ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებამსოფლიო
10 ივნისი 2023, 13:31
2023-06-10
ცუგერბერგი: Vision Pro არ არის ისეთი ტექნოლოგიური მიღწევა, რომელზეც Meta-ს არ უმუშავია
Meta-ს დამფუძნებელი, მაარკ ცუკერბერგი Apple-ის მიერ შერეული რეალობის სათვალის, Vision Pro-ს დაანონსებას გამოეხმაურა. თავის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ცუკერბერგმა თქვა, რომ Vision Pro-ში არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევა, რაც მეტას უკვე არ აღმოუჩენია. ხოლო ის, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა Apple-ის Vision Pro სათვალე, «არ არის ის, რაც მას უნდა».
მარც ცუკერბერგმა, რომელმაც თანამშრომლებთან ყოვლისმომცველი შეხვედრა 2020 წლის შემდეგ პირველად გამართა, ხაზი ასევე გაუსვა იმას, რომ Meta შერეული რეალობის სათვალე Quest 3-ზე მუშაობს, რომელიც Vision Pro-ზე გაცილებით იაფი იქნება — $499 ეღირება, რაც ეფლის სათვალის ფასზე $3000-ით ნაკლებია. Vision Pro $3 499 ღირს.
Apple-მა შერეული რეალობის სათვალე და ყურსასმენი — Vision Pro 5 ივნისს, ყოველწლიურ კონფერენციაზე წარადგინა. Vision Pro მისთვის შექმნილი ოპერაციული სისტემით — visionOS-ით იმუშავებს. თვალებზე მორგებული სათვალით შეძლებთ, ამა თუ იმ აპლიკაციის აიკონზე დააწკაპუნოთ და ასე მოითხოვოთ ამა თუ იმ ბრძანების შესრულება, ასევე, მუშაობს ხმოვანი ასისტენტი. Vision Pro აუგმენტური, შერეული რეალობის მოწყობილობაა, თუმცა, სრულად ვირტუალურ რეალობაზე გადართვაც შეუძლია.
ჰედსეთზე მუშაობს ბლუთუზიც, შესაბამისად, შესაძლებელია ეფლის კლავიატურასა და თრექპედთან დაკავშირება. Vision Pro-ს დაკავშირება შესაძლებელია მაკბუქთანაც — ამ შემთხვევაში თქვენი მაკი თქვენს სათვალეში გადმოინაცვლებს.
მარკ ცუკერბერგის თქმით, Apple-ის მიერ წარმოდგენილი სათვალე «აჩვენებს განსხვავებებს ორ კომპანიას შორის არსებულ განსხვავებებს ღირებულებებსა და ხედვებში».
მისი განცხადებით, Meta-ს Quest იქნება ადამიანების ერთმანეთთან ახალი გზებით უერთიერთობასა და სიახლობის მეტად განცდაზე».
«კონტრასტისთვის, ყველა დემოში მათ გვაჩვენეს ადამიანი, რომელიც დივანზე იჯდა. შეიძლება ეს არის კომოიუტერული მომავლის ხედვა, მაგრამ ეს არ არის ის, რაც მე მინდა». — განაცხადა მან.
Meta-მ Quest 3-ის გამოშვება Apple-ის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსა, თუმცა, პროდუქტი ბაზარზე შემოდგომამდე არ გაეშვება.
Meta დიდი ხანია, ბაზარზე შერეული და რეალობის ლიდერად პოზიციონირებას ცდილობს და ამ მიმართულებით მილიარდობით დოლარს ხარჯავს, თუმცა, ჯერჯერობით, დიდ წარმატებებს ვერ აღწევს, რაც ინვესტორთა შეშფოთებას იწვევს.
Meta-მ წარმატება მიაღწია VR თამაშებსა და ფიტნესში, მაგრამ მისი მიზანი უფრო ფართო და ზოგადი ბაზარი იყო, ის, რომლისკენაც ეფლმა ნაბიჯი უკვე გადადგა. Meta-ს მიერ 2022 წელს გამოშვებული Quest Pro კი დიდწილად წარუმატებლობად მიიჩნევა,
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით.