ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

9 საუკეთესო სასერტიფიკაციო კურსი Coursera-ზე ახალი პროფესიის დასაუფლებლად

კომენტარის დატოვება
9 საუკეთესო სასერტიფიკაციო კურსი Coursera-ზე ახალი პროფესიის დასაუფლებლად

Coursera-ს პროფესიული სერტიფიკატები გთავაზობთ სწავლას მსოფლიოს წამყვანი კომპანიებისა და უნივერსიტეტებისგან და  სხვადასხვა სფეროს მოიცავს. სტუდენტები იძენენ უნარებს, რომლების აუცილებელია ამა თუ იმ სპეციალობით დასაქმებისთვის. ამასთან, სწავლის პროცესში მათ ექნებათ წვდომა რესურსებზე, რაც საშუალებას მისცემთ, შესაბამის სამუშაო ადგილზე განაცხადი გააკეთონ.

Reliablesoft.net-ის მასალებზე დაყრდნობით ჩვენ გამოვარჩიეთ Coursera-ს 9 პროფესიული სასერტიფიკაციო კურსი, რომელთა ათვისებაც გაზრდის თქვენს შანსებს დასაქმების კუთხით.

პროგრამებს  ისეთი ტექნოგიგანტები გთავაზობენ, როგორებიცაა Google, IBM და Meta. მიღებული სერტიფიკატები აკრედიტებული და მთელ მსოფლიოშია აღიარებული. სწავლაც ხელმისაწვდომია (ფასი ერთ პროგრამაზე $234-დან $600-მდე მერყეობს). გარდა ამისა, Coursera-ზე დაფინანსების მოთხოვნაა შესაძლებელი. 

პროფესიული სერტიფიკატი IBM Data Science

მონაცემები ყველგანაა. მათ გავლენა აქვთ ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებაზე, ასევე, გეხმარებათ, მეტი გაიგოთ თქვენს კლიენტებზე. ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი მნიშვნელოვანი აპლიკაციების შესაქმნელად. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს აცნობს, როგორ შეიძლება ამ მონაცემების ეფექტურად გამოყენება  გამოცდილების გარეშე. 

აქ თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერს, რაც საჭიროა, იცოდეთ Data Science-ისა და სხვადასხვა სახის საქმიანობის შესახებ, რომლებსაც მონაცემთა მეცნიერის პროფესია მოიცავს. ასევე, როგორ იმუშაოთ სუფთა, ეფექტურ მონაცემებთან. 

რატომ უნდა აითვისოთ?

კურსზე ძირითადი ყურადღება ეთმობა მომავალი ექსპერტებისთვის  სახელმძღვანელო მეთოდოლოგიებისა და პრაქტიკული უნარების გაცნობას, რომლებიც აუცილებელია data science სფეროში წარმატების მისაღწევად. თქვენ აღმოაჩენთ ინსტრუმენტებსა და ენებს, რომლებსაც მონაცემთა პროფესიონალი ანალიტიკოსები იყენებენენ. ისწავლით სხვადასხვა ტექნიკისა და უნარების გამოყენებას პროექტში ანგარიშის პუბლიკაციისთვის. 

იმ დროს, როცა მონაცემთა კვლევის სფეროში ექსპერტებზე მოთხოვნა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, 9 კურსისგან შემდგარი პროგრამა მოგამარაგებთ რიგი ინსტრუმენტებითა და სქილებით, რომლებიც  მუშაობისთვის აუცილებელია. მათ შორის, მოგცემთ რჩევებს, როგორ გამოიყენოთ ინსტრუმენტები ღია კოდით, მონაცემთა ბაზა, SQL და სტატისტიკური ანალიზი. 

პრაქტიკულ ტრენინგს გაივლით IBM-ის ქლაუდში data science-ის ინსტრუმენტებისა და მონაცემების ნაკრების გამოყენებით. ამრიგად, თქვენ სრულიად მზად იქნებით, ახალ პროფესიულ ამოცანას ჩაუღრმავდეთ. სწავლის დასასრულს უკვე გექნებათ მზა პორტფოლიო, რომელსაც მომავალ დამკვეთებს გაუზიარებთ. 

