ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Google დესკტოპებისთვის უწყვეტი სქროლვის ფუნქციას ამატებს

Google დესკტოპზე უწყვეტი სქროლვის ფუნქციას ამატებს, რათა მომხმარებლებს ინფორმაციის ძებნის პროცედურა გაუმარტივოს.  

კომენტარის დატოვება
Google დესკტოპებისთვის უწყვეტი სქროლვის ფუნქციას ამატებს

Google დესკტოპზე უწყვეტი სქროლვის ფუნქციას ამატებს, რათა მომხმარებლებს ინფორმაციის ძებნის პროცედურა გაუმარტივოს.  

ეს ფუნქცია პირველად სმარტფონების მომხმარებლებმა გამოსცადეს. თავდაპირველად, 2021 წლის ოქტომბერში, კომპანიამ უწყვეტი სქროლვა სწორედ მობილურებზე დატესტა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებმა უწყვეტი სქროლვა უსასრულო სქროლვად არ უნდა აღიქვან. ისინი მსგავსი ცნებებია, თუმცა უწყვეტი სქროლვა რამდენიმე გვერდის შემდეგ ჩერდება, სანამ არ დაინახავთ ღილაკს — «მეტი».

ახალი ფუნქცია ისეთი საიტებისთვის იქნება მომგებიანი, რომლებიც ნაკლებად პოპულარულნი არიან და Google-ის ახლანდელ ძიების სტილში პირველ გვერდზე ვერ ხვდებიან. ადამიანები, როგორც წესი, მეორე გვერდზე გადასვლას თავს არიდებენ.

«დღეიდან ჩვენ უწყვეტ გადახვევას დესკტოპზეც დავამატებთ, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უფრო სასარგებლო ძიების შედეგების ნახვა ნაკლები დაწკაპუნებით განაგრძოთ. ახლა, როცა გვერდის ბოლოში ჩახვალთ, შესაბამისი შედეგების პოვნას გააგრძელებთ და ახალ იდეებს აღმოჩენთ». — განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა სპიკერმა.

ბევრი მომხმარებელი ჩიოდა, რომ Google-ის ძიების შედეგები ხარისხობრივად უარესდებოდა. საპასუხოდ კომპანიამ მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა, მათ შორის ძიების შედეგები უფრო მეტად ვიზუალური გახადა.

Google ასევე მუშაობს დესკტოპის დიზაინის გაუმჯობესებაზე. კომპანია ე.წ. ვიჯეტის სტილის დანერგვას აპირებს, რათა მომხმარებლებს ერთი შეხედვით ისეთ ინფორმაციაზე მისცეს წვდომა, როგორიცაა ამინდი და აქციების ფასი.

Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს
თემის მიხედვით
Google-ს მომხმარებელთა კონფიდენციალურობის დარღვევისთვის $391 მლნ-ის გადახდა მოუწევს


ასევე წაიკითხეთ
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
NVIDIA-მ გიგანტური GPU, DGX GH200 გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Microsoft-მა ახალი ანალიტიკური პლატფორმა Fabric გამოუშვა
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
Colab AI - გუგლი Microsoft-ის GitHub Copilot-ის მსგავს ინსტრუმენტს უშვებს
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
SEO — საკვანძო სიტყვების კვლევის 10 უფასო ინსტრუმენტი
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესაძლებლობა საკვანძო სიტყვების კვლევაა, რაც კონტენტის შექმნას ამარტივებს.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.