«რიცხვებთან მუშაობა მიყვარს, მგონია, რომ მათგან ბევრი ინფორმაციის მიღება შეიძლება. და მგონია, რომ რიცხვების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყველაზე სწორია». — გვეუბნება ეთერო სახოკია, მონაცემთა ანალიზისა და მართვის სპეციალისტი.
35 წლის ეთო, რომელიც პროფესიით ფინანსისტი და ეკონომისტია, უკვე 6 წელია, სტუდენტებს და დაინტერესებულ ადამიანებს მონაცემების დამუშავებას ასწავლის. თავიდან ფოკუსი Microsoft Exel-ზე ჰქონდა, ხოლო ბოლო 2 წელია, Power BI-ზე გადაერთო. ეთერო თავის ცოდნას იუთუბ არხის მეშვეობითაც ავრცელებს, რათა მონაცემთა მართვის ნიუანსები სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახადოს ნაცნობი და ხელმისაწვდომი.
Რა არის Power BI
Microsoft Power BI მონაცემთა ვიზუალიზაციის ინტერაქტიური პროგრამაა, ძირითადი აქცენტით ბიზნეს ინტელექტზე. Power BI არის პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების, აპლიკაციებისა და და კონექტორების კრებული, რათა მონაცემთა შეუთავსებელი წყაროები თანმიმდევრულ, ვიზუალურად ჩაღრმავებულ და ინტერაქტიურ ცნობებად გადააქციონ. Power BI-ში მონაცემების შეყვანა პირდაპირ მონაცემთა ბაზიდან, ვებგვერდიდან, PDF-დან და ცხრილებიდან შეიძლება.
შემოსავლების სამსახურში, თავდაცვის სამინისტროში და სხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში მუშაობის შემდეგ ეთერომ ილიას უნივერსიტეტში მონაცემთა ანალიზისა და მართვის სწავლება დაიწყო. მას BTU მოჰყვა.
თუმცა, ახლა მისი დროის ძირითადი ნაწილი იუთუბ არხს და სასწავლო კურსს ეთმობა, რომელიც თავად შექმნა და რომელზე დარეგისტრირებაც მონაცემებით დაინტერესებულ ყველა მსურველს შეუძლია.
იუთუბ არხი შექმნა იმიტომ, რომ ცოდნის გაზიარება უყვარს და როგორც თავად ამბობს, კარგადაც გამოსდის.
ეთეროს იუთუბ არხზე ათობით ვიდეოა განთავსებული. მათი დიდი ნაწილი — შედარებით ადრინდელი ვიდეოები ექსელს ეხება, უახლესი ვიდეოები კი Power BI-ის.
მისივე თქმით, მონაცემთა მართვის შესწავლის პროცესი საკუთარ თავთან მუშაობას და კრეატივის გამომჟღავნებას ითხოვს.
ეთერო ყველაფერს, რაც თავად ისწავლა, როგორც მისი იუთუბ არხის გამომწერებს უზიარებს, ისე იმ ადამიანებსაც, ვისაც მონაცემთა მართვის და პროგრამა Power BI-ის სწავლა სიღრმისეულად და დაუყოვნებლივ უნდა.
ამისთვის მან კურსი შეიმუშავა და მიღებაც გამოაცხადა.
კურსი, რომელიც Power BI-ის ეხება, 12 შეხვედრას მოიცავს, ჯამში 30 საათს. ფასი 900 ლარია.
ეთერო ამბობს, რომ კურსი მონაწილეებს დაეხმარებათ, კარგად და საფუძვლიანად შეისწავლონ კომპიუტერული პროგრამები. პროგრამა მონაცემთა მართვის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
მონაცემთა ანალიზის 5 უფასო ონლაინ კურსი 2024 წლისთვის
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მონაცემების ანალიტიკა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება. თანამედროვე ორგანიზაციებს ინდივიდუალური მიდგომები და პრიორიტეტები აქვთ, რაც მონაცემთა ანალიტიკას ღირებულ უნარად აქცევს.
მათემატიკა Machine Learning-სა და Data Science-ისთვის: ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
IT-ის კრიზისის მიუხედავად, მანქანური სწავლებისა და მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტები ახლა მოთხოვნის პიკში არიან. ამიტომაც Coursera-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურსი მათემატიკის პროგრამაა, რომელიც ორივე სფეროში გამოიყენება.