სად შეიძლება დასაქმება?

Data Science-ის სერტიფიკაცია კარს უხსნის კარიერულ შესაძლებლობებს ანალიტიკასა და მონაცემთა მართვის სფეროში. შეგიძლიათ განვითარდეთ უშუალოდ მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე ან შეარჩიოთ პოზიცია, რომელიც ამ მიმართულებებთან არის დაკავშირებული:

  • ბიზნეს-ანალიტიკა (Business intelligence analyst);

  • მონაცემთა ანალიტიკა (Data analyst);

  • მონაცემთა არქიტექტორი (Data architect);

  • მანქანური სწავლების ინჟინერი (Machine learning engineer);

  • ოპერაციების ანალიტიკა (Operations analyst).

ფასი და ხანგრძლივობა

სერტიფიკაცია შედგება 9 კურსისგან, რომელთაგან თითოეული შეიცავს 3-დან 6 მოდულამდე. თითოეულის დასრულებისთვის 2-დან 4 საათამდეა გამოყოფილი. სწავლის საფასური თვეში $39-ია, მთელი კურსის ღირებულება $429 შეადგენს. 

კურსის ნახვა

სპეციალიზაცია AWS-ის საფუძვლები

Amazon Web Services — ღრუბლოვანი გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელსაც კომპანიები მთელ მსოფლიოში მონაცემების შენახვისთვის, მონაცემთა ბაზების მართვასა და გამოთვლებისთვის გამოიყენებენ. 

სპეციალიზაცია «AWS-ის საფუძვლები» Coursera-ზე დაგეხმარებათ, «ღრუბლოვანი» პროფესია აითვისოთ. ამ კურსში მოცემულია AWS-ის ეკოსისტემის მთელი მიმოხილვა, ასევე ინფორმაცია ისეთ ინსტრუმენტებთან მუშაობის შესახებ, როგორებიცაა Amazon CloudTrail, GuardDuty, AWS Config და AWS Security Hub.

რატომ უნდა აითვისოთ?

ღრუბლოვან გამოთვლებზე მოთხოვნა იზრდება, ხოლო სპეციალიზაცია «AWS-ის საფუძვლები» მოწოდებულია იმისათვის, რომ მოამზადოს სტუდენტები ღრუბლოვანი გარემოს სამართავად. თქვენ გაეცნობით AWS-ის შესაძლებლობებსა და ფუნქციებს. 

კურსზე სტუდენტები AWS-ში უსერვერო აპლიკაციების შემუშავებას სწავლობენ. შეძენილი უნარები განმტკიცდება AWS-ის ინსტრუქტორების სავარჯიშოებითა და ლაბორატორიული სამუშაოებით. კურსი გვიჩვენებს, როგორ შეუძლიათ IT-ხელმძღვანელებს, დანერგონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკა თავიანთი კლიენტებისთვის «მინიმალური პრივილეგიის» პრინციპის რეალიზებით. 

კურსი მოიცავს ყველაფერს, დაწყებული ღრუბლოვანი ტექნოლოგიების საფუძვლებითა და AWS-ს გარემოს უპირატესობებით, დამთავრებული სერვერული გარემოს მოწყობის პროცესით. 

სად შეიძლება დასაქმება?

AWS-ის სპეციალიზაციის სერტიფიკაცია მოგამზადებთ კარიერისთვის IT-სფეროში, რომელიც დაკავშირებულია გამოთვლებთან, მონაცემების მართვასა და ღრუბლოვან საცავებთან. თქვენ განსაკუთრებით კარგად იქნებით მომზადებული, შეიმუშავოთ და დანერგოთ ციფრული ტრანსფორმაციების ღრუბლოვანი სტრატეგიები კომპანიებში, რომლებიც AWS ეკოსისტემას იყენებენ. 

