ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ ვისწავლოთ Python უფასოდ: 10 ონლაინ რესურსი

თუ თქვენ კოდირების სწავლას ახლა იწყებთ, Python (ინტერპრეტაციული პროგრამირების ენა, რომელიც ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისა და ამოცანების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება) დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მისაღებია.

კომენტარის დატოვება
როგორ ვისწავლოთ Python უფასოდ: 10 ონლაინ რესურსი

თუ თქვენ კოდირების სწავლას ახლა იწყებთ, Python (ინტერპრეტაციული პროგრამირების ენა, რომელიც ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისა და ამოცანების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება) დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მისაღებია.

Python-ის სხვადასხვა აპლიკაციაში ვებ განვითარება, მანქანათმცოდნეობა, სისტემის სკრიპტირება და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება შედის. ნაცნობი ვებ პლატფორმები, როგორიცაა Google, YouTube, Spotify, Pinterest, Dropbox და Netflix, Python-ს აქტიურად იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამირების ენის სწავლა შეიძლება რთული ჩანდეს,Python აღჭურვილია ინტუიციური სინტაქსით და რეალურად კარგია როგორც დამწყებთათვის, ასევე გამოცდილი პროგრამისტებისთვის. 

რა არის პითონი და რისთვის გამოიყენება?

Python მაღალი დონის, ინტერპრეტაციული პროგრამირების ენაა, რომელიც ხშირად ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისა და ამოცანების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება. პროგრამისტები ასევე Python-ს იყენებენ:

  • მონაცემთა მეცნიერებაში;
  • მონაცემთა ვიზუალიზაციაში;
  • ხელოვნურ ინტელექტში;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში ან პროტოტიპის შექმნაში;
  • თამაშის განვითარებაში;
  • დესკტოპის აპლიკაციებში;
  • სისტემების ადმინისტრირებაში.

როგორც ზოგადი დანიშნულების ენა, Python კონკრეტული დომენისთვის ან აპლიკაციისთვის სპეციალიზირებული არ არის და ის შეიძლება სხვადასხვა პროგრამების შესაქმნელად იქნას გამოყენებული. ამასთან, ის განმეორებითი, ყოველდღიური ამოცანების გასამარტივებლად და სამუშაო ნაკადების ავტომატიზაციისთვისაც გამოიყენება.

პითონს რამდენიმე მახასიათებელი გააჩნია, რაც დეველოპერებსა და ინჟინრებში მის პოპულარობას განსაზღვრავს. ესენია:

  • წასაკითხად მარტივია — პითონი უფრო მეტად ინგლისურ საკვარძო სიტყვებს იყენებს, ვიდრე პუნქტუაციას.
  • ყველასთვის ხელმისაწვდომია — კოდის წყაროს ჩამოტვირთვა, მისი შეცვლა და ისე გამოყენება შეგიძლიათ, როგორც გსურთ.
  • ყველაფერს ერგება — ზოგიერთი ენა სხვადასხვა პლატფორმაზე წარმატებით გასაშვებად კოდის შეცვლას ითხოვს, მაგრამ პითონე ენაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთი და იგივე კოდი ნებისმიერ ოპარაციულ სისტემაზე გაუშვათ.
  • გამოყენების ფართო საზღვრები გააჩნია — პითონის კოდის დაწერა სხვა ენებზეც (მაგალითად, C ++) შესაძლებელია. მომხმარებლებს დაბალი დონის მოდულების პითონის თარჯიმანში დამატება და ინსტურმენტების მორგება/ოპტიმიზაცია შეუძლიათ.
  • ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა გააჩნია — ეს ბიბლიოთეკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს თითოეული ფუნქციისთვის კოდის დაწერა არ უწევთ.

Python-ის 10 უფასო ონლაინ კურსი

Coursera-ს პროგრამირება ყველასთვის (Coursera’s Programming for Everybody)

თუ მზად ხართ Python ისწავლოთ, Programming for Everybody ყოვლისმომცველი, საწყისი დონის კურსიa, რომელიც Python-ის პროგრამირების საფუძვლებს მოიცავს. Coursera-ს საგანმანათლებლო პარტნიორის, მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ ამ კურსში, თქვენ Python-ის სინტაქსსა და სემანტიკას შეისწავლით. ასევე შეისწავლით, როგორ გამოიყენოთ ძირითადი პროგრამირების ხელსაწყოები.

