ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორც ჩანს, Google AR სათვალეებზე უარს ამბობს

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-მა Project Iris AR სათვალეებზე მუშაობა შეწყვიტა, Insider ვარაუდობს, რომ კომპანიის გეგმა Samsung-თან ერთად შერეული რეალობის ყურსასმენის გაშვების შესახებ წარუმატებლობის წინაშე დგას.

კომენტარის დატოვება

მოწყობილობა, რომელსაც Project Moohan-ს ეძახიან, მომხმარებლებს, სავარაუდოდ, შერეული რეალობის გამოცდილებას შესთავაზებს, რომელიც Android პლატფორმით იქნება აღჭურვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროექტზე მუშაობა, სულ მცირე, გასული წლიდან დაიწყო.

თუმცა, Project Moohan Google-სთვის «პოლიტიკური თავის ტკივილი» გახდა. სანდო წყაროები Insider-ს უყვებიან, რომ ამ ორ გიგანტ კომპანიას შორის პარტნიორობა ერთმანეთისთვის ისეთი ინფრომაციისა და ფუნქციებზე წვდომის მიცემას გულისხმობს, რომელიც არც ერთისთვის არ არის მომგებიანი — ისინი, შესაძლოა, კონკურენტი პროდუქტის შექმნას შეეცადონ.

სამხრეთ კორეული გამოცემის, SBS Biz-ის თანახმად, Samsung პროექტის კონტროლს უკვე იწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ Apple-ის Vision Pro-ს გაშვების შემდეგ ყურსასმენის წარმოების დაწყების გეგმები გააუქმა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ახალი ყურსასმენი მომავალი წლის შუა რიცხვებამდე ვერ ვიხილოთ.

მიუხედავად იმისა, რომ AR პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერმა, მარკ ლუკოვსკიმ ზაფხულის დასაწყისში განაცხადა, რომ ის კომპანიას ტოვებს, როგორც ჩანს, Google AR სათვალეებზე მუშაობას სრულად არ წყვეტს.

Insider იტყობინება, რომ იკვლევს Google გზებს, თუ როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი AR სათვალეებზე მუშაობისას. კომპანია ასევე Iris-ის პროგრამულ უზრუნველყოფასაც იყენებს ახალ პროექტში, სახელწოდებით Betty.

Insider-ის თანახმად, Betty შეიძლება მონოკულარული იყოს — რაც ნიშნავს, რომ ის სურათს ერთი ლინზის წინ ასახავს — მაგრამ მეორე პროექტი, კოდური სახელწოდებით Barry, ორივე ლინზას გამოიყენებს. 

Google-ის AR სათვალეებისა და XR ყურსასმენების გამოშვება შეიძლება შორეული გეგმა აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ცუდი არ არის — ლოდინი, თუ რას აპირებს Apple, Google-ს მნიშვნელოვანი ცვლილებების შესასრულებლად გარკვეულ დროს მისცემს.

DeepMind — Google მუშაობს AI-ზე რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
თემის მიხედვით
DeepMind — Google მუშაობს AI-ზე, რომელიც ადამიანებს ცხოვრებისეულ რჩევებს მისცემს
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი - Vision Pro წარადგინა
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
თემის მიხედვით
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro წარადგინა
Apple — მომხმარებლებმა შესაძლოა Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის
Apple — მომხმარებლებმა, შესაძლოა, Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის
თემის მიხედვით
Apple — მომხმარებლებმა, შესაძლოა, Siri-ით შექმნან აპები შერეული რეალობის 3D სათვალეებისთვის

ასევე წაიკითხეთ
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
ComCom: 2023-ში მომხმარებლების 37.3% Samsung-ის, 19.8% — Apple-ის ტელეფონებს იყენებდა
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
OpenAI აპირებს, Google Search-ის კონკურენტი გამოუშვას
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.