ფასი და ხანგრძლივობა

სპეციალიზაციის მისაღებად დაგჭირდებათ დაახლოებით 4 თვე, კვირაში 2-საათიანი ტემპით. სწავლის ღირებულება თვეში $39-ს შეადგენს, ანუ მთელი კურსი $156 ეღირება. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკატი — Google-ის პროექტების მართვა

პროექტების მართვის სფერო მოქნილი და დინამიკურია, იდეალურად ერგება მათ, ვისაც პრობლემების გადაწყვეტა უყვარს. ეს სერტიფიკაცია  შესანიშნავი ვარიანტია, თუ თქვენ ეძებთ შესაძლებლობას, გააუმჯობესოთ თქვენი ლიდერობისა და ადმინისტრაციული უნარები. სერტიფიკატი «Google-ის პროექტების მართვა» დაგეხმარებათ, გაიაროთ ყველა საჭირო ეტაპი, რათა ამ როლში სოლიდური ახალბედა გახდეთ. 

პროგრამის გავლის შესაბამისად თქვენ საკმაოდ მალე აღმოჩნდებით 500 000 ვაკანსიის გზაზე. 

შეძლებთ სამუშაოზე განაცხადი გააკეთოთ Google-ში და Google-ის 150-ზე მეტ პარტნიორთან. 

რატომ უნდა აითვისოთ?

სწავლის პერიოდში სტუდენტები შეიძენენ კონკრეტულ უნარებს, რაც დაეხმარებათ, სამსახურისთვის მოემზადონ, მაგალითად, მართონ მოქნილი პროექტები (agile projects) და განახორციელონ Scrum-ის ივენთები (scrum events). პრაქტიკას გაივლით ისეთ მნიშვნელოვან უნარებში, როგორებიცაა სტრატეგიული კომუნიკაცია და გადაწყვეტილებების მიღება. 

თქვენი შესაძლებლობების შემოწმების პრაქტიკული დავალებები, რასაც  ეს სერტიფიკატი ითვალისწინებს, გააადვილებს ისეთი რთული კონცეფციების გაგებას, როგორიცაა პროექტის დოკუმენტაცია. პროგრამის მიხედვით, რომელიც 140-ზე მეტი საათისგან შედგება, შეადგენთ ბიუჯეტს, წარმართავთ შესყიდვებს, გამოიყენებთ პროექტების მართვის პროგრამულ საშუალებებს და ესკალაციის შემთხვევაში რეაგირება გექნებათ. 

სად შეგიძლიათ მუშაობის დაწყება?

სპეციალისტების შეფასებით, 2027 წლისთვის 87,7 მილიონი ადამიანის დაქირავება გახდება საჭირო იმ ფუნქციების შესასრულებლად, რომლებიც დაკავშირებულია პროექტების მართვასთან, რაც ამ პროფესიას განსაკუთრებულად მოთხოვნადს ზრდის. 

ასეთი სერტიფიკატის მიღებით თქვენ შეგიძლიათ, გაიკეთოთ კარიერა პროექტების მართვის მენეჯერის, გუნდის მართვის, რისკების ანალიტიკის სფეროებში. ასევე შეგეძლებათ, პროექტების მართვის კონკრეტული ტიპებით დაკავდეთ, მაგალითად, მარკეტინგის მენეჯერობით.  

ფასი და ხანგრძლივობა

კვირაში 10 საათის გამოყოფით, კურსი დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება. ყოველთვიური საფასურია $39, ექვს თვეში კი $234-ის გადახდა მოგიწევთ. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკაცია — ICPM Certified Supervisor

სერტიფიცირებული პროფესიონალი მენეჯერების ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული ICPM კურსი შექმნილია ინდუსტრიის ლიდერების მომავალი თაობის მოსამზადებლად. Coursera-ს ერთ-ერთი საუკეთესო სერტიფიკატია მომავალი მენეჯერებისა და ხელმძღვანელებისთვის. ეს სასწავლო გამოცდილება გაგაცნობთ ყველაფერს, რაც ნებისმიერ სამუშაო გარემოში სუპერვაიზერის როლის შესახებ უნდა იცოდეთ.

ICPM professional-ის სერტიფიკატის მიღებით, გაიგებთ, ეფექტურად როგორ ითანამშრომლოთ სხვადასხვა ჯგუფთან კომპანიის სათავეში. 

რატომ უნდა აითვისოთ?