Microsoft-ის შესავალი Python-ში (Microsoft’s Introduction to Python)

Microsoft-ის შესავალი Python-ში მოკლე, 16 წუთიანი მოდულია, რომელიც რვა ერთეულს მოიცავს. დამწყებებს, რომლებიც პროგრამირებაში ახლები არიან ან Python-ის გამოყენების გამოცდილება არ აქვთ, შეუძლიათ Python-ის აპლიკაციების გაშვებას გაეცნონ, ამასთან Python-ის ინტერპრეტატორი სკრიპტებისა და განცხადებების გასაშვებად, ცვლადების განსაზღველად და ძირითადი Python აპლიკაციის შესაქმნელად გამოიყენონ.

Udemy-ის Learn Python დამწყებთათვის

Udemy-ის Python-ის შესავალი კურსი Jupyter Notebook-ის გამოყენებით ნებისმიერი პროგრამირების ენის საფუძვლებს მიმოიხილავს. სტუდენტები Jupyter Notebook IDE-ის დაყენებას სწავლობენ და მის ძირითად ფუნქციებს ეცნობიან. ეს კურსი 32 ლექციას მოიცავს და დაყოფილია რვა სექციად, რომლებიც საფუძვლებს, მონაცემთა სტრუქტურებს, კონტროლის ნაკადს, მარყუჟებს, ფუნქციებსა და ფაილებს მოიცავს. 

Udemy-ის შესავალი Python-ის პროგრამირებაში

Udemy-ის სწრაფი და მარტივი შესავალი კურსი სამ ნაწილადაა დაყოფილი, რომელშიც მოცემულია 19 ვიდეო ლექცია, რომელთა საერთო ქრონომეტრაჟი დაახლოებით ერთ საათზე მეტია. თქვენ Python-ის კოდირების საფუძვლებისა და სინტაქსის მეშვეობით ნაბიჯ-ნაბიჯ მითითებებს მიიღებთ. სტუდენტები ფუნდამენტურ ცნებებს იკვლევენ, როგორიცაა ცვლადები, სტრიქონები, მონაცემთა ტიპები, ფაილების მანიპულირება, მარყუჟები, პირობები და ფუნქციები.

Google-ის Python კლასი (Google’s Python Class)

Google-ის ინტენსიური, ორდღიანი კურსი მონაწილეებს, პროგრამირების ენის კონცეფციების საბაზისო გაგებითა და პროგრამირების მინიმალური გამოცდილებით, იდეალურად ერგება. ეს კურსი წერილობით მასალებს, კოდის სავარჯიშოებს და ვიდეო ლექციებს შეიცავს. მოსწავლეები სტრიქონებსა და სიებს (strings and lists), პროცესებს, ტექსტურ ფაილებსა და HTTP კავშირებს სწავლობენ. სტუდენტები კოდირების სავარჯიშოების სერიას ასრულებენ, რომელიც თანდათან უფრო რთული ხდება.

freeCodeCamp’s Learn Python

YouTube-ის ეს პოპულარული კურსი თითქმის 4,5 საათი გრძელდება და Python-ის ძირითადი კონცეფციების შესახებ ყოვლისმომცველ შესავალს უზრუნველყოფს —  დაწყებული იქიდან, როგორ დააინსტალიროთ Python და PyCharm. თქვენ ცვლადების, მონაცემთა ტიპების, სტრიქონების, სიების, მარყუჟებისა და ობიექტების ფუნქციების შესახებ შეიტყობთ. თქვენ ასევე შეისწავლით, როგორ შექმნათ კალკულატორი, მთარგმნელი, თამაში და ვიქტორინა.

educative-ის Learn Python 3 from Scratch

ეს დამწყები დონის ინტერაქციული კურსი Python 3-ის საშენ ბლოკებს აყალიბებს — Python-ის საფუძვლებით იწყება და საბოლოოდ უფრო მაღალი დონის ცნებებამდე მიდის, როგორიცაა ფუნქციები და მარყუჟები. ეს კურსი 14 გაკვეთილს მოიცავს — 29 ილუსტრაცია, 62 სათამაშო მოედანი და 5 ვიქტორინა. კურსის ბოლოს, Python 3-ის გამოყენებით, თქვენი საკუთარი აპლიკაციების შექმნას შეძლებთ.

