ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
16 ნოემბერი 2022, 11:30
2022-11-16
8 კურსი კიბერუსაფრთხოებაზე Coursera-სგან
ჩვენ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე Coursera-ს საინტერესო კურსები შევაგროვეთ. წარმოგიდგენთ მათ — აქ არის კურსები როგორც დამწყებებისთვის, ისე იმ იუზერებისთვის, რომელთაც სურთ ცოდნის დონე აიმაღლონ ან ოდესღაც ნასწავლი განაახლონ.
Coursera-ზე სწავლა შეიძლება როგორც უფასოდ, ისე ფასიანი გამოწერის გაფორმების შემთხვევაშიც. უფასოდ შესაძლებელია მოკლე, 12-საათიანი ხანგრძლივობის კურსების გავლა. გამოწერის მინიმალური საფასური კი თვეში $39-ია. თქვენ გექნებათ წვდომა კურსებზე, რომლებიც რომლებიც ერთი თვიდან ნახევარ წლამდე გრძელდება.
თუ უნივერსიტეტის სერტიფიკატის ან ბაკალავრის/მაგისტრატურის ხარისხის აღება გსურთ, მაშინ სერტიფიკატისთვის $2000-ის გადახდა მოგიწევთ, ხოლო ხარისხის მისაღებად — $9000-ის.
სერტიფიკაცია შედგება 8 საკმაოდ მოცულობითი კურსისგან: მისი გავლისთვის გამოყოფილია 8 თვე, კვირაში 4 საათი. კურსი გათვლილია ეტაპობრივ ზრდაზე დამწყებიდან სპეციალისტამდე.
ამ სპეციალიზაციაში თქვენ ისწავლით:
კიბერუსაფრთხოების ანალიტიკის ინსტრუმენტებს: მონაცემების დაცვა, ენდფოინთის დაცვა, უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის მართვა, უსაფრთხოების მოვლენების მართვა, სისტემებისა და ქსელების საფუძვლები და მრავალი სხვა;
ინციდენტებზე რეაგირების ინსტრუმენტებს რეალურ მაგალითებზე;
მიიღეთ პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა განავითაროთ თქვენი უნარები უსაფრთხოების ინსტრუმენტების დახმარებით ღია საწყისი კოდით;
სპეციალიზაცია გათვალისწინებულია კიბერუსაფრთხოების სფეროში დამწყებებისთვის, ის შედგება თემის გარშემო 4 სხვადასხვა კურსისგან და გათვლილია 4-თვიან მეცადინეობაზე, კვირაში 4 საათით.
სპეციალიზაციაზე ისწავლით:
ისტორიულ მოვლენებზე დაფუძნებულ უსაფრთხოების ისტორიასა და ევოლუციას;
სხვადასხვა სახის მავნე პროგრამებს;
კიბერუსაფრთხოების საკვანძო კონცეფციებს, მათ შორის «უსაფრთხოების ტრიადას», წვდომის კონტროლს, ინციდენტებზე რეაგირებსა და დარგში მუშაობის მოწინავე ზოგად მეთოდებს;
შეისწავლით მუშაობისთვის ძირითად ინსტრუმენტებს: ფაიერვოლებს, ანტივირუსებს, კრიპტოგრაფიას, ტესტირებას შეღწევაზე და ციფრულ კრიმინალისტიკას.
სპეციალიზაციის გავლისთვის ცოდნის სავალდებულო დონეა — საშუალო. იგი მოიცავს დაცული სისტემების აგების ფუნდამენტურ კონცეფციებს: ტექნიკიდან კომპიუტერულ უზრუნველყოფამდე. ყველა კონცეფცია ილუსტრირებულია მაგალითებით თანამედროვე პრაქტიკიდან და შევსებულია პრაქტიკული დავალებებით შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით.
ალბათ, უკვე გსმენიათ, რომ არსებობს ორი ტიპის კომპანია: ისინი, ვინც უკვე გატეხეს და ისინი, რომლებსაც მალე გატეხავენ.
ბოროტმოქმედებისგან დაცვა, რომელთაც აქტივების კომპრომეტირება სურთ, შესაძლოა რთულ ამოცანად გესახებოდეთ, მაგრამ იმის შესწავლა, როგორ ხდება კიბერთავდასხმები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როგორ დაიცვათ თავი, შესაძლოა ძალიან სასარგებლო იყოს.
ეს სპეციალიზაცია განკუთვნილია მაღალი და საშუალო დონის ხელმძღვანელებისთვის, სისტემური ადმინისტრატორებისთვის, რომელთაც საკუთარ ორგანიზაციაში უსაფრთხოების გაუმჯობესება სურთ.