თუ ყოველთვის გსურდათ კომპანიის ან გუნდის ლიდერობა, მაშინ ICPM Сertified Supervisor-ის სერტიფიკატი ამ როლისთვის მოგამზადებთ. თქვენ გაიგებთ არა მხოლოდ როგორ იხელმძღვანელოთ, არამედ როგორ შთააგონოთ და გაუძღვეთ სხვებს განსხვავებულ სიტუაციებში. 

სტუდენტები გამოიყენებენ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს სტრატეგიებში სამუშაო ადგილებზე გეგმებისა და მიზნების შემუშავებისთვის და ბიზნესის სახელით ეთიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის. 

სამი კურსის განმავლობაში დაეუფლებით სუპერვაიზერის თანამედროვე უნარებს, რომლებიც შეესაბამება თანამშრომლებისა და კლიენტების მართვას, თუნდაც დღევანდელ ჰიბრიდულ და დისტანციურ მუშაობაში.

კურსი ბევრად სცილდება გუნდის წევრების მართვის საფუძვლებს, რათა ასწავლოს სტუდენტებს, რას ნიშნავს, იყო ეფექტური ლიდერი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშო ნებისმიერი კომპანიის წინსვლაში. 

სად შეგიძლიათ დასაქმება?

ამ კურსში წარმოდგენილი უნარები მოგამზადებთ მთელი რიგი მენეჯერული და სუპერვაიზერული როლისთვის. შეგეძლებათ, განაცხადი გააკეთოთ ნებისმიერ მენეჯერულ თანამდებობაზე სხვადასხვა ბიზნეს-გარემოში, მათ შორის:

  • Team supervisor;

  • Marketing supervisor;

  • Executive supervisor;

  • Accounts supervisor;

  • Communications supervisor.

ფასი და ხანგრძლივობა 

კვირაში 2-საათიანი სწავლით კურსის გავლას 4 თვეში შეძლებთ. კურსის ღირებულებაა თვეში $46, სრულად — $184. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკაცია Meta Marketing Analytics

რადგანაც მარკეტინგული კამპანიები სულ უფრო მეტად ძვირადღირებული ხდება, ხელმძღვანელები დაინტერესებულნი არიან მოიზიდონ ექსპერტები, რომლებსაც ყოველი კამპანიის ანალიზი და ოპტიმიზაცია შეუძლიათ. პროფესიული სერტიფიკატი Meta Marketing Analytics გთავაზობთ იმ უნარების ათვისებას, რომელიც გამოდაგებათ მარკეტინგული კამპანიების დასაწყებად, მონაცემების შესაგროვებასა და ვიზუალიზაციაში, ასევე, შედეგების შეჯამებაში. 

ამ კურსში განიხილება მარკეტინგული სფეროს ყველა ასპექტი (არა მხოლოდ Facebook და Instagram) და ინსტრუმენტები, რომელთა გამოყენებაც თითოეულის ანალიზის დროს შეგიძლიათ. 

რატომ უნდა აითვისოთ?

სერტიფიკატი მარკეტინგის ანალიტიკაში აჩვენებს პოტენციურ დამსაქმებლებს, რომ თქვენ შეძლებთ გაზარდოთ მათი ROMI. ანალიტიკის კურსი Meta-ში შემუშავებულია Aptly-სა და Meta-ს მარკეტინგის ექსპერტების მიერ, რათა მიეცათ სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი გავლენა აქვთ მონაცემებს სარეკლამო გადაწყვეტილებებზე. 

გაიგებთ, როგორ გამოიყენოთ ზოგადი ფრეიმვორკები, როგორიცაა OSEMN, ანალიტიკის საკითხების გადაწყვეტისას და აღმოაჩენთ ისეთ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა SQL და Python, რომელთაც შესაბამისი მონაცემების შეგროვება და კორელაცია  შეუძლიათ. ასევე გაიგებთ, როგორ ხდება მონაცემების ვიზუალიზაცია Tableau-ს გამოყენებით, რათა თქვენი აღმოჩენები უფრო ფართო აუდიტორიას გაუზიაროთ. 

პრაქტიკული დავალებების შესრულების შემთხვევაში, შეამოწმებთ თქვენს უნარებს და შექმნით პორტფოლიოს, რათა მომავალ დამსაქმელებს თქვენი ღირებულება აჩვენოთ. 

