილესი რეკლამის განმთავსებლების ნახევარი მასკი მართველობის პერიოდში დაკარგა.
Microsoft Advertising რეკლამის განმთავსებლებს სხვადასხვა სოციალური მედიის ანგარიშების ერთ ადგილიდან მართვის საშუალებას აძლევდა. მომხმარებლები ტვიტებს, DM-ებსა და შეტყობინებებს Facebook-დან, Instagram-დან და LinkedIn-იდან პასუხობენ.
Microsoft Advertising ბიზნესებს ფასიანი სარეკლამო კამპანიების მართვაში ისეთ პლატფორმებზე ეხმარება, როგორიცაა Google Ads, Facebook, Instagram და Microsoft Search Advertising.
კომპანიები, რომლებიც Microsoft Advertising-ს იყენებენ, Facebook-ზე, Instagram-სა და LinkedIn-ზე კონტენტის შექმნას და მართვას ჩვეულებრივად გააგრძელებენ, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ.
გასულ წელს, Microsoft-მა ციფრული რეკლამით Microsoft-მა 12 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
Twitter-ზე წვდომის დაკარგვა ნიშნავს, რომ რეკლამის განმთავსებლებს თავიანთი სტრატეგიების შეცვლა მოუწევთ. Twitter-ის კამპანიების მართვისა და თვალყურის დევნებისთვის ალტერნატიული პლატფორმები უნდა მოიძიონ. ფაქტია, ილონ მასკის სათავეში მოსვლის შემდეგ რეკლამის განმთავსებლებს რთულად მოსაგვარებელი გამოწვევები შეექმნათ.