Codecademy-ის Learn Python 2

Codecademy-ის Python 2 კურსი საუკეთესოდ ემსახურება დამწყებებს, რომელთა მიზანია, პროგრამირების ფუნდამენტური კონცეფციები და Python პროგრამირების ენა ისწავლონ. ამ კურსის დასრულებას დაახლოებით 17 საათი სჭირდება და 20 გაკვეთილს, ცხრა პროექტსა და ცხრა ვიქტორინას მოიცავს. თქვენ სინტაქსს, სტრიქონებსა და კონსოლის გამომავალს, კონტროლის ნაკადს, ფუნქციებს, სიებსა და ლექსიკონებს, სიებსა მარყუჟებს (loop) შეისწავლით.

Coursera-ს Advanced Algorithms and Complexity

Coursera-ს კურსი, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით არის შემოთავაზებული, Python-ის შემსწავლელებს რთული პრობლემების გადასაჭრელად ინსტრუმენტებს სთავაზობს.

ამ კურსში თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ქსელის ნაკადებს და მათ აპლიკაციებს, ხაზოვან პროგრამირებასა და სტრიმინგ ალგორითმებს გაეცნობით, რომლებიც დიდ მონაცემთა დამუშავებაში გამოიყენება. ამ კურსს დაახლოებით 27 საათი სჭირდება და ვიდეო ლექციებს, საკითხავ მასალასა და ვიქტორინებს მოიცავს.

Real Python Advanced Python Tutorials

Real Python სიღრმისეულ გაკვეთილებს გთავაზობთ — სტატიებისა და ვიდეობის გამოყენებით. ეს მასალები Python-ის პროგრამირების გაფართოებულ თემებს მოიცავს, მათ შორის მონაცემთა სტრუქტურებს, მანქანათმცოდნეობას, ფუნქციურ პროგრამირებას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, პარალელურ პროგრამირებას, კონკურენტულობასა და ტექსტის კლასიფიკაციას. 

დაიწყეთ Python-ის სწავლა Google-ის პროგრამით — ჩვენ მოკლე შესავალი კურსი ვიპოვეთ
დაიწყეთ Python-ის სწავლა Google-ის პროგრამით — ჩვენ მოკლე შესავალი კურსი ვიპოვეთ
თემის მიხედვით
დაიწყეთ Python-ის სწავლა Google-ის პროგრამით — ჩვენ მოკლე შესავალი კურსი ვიპოვეთ
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
თემის მიხედვით
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
Python-ის სწავლა ონლაინ უფასოდ ქართულ ენაზე შეგიძლიათ
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ
თემის მიხედვით
Python-ის სწავლა ონლაინ, უფასოდ, ქართულ ენაზე შეგიძლიათ


ასევე წაიკითხეთ
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
კოდირების 100 დღე — Udemy-ს ბუთკემპი მათთვის, ვისაც Python-ის სწავლა უნდა
კოდირების 100 დღე — Udemy-ს ბუთკემპი მათთვის, ვისაც Python-ის სწავლა უნდა
კოდირების 100 დღე — Udemy-ს ბუთკემპი მათთვის, ვისაც Python-ის სწავლა უნდა
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
Python-ის 5 უფასო კურსი საუკეთესო საერთაშორისო კომპანიებისგან
წარმოგიდგენთ 5 უფასო კურსს, რომელთაც საუკეთესო სასწავლებლები და კომპანიები გთავაზობენ და რომელიც დაგეხმარებათ, Python-ს სრულყოფილად დაეუფლოთ👇
50%-იანი ფასდაკლება Python-ისა და Backend-ის სრულყოფილ სასწავლო პროგრამაზე BitCamp-ისგან
50%-იანი ფასდაკლება Python-ისა და Backend-ის სრულყოფილ სასწავლო პროგრამაზე BitCamp-ისგან
50%-იანი ფასდაკლება Python-ისა და Backend-ის სრულყოფილ სასწავლო პროგრამაზე BitCamp-ისგან
ყველაზე დიდი IT საზოგადოება, BitCamp მსურველებს Python-ისა და Backend-ის სრულყოფილ სასწავლო პროგრამაზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.