სად შეძლებთ დასაქმებას?

ეს პროფესიული სერტფიკაცია სტუდენტებს ასწავლის მუშაობას, რომელიც მონაცემებს ეყრდნობა. გაიგებთ, როგორ შეაფასოთ ინვესტიციის რენტაბელურობა და კამპანიის პოტენციალი, ასევე როგორ გასცეთ პასუხი მნიშვნელოვან კითხვებს. 

შეძლებთ შეიმუშაოთ და ჩაატაროთ ექსპერიმენტები, როგორიცაა A/B-ტესტირება, ციფრული მარკეტინგის გუნდის შემადგენლობაში ან იმუშაოთ SMM-გუნდში. 

ფასი და ხანგრძლივობა

ამ სერტიფიკატის მიღებისთვის საჭიროა დაახლოებით 7 თვე, კვირაში 4-საათიანი სწავლის ტემპით. სწავლის ფასია თვეში $46, ანუ $322 მთელ კურსში. 3-6 თვის ერთდროულად ყიდვის შემთხვევაში შესაძლებელია ფასდაკლების მიღება. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკატი DeepLearning.AI TensorFlow Developer

მოიცავს ყველა საუკეთესო პრაქტიკულ უნარს, რომელიც საჭიროა მანქანური სწავლების პლატფორმების გამოსაყენებლად TensorFlow-ის საწყისი ღია კოდით.  ეს სერთიფიკატი საშუალებას მოგცემთ თქვენი საკუთარი ნეირონული ქსელი შექმნათ. 

რატომ უნდა აითვისოთ?

თუ ოდესმე გსურდათ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე საკუთარი აპლიკაცია შეგექმნათ ან მანქანური სწავლების შესაძლებლობების აღმოჩენა, ეს პროფესიული სერტიფიკაცია — იდეალური გადაწყვეტილებაა. 4 კურსისგან შემდგარი პრაქტიკული პროგრამა გაგაცნობთ TensorFlow-ის გამოყენების საფუძვლებს სიღრმისეული შესწავლისთვის და როგორ შექმნათ კონვოლუციური ნეირონული ქსელი.

წარმოდგენა შეგექმნებათ TensorFlow-ში ბუნებრივი ენის დამუშავებაზე, რათა შექმნათ უფრო ინტელექტუალური აპლიკაციებია. ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნაც კი შეგიძლიათ, რომელთაც ისტორიული მონაცემების საფუძველზე შედეგების პროგნოზირება შეეძლებათ. 

ეს კურსი ასევე ამზადებს სტუდენტებს Google TensorFlow-ის გამოცდისთვის, ასე რომ მოგვიანებით შეგიძლიათ TensorFlow-ის სრულყოფილი სერტიფიკატი აიღოთ. 

სად შეგიძლიათ დასაქმება?

ეს კურსი ამზადებს სტუდენტებს სამსახურისთვის, რომელიც დაკავშირებულია აპლიკაციების შემუშავებასთან, ანალიტიკასა და ინტელექტუალური ინსტრუმენტების გამოყენებით მანქანური სწავლების ალგორითმების შექმნასთან. შეგიძლიათ დაკავდეთ აპლიკაციების შემუშავებით და ანალკიტიკით ან შექმნათ საკუთარი სამომხმარებლო აპლიკაცია. 

ფასი და ხანგრძლივობა

კვირაში სწავლის 5-საათიანი ტემპით, ამ კურსს 4 თვეში დაფარავთ. მთლიანი ფასი $184-ია, თვეში — $46. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკატი Google Data Analytics

ყოველწამიერად კომპანიები დიდი მოცულობის მონაცემებს აგროვებენ და ამუშავებენ. იმის ცოდნას, როგორ გამოიყენო და გარდაქმნა ეს მონაცემები სასარგებლო ინფორმაციაში, შეუძლია ანალიტიკის ან IT-დეპარტამენტის გუნდის ღირებულ წევრად გაგხადოთ. Google Data Analytics-ის სერტიფიკატის მიღებით თქვენ შეიძენთ პრაქტიკულ ცოდნას იმის შესახებ, როგორ გამოიყენოთ მონაცემთა ანალიზის მეთოდები და პროცედურები საწყის ეტაპზე. 

