Meta Facebook-იდან ახალი ამბების ამერიკული მედიების წაშლით იმუქრება
Meta იმუქრება, რომ Facebook-იდან ახალ ამბების ამერიკულ მედიებს წაშლის, თუ კონგრესი მათ დაეხმარება უფლების მიღებაში, კოლექტიურად მოითხოვონ თანხა სოციალური მედიის პლატფორმებიდან.
Meta იმუქრება, რომ Facebook-იდან ახალ ამბების ამერიკულ მედიებს წაშლის, თუ კონგრესი მათ დაეხმარება უფლების მიღებაში, კოლექტიურად მოითხოვონ თანხა სოციალური მედიის პლატფორმებიდან.
მედია კომპანიები აცხადებენ, რომ Meta დიდ ფულს შოულობს იმ სტატიებით, რომლებიც Facebook-ზე ზიარდება და რომ Meta-ს და Google-ს სწორედ მათი კონტენტი ავსებს.
თავის მხრივ, Meta ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის უზრუნველყოფს გაზრდილ ტრაფიკს რთულ მდგომარეობაში მყოფი მედიებისთვის.
ამასთან, კომპანიის განცხადებით, მედიები Facebook-ზე ლინკებს აზიარებენ, იმიტომ, რომ ამას მათთვის სარგებლობა მოაქვს.
კანონპროექტი, სახელწოდებით «ჟურნალისტიკის კონკურენციისა და დაცვის აქტი» სენატორ ემი კლობუჩარის მიერ არის ინიცირებული და მას მხარს უჭერს ათზე მეტი ამერიკელი კანონმდებელი, როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. ინიცირებული ცვლილებები გულისხმობს ოთხწლიანი გამონაკლისის დაშვებას აშშ-ის ანტიმონოპოლიური კანონის ფარგლებში.
5 დეკემბერს Meta-ს სპიკერმა, ენდი სტოუნმა განცხადება გამოაქვეყნა, საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ «ჟურნალისტიკის კონკურენციის და დაცვის აქტის» დაჩქარებული წესით მიღება ტექნოლოგიურ გიგანტს უბიძგებს, მისი პლატფორმებიდან ახალი ამბების კონტენტის საერთოდ ამოღება განიხილოს. მისივე შეფასებით, კანონის მიღების შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს «კარტელის მსგავსი ერთეული».
ეს არის ტექნოლოგიებზე ორიენტირებული ერთ-ერთი ინიციატივა, რომელიც ანტიმონოპოლიური კანონის შესაბამისად აშშ-ში მზადდება.
ამერიკული ეკონომიკური თავისუფლებების პროექტის კვლევის დირექტორმა, მეტ სტოლერმა განაცხადა, რომ მედიებს Meta «ცოცხლად ჭამს».
«Meta-ს ძალისხმევა, დააშანტაჟოს კონგრესი, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არის მონოპოლია საფრთხე დემოკრატიებისთვის მთელ მსოფლიოში». — განაცხადა მან.
ანალოგიური კანონი 2021 წელს ავსტრალიაში მიიღეს კიდეც, რის შემდეგაც Facebook-ზე ახალი ამბების გაზიარება დროებით შეჩერდა. თუმცა, ახალი ამბების გაზიარება მალევე აღდგა.
ავსტრალიის მიერ კანონპროექტის შემოთავაზების დროს Meta-ს სპიკერმა განაცხადა, რომ «Facebook ახალი ამბებიდან მინიმალურ თანხას შოულობს, ხოლო ნიუსის წილი იმ კონტენტში, რასაც მომხმარებლები ფეისბუქზე ხედავენ, 4%-ზე ნაკლებია».