ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Meta მოითხოვს, პოლიტიკური რეკლამაში, გამოყენების შემთხვევაში, მიეთითოს, რომ deepfake-ია

Meta აპირებს, Facebook-სა და Instagram-ზე პოლიტიკური რეკლამის განმთავსებლებს მოსთხოვოს, AI-ის ან ციფრული მანიპულაციის გამოყენების შემთხვევაში, შესაბამისი მითითება გააკეთონ. 

კომენტარის დატოვება

სოციალური მედიის კომპანიას უკვე აქვს პოლიტიკა deepfake-ების გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ, აპირებს, კონტროლი გაამკაცროს. ახალ წესებს მოდერაციას, AI ინსტუმენტების დახმარებით, ფაქტჩექერები გაუწევენ.

2024 წლის იანვრიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამოქმედდება ცვლილება, რომლითაც რეკლამებში, რომლებიც პოლიტიკას, არჩევნებს ან სოციალურ საკითხებს უკავშირდება, უნდა აღინიშნოს, გამოყენებულია თუ არა ციფრულად შექმნილი ფოტო ან ვიდეო. 

Meta-ს განცხადებით, ეს მოიცავს ვიდეოში ამა თუ იმ ადამიანის ნათქვამის გაყალბებას, ფოტოების ან რეალური მოვლენების ამსახველი კადრების შეცვლას და არარსებული ადამიანების რეალურის მსგავსი გამოსახულებების გამოყენებას. 

ასეთი მასალები შესაბამისი ნიშნით აღინიშნება. Meta-მ BBC-ის უთხრა, რომ რეკლამებს შესაბამისი ინფორმაციაც დაემატება. თუმცა, კომპანიას დეტალები არ განუმარტავს. 

2024 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები არაერთ ქვეყანაშია დანიშნული. მათ შორის, საქართველოში. ასევე, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, რუსეთსა და ევროკავშირში.  

Deepfake - ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები
თემის მიხედვით
Deepfake — ვიდეოებით მანიპულაციის ხელოვნება და საფრთხეები

ასევე წაიკითხეთ
Meta 16 წლამდე ასაკის პირებისთვის მშობელთა კონტროლის კანონების გამკაცრებას ითხოვს

Meta და Amazon Facebook-სა და Instagram-ზე შოპინგის ახალ ფუნქციას დაამატებენ

Web Summit-ის CEO ისრაელ-ჰამასის ომზე კომენტარების გამო თანამდებობიდან გადადგა

LinkedIn: Microsoft კიდევ 668 თანამშრომლის გაშვებას აპირებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.