Google-ის ეს კურსი მოიცავს ყველაფერს, დაწყებული, როგორ გამოხშიროთ და დაალაგოთ მონაცემები ანალიზის დაწყებამდე, დამთავრებული პროექტებში R და SQL ენების გამოყენებით.

რატომ უნდა აითვისოთ?

ბაზარზე მუდმივად ჩნდება ასიათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი მონაცემთა ანალიტიკაში, რადგანაც კომპანიები ეძებენ შესაძლებლობებს, უკეთ გაიგონ და გამოიყენონ მონაცემები. ამ სერტიფიკატის მიღებით მოთხოვნად უნარებს შეიძენთ, რაც აუცილებელია მონაცემთა შეგროვებისთვის, დასკვნების გამოტანისთვის, პროგნოზების გაკეთებასა და დაკსვნების მომზადებისთვის. 

რვა კურსზე, რომელიც პროგრამაშია შეყვანილი, ისწავლით ელექტრონული ცხრილებისა და პროგრამირების ენის, R-ის გამოყენებას. ამასთან, განავითარებთ ტრანსფერულ უნარებს, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტა. კურსებზე განიხილება მონაცემთა დამუშავების ეთიკის საფუძვლები და პრინციპი, რას ნიშნავს «მონაცემების დამუშავება».  

სტუდენტებს სთავაზობენ, შექმნან სადიპლომო პროექტი — პრაქტიკული ანალიზი, რომლის გაზიარებასაც სწავლის დასრულების შემდეგ პოტენციურ დამსაქმებლებთან შეძლებთ. სერტიფიკატი ასევე საშუალებას გაძლევთ, სამუშაო განაცხადი გააკეთოთ Google-სა და მის 150-ზე მეტ პარტნიორთან. მონაცემთა ანალიზში ეს სერტიფიკაცია ერთ-ერთ საუკეთესოა თავის სფეროში. 

სად შეგიძლიათ დასაქმება?

ეს კურსი მოგამზადებთ კარიერის დაწყებისთვის ისეთ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემების ანალიზთან და მართვასთან. შეგიძლიათ იმუშაოთ, როგორც Data Analyst-მა ან განიხილოთ შესაბამისი ალტერნატივები ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა:

  • ციფრული მარკეტინგის ანალიტიკა და eCommerce (Digital marketing and eCommerce analysis);

  • ტექნიკური მხარდაჭერა (IT support);

  • პროექტების მენეჯერი (Project management);

  • UX-დიზაინერი (UX design);

  • კონსულტაციები მონაცემთან მუშაობაზე (Data consulting).

ღირებულება და ხანგრძლივობა 

კურსის დასრულება 6 თვეში შეიძლება, თუ კვირაში 10 საათს გამოყოფთ. სწავლის ყოველთვიური საფასური $39-ია, ან $234, თუ ერთიანად გადაიხდით. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკატი Google Digital Marketing & E-commerce

კურსი ყურადღებას ამახვილებს ინტერნეტ-მარკეტინგის საფუძვლებსა და ელექტრონულ კომერციაზე. კურსი გამოსადეგია იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, სხვა კომპანიებს დაეხმაროთ და იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთარი ბიზნესის ნულიდან აშენებას აპირებთ. 

კურსის პროგრამა გულისხმობს ციფრულ გარემოში განვითარებისთვის აუცილებელი უნარების დაუფლებას, მათ შორის ისეთი ძირითადი ინსტრუმენტების შესწავლას, როგორებიცაა Google Analytics, Google Ads, Mailchimp, Canva, HubSpot, Shopify და სხვა. თავის მიმართულებაში Google-სგან ერთ-ერთ საუკეთესო სასერთიფიკატო კურსად მიიჩნევა. 

რატომ უნდა აითვისოთ?

ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები ყოველდღიურად ვითარდება. ციფრული მარკეტინგის ეს კურსი გაგაცნობთ ყველაფერს, რაც აუცილებელია ციფრული სამყაროს დასაპყრობად. 