გარდა ამისა, კურსის მასალები დაგეხმარებათ ჩააბაროთ ინდუსტრიის წამყვანი კომპიუტერული უსაფრთხოების გამოცდები, როგორიცაა Security+ და CISSP. თავისუფალ ტემპში კურსის გავლა დაახლოებით 5 თვეშია შესაძლებელი.
კურსი მოიცავს კონცეფციებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, ასევე, IT-უსაფრთხოების მოწინავე მეთოდებს. ის გაგაცნობთ საფრთხეებსა და თავდასხმებს, ასევე მათი გამოვლენის მრავალ მეთოდს. მოგიყვებიან დაშიფვრის ალგორითმების შესახებ და იმის შესახებაც, როგორ გამოიყენება ისინი მონაცემების დაცვისთვის. შემდეგ განიხილავთ ინფორმაციული უსაფრთხოების სამ ასპექტს: აუტენტიფიკაცია, ავტორიზაცია და აღრიცხვა. განიხილავთ ქსელის უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, ფაიერვოლებიდან Wi-Fi-ს დაშიფვრის ვარიანტებამდე.
კურსი სრულდება ყველა ამ ელემენტის გაერთიანებით მრავალდონიან, უსაფრთხოების სიღრმისეულ არქიტექტურაში, რომელსაც მოყვება რეკომენდაციები იმის შესახებ, როგორ დანერგოთ უსაფრთხოების კულტურა თქვენს ორგანიზაციასა თუ გუნდში.
კურსის დასასრულს თქვენ შეისწავლით:
როგორ მუშაობს სხვადასხვა ალგორითმი და დაშიფვრის მეთოდი, ასევე მათი უპირატესობები და შეზღუდვები;
აუტენტიფიკაციის სხვადასხვა სისტემასა და ტიპს;
სხვაობას აუტენტიფიკაციასა და ავტორიზაციას შორის;
როგორ შეაფასოთ პოტენციური რისკები და როგორ გასცეთ მათი შემცირების რეკომენდაციები;
ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო პრაქტიკებს;
როგორ დაეხმაროთ სხვებს გაიგონ უსაფრთხოების კონცეფციები და როგორ დაიცვან საკუთარი თავი.
კურსი «ინფორმაციული უსაფრთხოება: კონტექსტი და შესავალი»
კურსი განკუთვნილია დამწყებებისთვის და სწავლისთვის 24 საათია გათვლილი.
კურსში შედის მოკლე შესავალი კრიპტოგრაფიაში, უსაფრთხოების მართვა, ქსელური და კომპიუტერული უსაფრთხოების მართვა, რაც საშუალებას იძლევა დაიწყოთ ინფორმაციული უსაფრთხოების შესწავლა და განავითაროთ ინფორმაციის უსაფრთხოების ზოგიერთი ძირითადი კონცეფციის გააზრება.
კურსის დასასრულს წარმოდგენა გექნებათ კიბერუსაფრთხოების საკვანძო პრინციპებზე, რომლებიც ეხება ინფორმაციას, კონფიდენციალურობას, მთლიანობასა და ხელმისაწვდომობას. თქვენ შეძლებთ ახსნათ ინფორმაციული რისკის მართვისა და უსაფრთხოების ზოგიერთი ძირითადი ასპექტი და შეაჯამოთ კომპიუტერული და ქსელის უსაფრთხოების ზოგიერთი ძირითადი ასპექტი.
კურსი «კიბერუსაფრთხოება და მისი გამოყენების 10 სფერო»
ეს კურსი შემუშავებულია, რათა ადამიანები კიბერუსაფრთხოების ამაღელვებელ სფეროსთან გააცნოს. კურსის სტუდენტები მიიღებენ ცოდნას, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და მისი სფეროს გააზრებას.
გექნებათ წვდომა მასალებზე კორპორაციული მართვისა და რისკის მართვის, კრიპტოგრაფიის, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების უსაფრთხოების, წვდომის კონტროლის, ქსელის უსაფრთხოების, უსაფრთხოების არქიტექტურისა და ფიზიკური და გარემოს დაცვის შესახებ.
კურსის წარმატებით დასრულებისთვის IT-უსაფრთხოების სფეროში წარსული გამოცდილება არ გჭირდებათ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, — სწავლის სურვილია.
გსურთ, შვებულება ხალისიანად გაატაროთ და ჰორიზონტი გაიფართოვოთ? სცადეთ ახალი შემოქმედებითი უნარის ათვისება. ცნობილია, რომ შემოქმედებითი გამოხატვა ამცირებს სტრესსა და შფოთს, ამავე დროს, ხელს უწყობს განწყობის ამაღლებას არანაკლებ მოგზაურობისა.
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედებითი მხარე Udemy-ს კურსების საშუალებით.
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.