დაიწყებთ ციფრული მარკეტინგისა და ელექტრონული კომერციის მრავალმხრივი შესწავლით, პროფესიების განხილვით, რომლებსაც ამ სფეროში იპოვით. ასევე, ისწავლით, როგორ უნდა მოიზიდოთ კლიენტები ციფრული მარკეტინგის გამოყენებით, როგორ დაადგინოთ მყიდველის პერსონა და როგორ იქონიოთ გავლენა SEO-ზე. 

კურსით შეგექმნებათ სრული წარმოდგენა იმის შესახებ, როგორ ესუაბროთ კლიენტებს ონლაინ, ინტერნ-მაღაზიის ჩარჩოებში, ასევე, ისეთი კონტენტ-ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა მასობრივი დაგზავნა. 

სად შეგიძლიათ დასაქმება?

მიმართულებების სრული დაფარვის გათვალისწინებით, ინტერნეტ-მაღაზიების ჩაშვებიდან, ანალიტიკისა და მომხმარებელთა ლოიალობის გასაძლიერებლად გაზომვის ინსტრუმენტების გამოყენებამდე, ეს კურსი კარს უღებს კარიერულ შესაძლებლობებს. შეძლებთ ნულიდან ააწყოთ და განავითაროთ საკუთარი ონლაინ-მაღაზია, შექმნათ უფრო წარმატებული მაღაზიები კლიენტებისთვის, ანდა იკვლიოთ ციფრული მარკეტინგის უზარმაზარი სამყარო. 

მიღებულმა უნარებმა შეიძლება გაგიხსნათ კარი ისეთ პროფესიებში, როგორებიცაა:

  • SEO-ანალიტიკა (Search engine analyst);

  • ელექტრონული კომერციის სპეციალისტი (eCommerce associate);

  • მედიაპლენერი (Media planner);

  • მარკეტინგის სპეციალისტი (Marketing specialist);

  • ციფრული მარკეტინგის კოორდინატორი(Digital marketing coordinator);

  • SEO-სპეციალისტი (SEO specialist).

ფასი და ხანგრძლივობა

პროგრამა მოიცავს დაახლოებით 152 საათის სწავლას და პრაქტიკაზე დაფუძნებულ ატესტაციას. კურსი გაგრძელდება დაახლოებით 6 თვე კვირაში დაახლოებით 10-საათიანი ტემპით. კურსის გავლა თვეში $39 ეღირება, რაც 6 თვეში $234 გამოვა. 

კურსის ნახვა

პროფესიული სერტიფიკატი Meta Social Media Marketing

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სერტიფიკატი მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში რეკლამით არის დაინტერესებული. ამ სერტიფიკატით SMM-ის სრულყოფილი სამუშაოს დაწყება შეიძლება, იმ უნარების მიღებით, რომელიც აუცილებელია ეფექტური კამპანიების შექმნისთვის, დანერგვასა და ანალიზისთვის. 

პროგრამაზე სტუდენტები სწავლობენ კრეატიული რეზიუმეების შექმნას და სოციალურ ქსელებში პროფილების გაფორმების ნიუანსებში შედიან. სერტიფიკატი რეკომენდებულია  ACE-ის მიერ (American Council on Education) და ხელმისაწვდომია რამდენიმე ენაზე. 

რატომ უნდა აითვისოთ?

SMM — ონლაინ განვითარების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმა ბრენდების უმეტესობისთვის. იმის სწავლა, როგორ აითვისოთ სოციალური ქსელები, შეიძლება დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი ბრენდები განავითარონ ინტერნეტში ან მისცეს ინსტრუმენტები, რომლებიც აუცილებელია სხვა კომპანიების მხარდაჭერისთვის. 

6 კურსისგან შემდგარი ეს პროგრამა მოგმზადებთ სოციალური მედიის მარკეტინგში საწყისი დონის პოზიციისთვის, ასევე მოგცემთ წვდომას ექსკლუზიურ Meta Career Programs-ზე, რომელიც დაგაკავშირებთ წამყვან დამსაქმებლებთან, რომლებიც ეძებენ ამ სპეციფიკური უნარების მქონე სტუდენტებს.

კურსი მოიცავს მრავალ თემას: სოციალურ ქსელებში რეკლამის საფუძვლებიდან Meta Ads Manager-ში კამპანიების მართვამდე, ასევე, რა არის საჭირო ეფექტური მონიტორინგისა და თითოეული მარკეტინგული კამპანიის ანალიზისთვის. ბოლოს შექმნით იმ მარკეტინგული კამპანიის პრეზენტაციას, რომელზეც მუშაობდით.

სად შეგიძლიათ დასაქმება?

Meta-პლატფორმების გარდა, კურსზე ასევე შეისწავლიან TikTok-ს, LinkedIn-ს, Pinterest-სა და Twitter-ს.

შესაბამისი პროფესიები: 

  • სოციალური ქსელების კონსულტანტი (Social media consultant);

  • Facebook-ში რეკლამის სპეციალისტი (Facebook advertising specialist);

  • SMM-მენეჯერი (Social media marketing manager);

  • ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი (Digital marketing expert).

ფასი და ხანგრძლივობა

სწავლაზე კვირაში 2 საათის გამოყენებით, მთლიან კურსს 7 თვეში გაივლით. ფასი თვეში დაახლოებით $46-ია ან $322 მთელ კურსში. 

კურსის ნახვა

ღირს თუ არა Coursera-ს სერტიფიკატების აღება?

ნამდვილად ღირს.  Coursera გვთავაზობს სფეროში აღიარებულ სასერტიფიკაციო კურსებს, რომლებიც მსოფლიო წამყვან IT-კომპანიებთან თანამშრომლობით შეიქმნა.

«პროფესიული სერტიფიკაცია» იძლევა გარანტიას, რომ იღებთ განათლებას სფეროში აღიარებული აკრედიტაციით, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს რეზიუმეს და გაზრდის მაღალანაზღაურებად პოზიციაზე წარმატებით დასაქმების შანსებს. 

Coursera-ს სერტიფიკაცია სტუდენტებს სთავაზობს სწავლების მოქნილ მეთოდს, რომელთაც ახალი კარიერის დაწყება ან არსებული უნარების გაფართოება ისურვეს. შეგიძლიათ აირჩიოთ სწავლის საკუთარი ტემპი და იყიდოთ თვეების ის რაოდენობა, რომლის განმავლობაშიც აპირებთ რესურსებით სარგებლობას. 

Coursera-ს პროვაიდერები და პარტნიორები ექსკლუზიურ რესურსებზე, გამოყენებით პროექტებსა და თქვენი შესაძლებლობების გაფართოების უსაზღვრო შესაძლებლობებზე გაძლევენ წვდომას.



ასევე წაიკითხეთ
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
გააუმჯობესეთ მარკეტინგული უნარები Meta-ს 8-კურსიანი პროგრამის გამოყენებით
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
კარიერული მარათონი და არა სპრინტი: სტრატეგია მოტივაციის შენარჩუნებისთვის
როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია, არ დავკარგოთ იმედი ხანგრძლივ კარიერულ მარათონში და მივაღწიოთ მიზანს — გიზიარებთ მასალას Coursera-ს ბლოგიდან და გიყვებით მუშაობის სტრატეგიების შესახებ.
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
როგორ გახდეთ UX დიზაინერი და მიიღოთ Google-ის სერტიფიკატი 6 თვეში
IT-ში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოთხოვნადი პროფესია UX-დიზაინერია. მოგიყვებით კურსზე, სადაც Google-ის სპეციალისტები თქვენგან (თითქმის) პროფესიონალებს შექმნიან.
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევი და შევქმნათ პერსონალური ბრენდი, რომელიც წინსვლაში დაგვეხმარება
როგორ გავხდეთ შესამჩნევები პროფესიულ საზოგადოებაში, მოვიპოვოთ აუდიტორიის ნდობა, ავაწყოთ ნეთვორქინგი და ეს ყველაფერი შემოსავლად გარდავქმნათ? — გიყვებით და გიზიარებთ წამყვანი ექსპერტების რჩევებს ამ ყველაფრის შესახებ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.